საქართველოს პარლამენტის მიერ ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №392
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის მიერ ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს პარლამენტს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ირ. აბაშიძის გამზირზე №26-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.22.163) მდებარე პარლამენტის სასახლეში არსებული შესაბამისი ფართები 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცეს ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს:
1. პროდუქტისა და ყავის აპარატების განსათავსებლად (ორი ერთეული პროდუქტის აპარატის განთავსებისათვის 4 მ2 ფართობი და ორი ერთეული ყავის აპარატის განთავსებისათვის 4 მ2 ფართობი).
2. კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის (333,19 მ2) ფართობი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის მიერ ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს პარლამენტის მიერ ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის მიერ ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის მიერ ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 02.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №392. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023245.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის მიერ ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს პარლამენტის მიერ ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №392, 02.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023245 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3601966/