გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.03.2017 ძალადაკარგული 12.01.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.148.016366
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2017 წლის 10 მარტი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს თანდართული №1 დანართის მიხედვით გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის №15 დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 16/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.148.016321).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებზე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი №1 
გორის  მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1
1. გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატი მიწის ნორმატიული  ფასი (შემდგომში – „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული  მიწის საბაზო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn=IMG X ITL X C X K,  სადაც:

ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის გორის  მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.65-ს;

გ) ITL – არის  ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს, რადგან გორის მუნიციპალიტეტში ზონირება არ ხორცილდება;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი  საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს.

მუხლი 2
პირველი მუხლის მიხედვით გორის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K Cn

 IMG

ITL

C

K

Cn 

0.65

1

0.24

150

23,4

 

მუხლი 3
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 7,02 ლარს.
მუხლი 4
გორის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში  ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 5,85 ლარს.
მუხლი 5
გორის მუნიციპალიტეტის დასახლებათა  შორის  არეალებში გამავალ „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ  მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული  ფასი დადგენილია ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი  ფასის 50%-ის ოდენობით  და იგი შეადგენს 11,7 ლარს. 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.01.2018.
როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
„გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მიღებულია 10.03.2017. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.148.016366.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.01.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №11, 10.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.148.016366 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3604222/