საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთი ორგანიზაციისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№446
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023286
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №446

2017 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთი ორგანიზაციისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − საქართველოს ეროვნულ არქივს, სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს, სსიპ − მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სსიპ −  დანაშაულის პრევენციის ცენტრს მიეცეთ თანხმობა, რომ 2017 წლისათვის:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 40 ერთეულით;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს პროკურატურის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 60 ერთეულით;

გ) სსიპ − საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3 840 ლარით, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 110 ერთეულით და შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არაუმეტეს 850 ლარით;

დ) სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3 400 ლარით, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 100 ერთეულით და შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არა უმეტეს 2 000 ლარით;

ე) სსიპ − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 5 800 ლარით, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 3 000 ლარით, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 20 ერთეულით და შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არა უმეტეს 3 000 ლარით;

ვ) სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3 800 ლარით და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 35 ერთეულით.

2. განკარგულება გავრცელდეს 2017 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი