ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.03.2017
ძალის დაკარგვა 08.05.2017
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.05.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.01.2012
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2017 წლის 22 მარტი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის’’ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 მაისის №18 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოციალური დახმარების
გაცემისა და მიღების პროგრამა’’
დადგენილება განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღებასთან და გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. ადგენს ფულადი დახმარების სახეებს, მათი მიმღები (ბენეფიციარები) პირების კატეგორიებს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენ დოკუმენტების ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
თავი I
სოციალური პროგრამის სახეები
მუხლი 1🔗.
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული ფულადი სოციალური პროგრამის სახეები
ა) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად შეჭირვებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ბ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
გ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 და მეტი წლის ასაკს მიღწეული მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებულ პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
დ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 90 და მეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ე) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (18 წლის ასაკს მიუღწეველი ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ვ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა;
ზ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;
თ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ლეიკემიით დაავადებულ პირთა ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;
ი) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;
კ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დედ–მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ლ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უდედ-მამო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
მ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ნ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებულ ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ო) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
პ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და მასთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ჟ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
რ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უნგრეთისა და ავღანეთის ომის ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ს) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ტ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ/ომის ვეტერანთა/მარტოხელა გარდაცვლილ პირთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა;
უ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მასთან გათანაბრებულ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ოჯახებზე საკანალიზაციო, წყალმომარაგების და ქსელის ტელეფონის სააბონენტო ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა;
ფ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახთა, რომელთაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა;
ქ) ქ. ხონში სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა.
თავი II
ფულადი სოციალური დახმარების პროგრამა
მუხლი 2🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად შეჭირვებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად შეჭირვებული ოჯახების, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგ კატეგორიაზე: რომლებსაც სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2015 წლის 1 ივლისიდან მინიჭებული აქვთ 65001-დან 90001მდე სარეიტინგო ქულა. დახმარება ოჯახზე განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/ მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, არასრულწლოვან ბავშვზე 200(ორასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოდან - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;
გ) ბავშვის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დ)მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 და მეტი წლის ასაკს მიღწეული მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებულ პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. 18 და მეტი წლის ასაკს მიღწეული მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებულ პირებზე ან/და მათ მეურვეზე /მზრუნველზე/ მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) შ.შ.მ. სტატუსის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
დ) ცნობა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოდან - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ. ე) სსე აქტის ამონაწერი ან ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა N IV-100/ა;
ვ) გადაწვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის/მზრუნველობის/ მხარდამჭერის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ზ) თანხის მიმღების ბანკის ანგარიშის ნომერი.
3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 90 და მეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 90 და მეტი წლის ასაკს მიღწეულ პირზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) 90 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (18 წლის ასაკს მიუღწეველი ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (18 წლის ასაკს მიუღწეველი ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებზე განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე.
ბ) მშობლის/მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები.
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა
1.პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული, სტაციონალური-ქირურგიული ოპერაციები, კორონოგრაფია, მძიმე გასტროფიბროსკოპია და ფიბროსკოპია, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია და სხვა სიცოცხლესთან შეუთავსებელი სამედიცინო მომსახურება, ასევე კომპიუტერული კვლევები. (გარდა მასაჟი, პლასტიკური, პლასტიკურ-ესთეტიკური ქირურგიის, სამკურნალო კურორტული და სტომატოლოგიური მომსახურება, ლოგოპედის მომსახურება, მშობიარობა, საკეისრო კვეთა).
2. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიერ დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსების წესი მოქმედებს შემდეგნაირად:
ა) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 1-დან - 30001-მდე სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში, განესაზღვროს არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ბ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 30001-დან 45001-მდე სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში, განესაზღვროს არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
გ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 45001-დან 65001-მდე სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში, განესაზღვროს არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
დ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001-დან 100001-მდე სარეიტინგო ქულა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში, განესაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
ე) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 100001-ი სარეიტინგო ქულა ან არ არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთიან ბაზაში, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში, განესაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.პირს (ბენეფიციარს) რამოდენიმე სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში დაუფინანსდება მხოლოდ ერთი სამედიცინო მომსახურების სახე.
4. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე.
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა N IV-100/ა.
დ) ანგარიშფაქტურა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც პაციენტი იღებს სამედიცინო მომსახურებას.
ე) სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხონის რაიონული განყოფილებიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი.
ვ) ცნობა -ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული.
ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა. თ) სსიპ –სოციალური მომსახურების საგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიმართვა - ბენეფიციარისათვის მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული თანადაფინანსების შესახებ.
5. სამედიცინო კვლევების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ყველა დოკუმენტაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართვისა.
6. ბენეფიციარი სამედიცინო თანადაფინანსებისთვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში წარსადგენად.
7. მოქალაქეს, რომელსაც ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია არსებული დავალიანების დაფარვა, შეიძლება გადაერიცხოს სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების თანხა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, თუ გამგეობას თანადაფინანსების მოთხოვნით მომართავს სტაციონარიდან გამოსვლის დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღების მსურველმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტაცია.
ბ) ცნობა (შეთანხმება) დავალიანების შესახებ, შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან.
9. თანხის ჩარიცხვა მოხდება სამედიცინო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცი’’-ის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა.
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა N IV-100/ა;
დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სადაც პირს უტარდება დიალიზის პროცედურა;
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. ბენეფიციარი ვალდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა NIV-100/ა განაახლოს წელიწადში ერთხელ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობა, განახლებული ფორმა N IV-100/ა-ის წარმოდგენამდე.
