,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.035.017146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №31/ნ

2024 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 111229047, 29/12/2011; 010240070.22.035.016107) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დებულება) მე-2 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სამედიცინო, საექიმო საქმიანობის, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის, სააღმზრდელო საქმიანობის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. სააგენტო წარმოადგენს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქართველოს კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთობისას, აგრეთვე – „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კომპეტენტურ ორგანოს.‘‘.

2. მე-3 პუნქტის ,ჰ6‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ6„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება;‘‘.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე