„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №59 |
|
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი |
„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები
1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი;
ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი.
2. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები:
ა) უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა.ა) ქვეყნის ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების განსაზღვრა და ანალიზი;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში საფრთხეების შეფასება და პროგნოზირება;
ა.გ) ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ა.დ) ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების შესახებ ინფორმაციულ-ანალიტიკური მოხსენებების მომზადება პრეზიდენტისა და საბჭოსათვის წარსადგენად;
ა.ე) საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა როგორც მშვიდობიან, ისე ომიანობისა და საგანგებო ვითარების დროს;
ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტის საჯარო მოხსენებების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ა.ზ) საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
ა.თ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;
ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ბ.ა) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
ბ.ბ) თავდაცვის კუთხით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა, თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების განხილვა, რეკომენდაციების შემუშავება;
ბ.გ) პრეზიდენტის მიერ გამოსაცემი იმ ნორმატიული აქტების პროექტების ანალიზი, მომზადება და საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა, რომლებიც ეხება სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის საკითხებს;
ბ.დ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხილვა;
ბ.ე) პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, უმაღლესი სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ბ.ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლის ინსტიტუციური უზრუნველყოფა;
ბ.ზ) ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა;
ბ.თ) საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ქვეყნის საზღვრების გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა;
ბ.ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართვებისა და წერილების განხილვა პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
ბ.კ) საბჭოს კომპეტენციის სფეროში არსებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა;
ბ.ლ) საქართველოს პარლამენტსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და სამხედრო აღმშენებლობის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
ბ.მ) აპარატში NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და აღნიშნული ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობისა და NATO-ს უსაფრთხოების პოლიტიკით (NATO Security Policy) განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად; NATO-ს კრიპტოგრაფიული საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების გამოყენების უზრუნველყოფა;
ბ.ნ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
გ.ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, უცხოელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
გ.ბ) ქვეყნისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებულ საკითხებზე საზღვარგარეთ ოფიციალური შეხვედრების/ვიზიტების მომზადება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
გ.გ) სხვა ქვეყნების ანალოგიური ფუნქციის მქონე უწყებებთან ურთიერთობის წარმართვა;
გ.დ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
დ.ა) ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში არსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან ურთიერთობა;
დ.ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;
დ.გ) პრესრელიზების, ანონსების გავრცელება, პრესკონფერენციებისა და საინფორმაციო ბრიფინგების ორგანიზების უზრუნველყოფა;
დ.დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში საბჭოს ოფიციალური გვერდების მართვა და ინფორმაციის სისტემატური განახლება;
დ.ე) ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი, საპასუხო მასალების მომზადება და გავრცელების საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
დ.ვ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ე.ა) აპარატში ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
ე.ბ) აპარატის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე.გ) ადამიანური რესურსების მართვის პროცედურებისა და წესების შემუშავება და მათი დანერგვის კოორდინაცია;
ე.დ) თანამდებობაზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ე.ე) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა;
ე.ვ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;
ე.ზ) საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია, დადგენილი წესით გამრავლება და საჭიროების მიხედვით დაგზავნა;
ე.თ) აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების საქმისწარმოების ორგანიზება;
ე.ი) აპარატში საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ე.კ) აპარატში მომზადებული დოკუმენტების, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების, სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე.ლ) დავის შემთხვევაში, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში საბჭოსა და აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ე.მ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ე.ნ) საბჭოს სხდომის მასალებით ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე.ო) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;
ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ვ.ა) აპარატის საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ვ.ბ) აპარატის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
ვ.გ) აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ვ.დ) აპარატის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ.ე) აპარატის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
ვ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
ვ.ზ) აპარატის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;
ვ.თ) საინფორმაციო რესურსების მიწოდების უწყვეტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არასანქცირებული წვდომისაგან მონაცემთა ბაზების დაცვის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და განახლება;
ვ.ი) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება.
3. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი.
4. აპარატის სტრუქტურაში იქმნება საორგანიზაციო განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
5. საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აპარატში მიმდინარე დავალებების შესრულების კოორდინაცია და შესრულების პროცესის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება;
ბ) აპარატში მიმდინარე დავალებების შესრულებისას წარმოშობილი ხარვეზების აღმოფხვრის ხელშეწყობა;
გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზება;
დ) აპარატის თანამდებობის პირთა ოფიციალური შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ე) აპარატის თანამშრომლების მივლინების ორგანიზება;
ვ) საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების პროტოკოლის სამსახურებთან ურთიერთობა;
ზ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება.“.
|