„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8724
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016667
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №8724

2022 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის  №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის  №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე და 24-ე პუნქტები:

„23. გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომლის წარმოშობის მომდევნო წლის 1 იანვრიდან გასულია 3 წელი, გარდა ლატარიის გადასახდელის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხისა და ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, თუ მას ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის მომდევნო წლის 1 იანვრიდან გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე პერიოდში არ უფიქსირდება ამ ბარათზე გატარებული ოპერაცია (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე).

24. ამ მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის 15 იანვარს“.

2. ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, იმ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არ უფიქსირდება ამ ბრძანების პირველ პუნქტში ასახული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის 23-ე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია, გაუუქმდეს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის ფიქსირდება ზედმეტად გადახდილად.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                                ლევან კაკავა.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.04.2022.
როდის იქნა მიღებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.04.2022. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №8724. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016667.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.04.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №8724, 07.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016667 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5435094/