შპს „გზაარამადნეულის“ კრედიტორთა პირველი კრების გაგრძელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/38066-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/38066-16                 

ამონაწერი

კრედიტორთა კრების ოქმიდან

2017 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა  კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - მარიამ ხიდაშელი    

განმცხადებელი (კრედიტორი) - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი  (წარმომადგენელი: სანდრო ვაშაყმაძე)

 

მოვალე - შპს ,,გზაარამადნეული” (ს.კ 209442110)

დირექტორი - შპს,,რეაბილიტაცია”

წარმომადგენელი - ამირან დადვანი

 

კრედიტორი:   შემოსავლების სამსახური

                                     

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ლელა ხაციკიდუ

 

მოსამართლე აცხადებს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინებას:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის  2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტტამენტის განცხადება შპს ,, გზაარამადნეულის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.  ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და  კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 14 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები, კერძოდ, მოსმენილი იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. მოხდა განმცხადებლების კრედიტორად აღიარება. დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი, კერძოდ მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა ვერ მოხდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „გზაარამადნეულის“ წარმომადგენელთან და კრედიტორებთან შეთანხმებით, კრედიტორთა კრება შეწყდა და გაგრძელდა 2017 წლის 2 მარტს 15:00 სთ-ზე.

2017 წლის 2 მარტს 15:00 სთ-ზე მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე მოვალის და კრედიტორების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მომრიგებელი საბჭოს წევრების კანდიდატურები,  შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა უნდა შეწყდეს  და გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

     

დაადგინა:

 

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 28 მარტს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №19.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე                                                                              თამარ ბურჯანაძე