„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17079
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016575
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №17079

2020 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“  შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18  მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის   შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების  თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. 2020 წელს (მათ შორის, 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში) გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ან/და ქონების გადასახადის გადახდისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით  განსაზღვრული ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის პირველ დეკემბრამდე იმ გადასახადის გადამხდელს,  რომელმაც  საგადასახადო  ორგანოში  წარმოადგინა  განცხადება      საშემოსავლო გადასახადის ან/და ქონების გადასახადის გადახდის გადავადების შესახებ და რომელთან დაკავშირებითაც, საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა  დადებითი გადაწყვეტილება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხება. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი საგადასახადო დეკლარაცი(ებ)ის მონაცემები და მიმდინარე გადასახდელები გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება 2020 წლის 30 ნოემბრის სავადო თარიღით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                              ლევან კაკავა.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2020.
როდის იქნა მიღებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 25.06.2020. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №17079. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016575.
სად არის „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №17079, 25.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016575 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4922125/