„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-128/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016695
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-128/ნ

2019 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/10/2018; 040030000.22.035.016523) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებს და ფუნქციების განხორციელებას და აგრეთვე, სამინისტროს სისტემის განვითარებას, რისთვისაც, ქ. თბილისსა და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის (ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებული სხვა საჯარო სამართლის იურიდული პირების) ფუნქციებისა და უფლებამოსილებების  მოსახლეობისათვის ერთი ცენტრიდან მიწოდების მიზნით, მის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების დათმობასთან და/ან აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობასთან, აგრეთვე, ქონების კომუნალური მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშრებული ხარჯების გაწევას, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე