„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9857
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016774
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №9857

2025 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2011 წლის  23 მაისის  №303  ბრძანებით  დამტკიცებული  დებულების  მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტის  „უ“  ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის  გადამხდელთა  პირადი  აღრიცხვის  ბარათების  წარმოების  წესის  შესახებ  მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდური მითითებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მეთოდური მითითების:

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. მემკვიდრის  მიერ  გარდაცვლილი  პირის  საგადასახადო  დავალიანების  ჩამოწერის  მოთხოვნით საგადასახადო ორგანოსათვის   მიმართვის   შემთხვევაში   (თუ   მემკვიდრე   აგრძელებს   გარდაცვლილი   პირის ეკონომიკურ საქმიანობას), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანო შეისწავლის როგორც მემკვიდრის, ასევე გარდაცვლილი პირის პირადი  აღრიცხვის  ბარათებს.  იმ შემთხვევაში, თუ  გარდაცვლილი  პირის  საგადასახადო  დავალიანება გადატანილია მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღნიშნული საგადასახადო დავალიანების წარმოშობის პერიოდის დადგენისას გაითვალისწინება გარდაცვლილ პირზე მისი წარმოშობის პერიოდი.“;

ა.ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. მემკვიდრის  მიერ  გარდაცვლილი  პირის  საგადასახადო  დავალიანების  ჩამოწერის  მოთხოვნით საგადასახადო ორგანოსათვის  მიმართვის  შემთხვევაში  (თუ  მემკვიდრე  არ  აგრძელებს  გარდაცვლილი  პირის ეკონომიკურ საქმიანობას)  თუ ჩამოწერის  პირობები  შეესაბამება  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა უნდა განხორცილდეს გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე.“.

ბ) 91 მუხლის:

ბ.ა) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის  „დ“  ქვეპუნქტის საფუძველზე  დავალიანების  ჩამოწერის  მოთხოვნით  მიმართვის  შემთხვევაში  (თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას), საგადასახადო ორგანო შეისწავლის როგორც მემკვიდრის, ასევე გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათებს. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება გადატანილია მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, აღნიშნული საგადასახადო დავალიანების წარმოშობის პერიოდის დადგენისას გაითვალისწინება გარდაცვლილ პირზე მისი წარმოშობის პერიოდი.“;

ბ.ბ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს 181 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„181. მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის  „დ“  ქვეპუნქტის საფუძველზე  დავალიანების  ჩამოწერის  მოთხოვნით  მიმართვის  შემთხვევაში  (თუ მემკვიდრე არ აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, რის შესახებაც წარმოადგენს შესაბამის წერილობით განმარტებას), საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა უნდა განხორციელდეს გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ამავე მუხლის მე-9, მე-13  და მე-14 პუნქტების გათვალისწინებით.“.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის  უფროსი ლევან კაკავა