საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №5 26
2017 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა (შემდგომში − ფონდი) და გაერთიანებული ერების ქალთა ორგანიზაციას (UN–Women) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი − „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“ მიღებულია 23.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №526. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023369.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“, №526, 23.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023369 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3622370/