„2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N2 ცვლილება

მიღების თარიღი 15.11.2016
ძალაში შესვლა 27.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №დასახელება
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2017
matsne.gov.ge 378 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.2016 მიღება
27.12.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 სამშენებლო სამუშაოები და საოპერაციო და დამხმარე სისტემები
2 დარიცხული პროცენტი
3 გაუნაწილებელი
კატეგორია ADB დაფინანსება
ნომერი დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ N3 ცვლილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 15.11.2016 „2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ N2 ცვლილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 15.11.2016 „2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ ცვლილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 15.11.2016 „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა − პროექტი 1)“ №3 ცვლილების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 89% 21.12.2016 „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1)“ №7 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 88% 22.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

„2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N2 ცვლილება სესხი №2807-GEO (SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2 – სასესხო ხელშეკრულების №2 ცვლილება 1. საქართველოს („მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს ("ADB") შორის 2011 წლის 1 დეკემბერს ხელმოწერილი „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2”-ის სასესხო ხელშეკრულებასთან („სასესხო ხელშეკრულება”) დაკავშირებით გაცნობებთ რომ ყველა აქ გამოყენებულ, მაგრამ არა განმარტებულ პირობას აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სასესხო ხელშეკრულებაში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს. 2. ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 18 მაისის წერილის პასუხად, ADB-მ 2016 წლის 2 სექტემბერს დაამტკიცა ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამა, პროექტის 2-ის შინაარსის ცვლილება, რაც მდგომარეობს ქალაქ ბაკურიანში წყალმომარაგების სამუშაოების დაფინანსებასა და სესხის თანხის გადანაწილებაში ამგვარი დაფინანსების ხელშეწყობისათვის. ჩვენ გთავაზობთ სასესხო ხელშეკრულების ცვლილებას, რათა მოხდეს მასში აღნიშნული ცვლილებების ასახვა: (ა) დანართი 1-ის პუნქტი 2 უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:  „2. პროექტი უნდა მოიცავდეს წყალმომარაგებისა და სანიტარიული ნაგებობების მშენებლობას ანაკლიაში, ბაკურიანში, მესტიასა და ურეკში.”  (ბ) სასესხო ხელშეკრულების დანართი 3-ის დამატებაში არსებული სესხის თანხების განთავსებისა და გამოთხოვის ცხრილი უნდა წაიშალოს და შეიცვალოს ცხრილით, რომელიც თანდართულია ამ წერილ-შეთანხმებაზე. 3. გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, სასესხო ხელშეკრულების მუხლები არ იცვლება. 4. ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ს საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის (PCP) შესაბამისად, სასესხო ხელშეკრულების ცვლილებებები უნდა განთავსებულ იქნეს ADB-ის საიტზე ცვლილებების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ამოღებულ იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება PCP-ის გამონაკლისებს, როგორც ეს განმარტებულია მსესხებლის მიერ. 5. გთხოვთ გამოხატოთ მსესხებლის თანხმობა წერილი-შეთანხმების მე-2 პარაგრაფში მოცემულ ცვლილებებზე და პირობებზე აღნიშნული წერილი-შეთანხმების ორი ორიგინალის ხელმოწერით ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილზე. გთხოვთ ერთი ხელმოწერილი ორიგინალი დაიტოვოთ, ხოლო მეორე დაუბრუნოთ ADB-ს. 6. შემოთავაზებული ცვლილებები ეფექტური გახდება იმ თარიღიდან, როცა ADB მიიღებს საქართველოს მთავრობისგან შეტყობინებას წინამდებარე წერილი-შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დასრულებასთან დაკავშირებით. შონ მ. ოსალივანი  გენერალური დირექტორი  ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი ა. მისაღებია და ვეთანხმებით. ბ. ვადასტურებთ, რომ სასესხო ხელშეკრულების ცვლილებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც განეკუთვნება PCP-ის გამონაკლისებს. საქართველოს სახელით სახელი: ნოდარ ხადური თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი თარიღი: 15.11.2016 დანართი სასესხო სახსრების განთავსება და გამოთხოვა (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგამა – პროექტი 2) კატეგორია ADB დაფინანსება ნომერი დასახელება ADB-ის მიერ კატეგორიის დასაფინანსებლად გამოყოფილი ჯამური თანხა (SDR) კატეგორია სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის პროცენტული რაოდენობა და საფუძველი 1 სამშენებლო სამუშაოები და საოპერაციო და დამხმარე სისტემები 24,430,827 მთლიანი ხარჯის 84.75% 2 დარიცხული პროცენტი 616,173 მისაღები თანხის 100% 3 გაუნაწილებელი --- სულ 25,047,000