შპს „ტაურუსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3535-16
განჩინება
საქართველოს სახელით
2017 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი - შპს „ტაურუსი”(ს/კ 230867951)
დირექტორი ვლადიმერ ბაკურაძე (პ.ნ.230867951)
მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 17 თებერვალს განცხადებით მომართა შპს „ტაურუსის“ (ს/კ 230867951)დირექტორმა ვლადიმერ ბაკურაძემ და მოითხოვა შპს „ტაურუსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „ტაურუსს“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 მარტის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო“).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ტაურუსის” მეურვემ სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ” და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე,32-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017წლის02 მაისს 15:00საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი№19 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;
1.2. გაკოტრების მმართველის დანიშვნა;
1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე