,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-32/ნ |
|
2019 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი |
„4. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრს კენჭისყრისგან თავის შეკავების უფლება არ აქვს. მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ დასკვნის მიღების მიზნით გასამართ კენჭისყრის პროცესში შესაძლებელია (დასაშვებია), სოციალური მუშაკი მონაწილეობდეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ამ ჯგუფის სხვა წევრებთან სოციალური მუშაკის კონტაქტი, რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი ოქმით. კენჭისყრის პროცესში, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობებით მონაწილეობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის ხელმოწერით დადასტურებული გამოსაკვლევი პირის შეფასების ფორმა (დამტკიცებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), მისი დასკანერებული ვერსია ბიუროს ეგზავნება ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით. სოციალური მუშაკის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამავე ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად შევსებული გამოსაკვლევი პირის შეფასების ფორმა წარმოადგენს მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის განუყოფელ ნაწილს.“.
|