„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18529
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016571
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლეის სამსახურის უფროსის 

ბრძანება №18529

2020 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

 „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე და 28-ე პუნქტები:

„27. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენისას, თუ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება:

ა) აქციზის ოდენობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება), აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის დანართ №IV-041-ის შესაბამისად შედგენილი „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ“ აქტის შედგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აქციზის თანხა აისახება ამავე აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) აქციზის ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №184 დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული აქციზის გადახდის შესაბამისი თარიღით;

გ) „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის დანართ №IV-061-ის შესაბამისად შედგენილი „გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ“ აქტი, აქციზის თანხის შემცირების სავადო თარიღი განისაზღვრება ამავე აქტის შედგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აისახება აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

28. ამ მუხლის 27-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ აქციზის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შესახებ განცხადების საგადასახადო ორგანოში საბანკო გარანტიით განსაზღვრულ თარიღამდე წარდგენისას,  აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება განცხადების წარდგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აქციზის თანხა აისახება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის  უფროსი ლევან კაკავა
 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2020.
როდის იქნა მიღებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.07.2020. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №18529. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016571.
სად არის „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №18529, 07.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016571 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4921993/