შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №424
2017 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №621 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მიეცეს თანხმობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს ამ განკარგულების №1 დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №12 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი