„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №5820 |
|
2021 წლის 4 მარტი ქ. თბილისი |
1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 21-ე მუხლის:
ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. საგადასახადო აგენტმა (დამქირავებელმა), რომელსაც დაქირავებულმა პირმა წარუდგინა შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობა და მიუხედავად აღნიშნულისა ფიზიკურ პირს ხელფასის სახით განაცემზე ზედმეტად (შეცდომით, არასწორად) დაუკავა საშემოსავლო გადასახადი, უფლებამოსილია მოახდინოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება, აუნაზღაუროს ფიზიკურ პირს ზედმეტად გადახდილი თანხა და საგადასახადო ორგანოში შესაბამისი საანგარიშო პერიოდის (პერიოდების) მიხედვით წარადგინოს დეკლარაცია ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხების და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობის შესახებ, სათანადოდ კორექტირებული.“
ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურმა პირმა დამქირავებელთან ვერ გამოიყენა კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, მაშინ ფიზიკური პირისთვის ზედმეტად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 63-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, დაცული უნდა იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხის გამოვლენის ხანდაზმულობის ვადა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე
სამასახურის უფროსო ლევან კაკავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.03.2021.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.03.2021. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №5820. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016619.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.03.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №5820, 04.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016619 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5116958/