1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 330 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ორგანიზაციაში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმი