⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 02.03.2017
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 020090000.10.003.019816
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 699 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2017 მიღება
01.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №107 2017 წლის 2 მარტი    ქ. თბილისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს:  მუხლი 1🔗 1. 2017 წლის 10 მარტამდე საქართველოს სამინისტროებმა შესაბამისი მინისტრის ბრძანებით უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის შექმნა/განახლება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტის, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. 2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 3.  სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები. 4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელს.   5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს. მუხლი 2🔗 1. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა 2017 წლის 31 მარტამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია: ა) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2015-2016 წლების შეფასების შესახებ, №1 დანართის შესაბამისად; ბ) საქართველოს სამინისტროებმა 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2 დანართის შესაბამისად; გ) სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2ა დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს სამინისტროებმა 2017 წლის 20 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია: ა) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №3 დანართის შესაბამისად, 2017-2020 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით საქართველოს სამინისტროებისთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში; ბ) დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, №5 დანართის შესაბამისად; გ) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ №3ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2017 წლის 20 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია: ა)  2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ, №4 დანართის შესაბამისად, 2017-2020 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მათთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში; ბ) ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, №5 დანართის შესაბამისად; გ) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ №4ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან. მუხლი 3🔗 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, არაუგვიანეს 2017 წლის 15 მაისისა, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისათვის ინფორმაციის მიწოდებას 2018-2021 წლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების პირველადი საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ.  2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. მუხლი 4🔗 1. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების გადამუშავება და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 30 ივნისამდე დამტკიცება  ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების ფარგლებში, №3 დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს სამინისტროებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2017 წლის 5 ივლისამდე.   მუხლი 5🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გადაამუშავებს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისთვის ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრულ მოცულობებს და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, არაუგვიანეს 10 ივლისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველად ვარიანტს.   მუხლი 6🔗 ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა 2017 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოწონებული, ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი. მუხლი 7🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა), ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან − გუბერნატორებთან შეთანხმებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, არა უგვიანეს 2017 წლის 15 ნოემბრისა, წარუდგინონ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ.   მუხლი 8🔗 ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია  განახორციელოს  საქართველოს  ფინანსთა  სამინისტრომ. მუხლი 9🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016  წლის 26 თებერვლის  №104 დადგენილება.  მუხლი 10🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  2017  წლის  1  მარტიდან.  პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი