„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-12/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016428
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-12/ნ

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2015, 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეები და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პერინატალური სერვისის მიმწოდებელმა დაწესებულებამ, გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია, ერთდროულად მიაწოდოს II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისები. აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც პერინატალური სერვისის შესაბამისი დონე მინიჭებული აქვთ/მიენიჭებათ 2017 წლის 1 აპრილამდე. აღნიშნული დაწესებულებების  წლიური ბრუნვა უნდა იყოს ≥1800 მშობიარობა წელიწადში (ან ≥ 150 მშობიარობა თვეში) და მათ, ასევე, უნდა ჰქონდეთ ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) ერთეული (განყოფილება, დეპარტამენტი და ა.შ.). გამონაკლისს წარმოადგენს საკოორდინაციო ჯგუფის გადაწყვეტილება პერინატალური სერვისის მიმწოდებელი იმ სამედიცინო დაწესებულების მიმართ (წლიური ბრუნვით < 1800-ზე), რომლის მიღწევადობა უახლოეს სუბსპეციალიზებული (III დონის) პერინატალური მოვლის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებამდე აღემატება 120 წუთს ან/და განთავსებულია საზღვრისპირა  მუნიციპალიტეტში/რეგიონში. აღნიშნული  პერინატალური სერვისის ფარგლებში დაწესებულებას  უფლება აქვს, მიიღოს ნაადრევი მშობიარობა და უზრუნველყოს III დონის ნეონატალური მოვლა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო