„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №19/ნ |
|
2023 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ს1“ ქვეპუნქტი“:
„ს1. სამინისტროს სისტემაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით (სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ სივრცეში) მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, მის ბალანსზე ან სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაში, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრის“ ორგანიზება. მომსახურების ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული, ლოჯისტიკური (მათ შორის უძრავი ქონების მოვლა-პატრონობასთან და კომუნალური მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა) და სხვა საჭირო საკითხების მართვა/გადაწყვეტა.“.
2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებს და ფუნქციების განხორციელებას და აგრეთვე, სამინისტროს სისტემის განვითარებას, რისთვისაც, ქ. თბილისსა და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის (ცენტრალური აპარატისა ან/და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებული სხვა საჯარო სამართლის იურიდული პირების) ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მოსახლეობისათვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდების მიზნით, მის ბალანსზე ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მოვლა-პატრონობასთან, აგრეთვე, ქონების კომუნალური მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშრებული ხარჯების გაწევას, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.
|