5.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 9🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ლეიკემიით დაავადებულ პირთა ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ლეიკემიით დაავადებულ პირებზე ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა № IV-100/ა;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. ბენეფიციარი ვალდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა -ფორმა № IV- 100/ა განაახლოს 6 თვეში ერთხელ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული ფორმა № IV100/ა-ის წარმოდგენამდე.
5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 10🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირებს, განესაზღვროს ყოველთვიური ფულადი დახმარება თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა -ფორმა №IV-100/ა გაცემული ონკოლოგის მიერ;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. ბენეფიციარი ვალდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა № IV100/ა განაახლოს ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება, განახლებული ფორმა № IV100/ა-ის წარმოდგენამდე.
5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 11🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დედ–მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მეურვის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) გადაწყვილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მეურვეობის/მზრუნველობის შესახებ;
დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ბავშვის/ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ვ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ზ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 12🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უდედმამო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უდედმამო უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებზე განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე.
ბ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან.
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
დ) დაბადების მოწმობის ასლი.
ე) უდედმამობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.
ვ)ბანკის ანგარიშის ნომერი.
3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 13🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს, რომელსაც სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს 1-დან 200001-მდე სარეიტინგო ქულა და ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულ, არასრულწლოვან ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ამონაწერი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 14🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებულ ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.
1.ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებულ ვეტერანზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
2.პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე.
ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი.
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
დ) ინვალიდობის მოწმობა -ფორმა №50/2.
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 15🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1.ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ვეტერანზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი.
გ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 16🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და მასთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე და მასთან გათანაბრებულ პირზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ვეტერანის/მასთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 17🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეზე განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს.
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან -ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 18🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უნგრეთისა და ავღანეთის ომის ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.
1.ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უნგრეთის და ავღანეთის ომის ვეტერანზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 19🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ პირთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პირის ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული 2008 წლის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი
3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 20🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ /ომის ვეტერანთა/ მარტოხელა გარდაცვლილ პირთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ პირთა სარიტუალო მომსახურება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დაფინანსდება იმ გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება:
ა) რომელიც იყო მარტოხელა;
ბ) რომელიც იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი;
გ) რომელიც იყო იძულებით გადაადგილებული პირი;
3.პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გასაწევი სარიტუალო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა;
ე) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი/ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი /მარტოხელა მიცვალებულის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გარდაცვლილის მარტოხელობის დამადასტურებელი ცნობა.
ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
4.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 21🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მასთან გათანაბრებულ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ოჯახებზე საკანალიზაციო, წყალმომარაგების და ქსელის ტელეფონის სააბონენტო ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანების, მასთან გათანაბრებული პირების, მარჩენალდაკარგულების, რეპრესირებულებისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა მონაწილეების ოჯახებისათვის საკანალიზაციო, წყალმომარაგებისა და ქსელის ტელეფონის სააბონენტო ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება განხორციელდეს არაუმეტეს : სასმელ წყალზე - სულზე 1(ერთი) ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში დამატებით -0.30 ლარი, ხოლო ქსელის ტელეფონის სააბონენტო თანხა 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი /ვეტერანთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი/მარჩენალ-დაკარგულის მოწმობის ასლი/ რეპრესირებულის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვის ცენტრის მიერ გაცემული ქვითრის ასლი;
ე) ცნობა ქსელის ტელეფონის აბონეტის შესახებ;
ვ) ცნობა, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 22🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახების, რომელთაც მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა
1. ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს: სასმელ წყალზე - სულზე 1(ერთი) ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში დამატებით -0.30 ლარი.
2. თანადაფინანსება ხორციელდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად.
3. სამსახური ვალდებულია განახლებული სიის მოწოდებისათვის ყოველთვიურად მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 23🔗.
ქალაქ ხონში სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა
1. ქ. ხონში სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება განსაზღვროს არაუმეტეს: სასმელ წყალზე - სულზე 1(ერთი) ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში დამატებით -0.30 ლარი.
2. თანადაფინანსება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის,გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად.
3. ამ დადგენილების 21-ე და 22-ე მუხლით გათვალისწინებული იმ პირების, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება, რომლებიც ცხოვრობენ ქ.ხონში სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე - განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებლის შესახებ.
4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
თავი III
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 24🔗.
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამათა ორგანიზება-ადმინისტრირებას უზრუნველყოფს გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ლტოლვილთა, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის დაფინანსების წყაროა: ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 25🔗.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური დახმარების მისაღებად განმცხადებელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2. გამგეობა უზრუნველყოფს სოციალური დახმარების ბენეფიციართა განცხადებების რეგისტრაციას დადგენილი წესის შესაბამისად.
3. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე ბრძანების პროექტის მოსამზადებლად ეგზავნება სამსახურს.
მუხლი 26🔗.
განცხადებების განხილვა
1. სამსახური თანმიმდევრულად, ინდივიდუალურად განიხილავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, ყველა განცხადებას თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დადგენილებასთან.
მუხლი 27🔗.
გადაწყვეტილების მიღება
1. სამსახური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ამ პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 28🔗.
ფულადი დახმარების გაცემა
გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და სოციალური დახმარება, იგზავნება ხონის მუნიციალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი დახმარების სათანადო წესით გაცემას, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.