„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6394
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016395
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №6394

2017 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „გადასახადისგადამხდელთა პირადიაღრიცხვისბარათებისწარმოებისწესისშესახებ” მეთოდურიმითითებისდამტკიცებისთაობაზე“შემოსავლებისსამსახურისუფროსის2016წლის18მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცემული მეთოდური მითითების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თუ მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დროებითი ბარათიდან სადავო თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სადავო თანხები დარჩება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საბოლოო გადაწყვეტილების (კანონიერ ძალაში შესული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის/შემოსავლების სამსახურისათვის ჩაბარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა, სადავო თანხები გადაიტანება ავტომატურ რეჟიმში კვლავ დროებით ბარათზე.“.

2. ეს ბრძანებაამოქმედდესხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                       გ. თაბუაშვილი