შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №78
2011 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადასცეს ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, დ. გურამიშვილის ქ. №39-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.20.01.122.022.01.500) შენობის მესამე და სხვენის სართულების მთლიანი ფართობი (730,88 კვ.მ) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი 3 წლის ვადით, ქირით – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი წელიწადში.
2. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, დ. გურამიშვილის ქ. №39-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.20.01.122.022.01.500) შენობის მესამე და სხვენის სართულების მთლიანი ფართობის (730,88 კვ.მ) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“კაპიტალში შეტანაზე.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე გასაფორმებელი სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.01.2011.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 21.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №78, 21.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2350722/