საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №495
2017 წლის14 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობის სოფლების: ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუწახტას, წინუბნის, ყვარელწყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის, შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, ომალოს, ბირკიანისა და ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად, 10/04 კვ ძაბვის ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და „ხადორჰესიდან“ სოფელ ძიბახევამდე ახალი 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 580 000 (ხუთას ოთხმოცი ათასი) ლარი.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი