1. წლიური ანგარიშის მიზანია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის, განვითარებისა და ფუნქციონირების, ასევე განხორციელებული ქმედებების ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა დაწესებულების ხელმძღვანელისათვის.
2. წლიურ ანგარიშს ამზადებს დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი და წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს.
3. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიური ანგარიში, ფინანსური კონტროლის ეტაპის დანერგვის ფარგლებში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს შორის უფლებამოსილების გადანაწილების შესახებ, ასევე თითოეული მათგანისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის განმკარგავების შესახებ;
ბ) უფლებამოსილების დელეგირების ხარისხისა და ანგარიშვალდებულების სისტემის შესახებ;
გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონაწილე სუბიექტებისთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის გაცნობისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ (ტრენინგები, სემინარები და ა.შ);
დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის დროს გამოვლენილი ხარვეზებისა და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.
1 „შიდა კონტროლის ინტეგრირებული მოდელი“, The Committee of Sponsoring Organizations of the Tread way Commission, COSO IC- Internal Control-Integrated Framework, 201