„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12535
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016502
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №12535

 

2019 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგადასახადო მოთხოვნის/ოქმის ან საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში სრულად ან ნაწილობრივ გასაჩივრების შემთხვევაში მოთხოვნაში/ოქმში ან საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებულ სხვა შესაბამის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული თანხები სრულად, შესაბამისი სავადოებით, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხება დროებითი აღრიცხვის ბარათზე. თუ საჩივარზე დადგინდება ხარვეზი ან შემოსავლების სამსახურში არ იქნება წარმოდგენილი განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე, დროებითი აღრიცხვის ბარათიდან თანხები სრულად, შესაბამისი სავადოებით, ავტომატურ რეჟიმში აღირიცხება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერიდან მე-15 დღეს.

 

სამსახურის უფროსი                                                       ვახტანგ ლაშქარაძე