საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1854
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა მის სარგებლობაში არსებული 1,5 კვ.მ ფართობის (მისამართი: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №9 /ყოფილი ი. ჭავჭავაძის გამზ. №49ა/, საკადასტრო კოდი – 01.14.07.008.014) შპს „ადვესასათვის“ 3 (სამი) წლის ვადით აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე, სავაჭრო ელექტრონული აპარატის (Vending Machines) განთავსების მიზნით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული იჯარის წლიური საფასური განისაზღვროს 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარის ოდენობით (ყოველთვიურად 40 ლარი).
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.09.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 23.09.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1854. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.09.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1854, 23.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2357354/