საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს პროკურატურის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ - სმართ ლოჯიქისა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№161
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018576
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №161

2015 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს პროკურატურის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ − სმართ ლოჯიქისა და სსიპ − საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს პროკურატურას, და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − საქართველოს ეროვნულ არქივს, სსიპ - სმართ ლოჯიქს და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს  მიეცეთ თანხმობა, რომ 2015 წლისათვის:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს პროკურატურის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 70 ერთეულით;

ბ) სსიპ − საქართველოს ეროვნული არქივის  შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 60 ერთეულით;

გ) სსიპ − სმართ ლოჯიქის  შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 20 ერთეულით;

დ) სსიპ − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 50 ერთეულით.

2. 2015 წლისთვის სსიპ − საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3 840 ლარით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება − არაუმეტეს 850 ლარით.

3. 2015 წლისთვის სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3 400 ლარით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება − არაუმეტეს 3 000 ლარით.

4. 2015 წლისთვის სსიპ − სმართ ლოჯიქის  საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 3000 ლარით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება − არაუმეტეს 3000 ლარით.

5. 2015 წლისთვის სსიპ − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს  ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3 500 ლარით, საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო − არაუმეტეს 1 700 ლარით, ხოლო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, კანონმდებლობის თარგმნის ღონისძიებებზე დასაქმებულ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება – არაუმეტეს  4 500 ლარით.

6.  განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                          ი. ღარიბაშვილი