სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარეგულება №256

2017 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 34-ე პუნქტის და მე-13 მუხლის, „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს სს „კრედო ბანკზე“ განუსაზღვრელი ვადით საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. სს „კრედო ბანკზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე შეტანილ იქნეს ეროვნული ბანკის სალიცენზიო რეესტრში.

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

                                                                                  მურთაზ კიკორია