ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №107 |
|
2017 წლის 2 მარტი ქ. თბილისი |
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები.
4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელს.
5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს.
ა) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2015-2016 წლების შეფასების შესახებ, №1 დანართის შესაბამისად;
ბ) საქართველოს სამინისტროებმა 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2 დანართის შესაბამისად;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2ა დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სამინისტროებმა 2017 წლის 20 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №3 დანართის შესაბამისად, 2017-2020 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით საქართველოს სამინისტროებისთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში;
ბ) დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, №5 დანართის შესაბამისად;
გ) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ №3ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2017 წლის 20 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ, №4 დანართის შესაბამისად, 2017-2020 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მათთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში;
ბ) ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, №5 დანართის შესაბამისად;
გ) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ №4ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
2. საქართველოს სამინისტროებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2017 წლის 5 ივლისამდე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 02.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №107. სარეგისტრაციო კოდი — 020090000.10.003.019816.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.03.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, №107, 02.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 020090000.10.003.019816 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3597362/