📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2017
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.168.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 226 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 20.06.2024 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 22.08.2024 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 23.03.2018 წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 01.04.2019 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №10 2017 წლის 27 მარტი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა  და  „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა) თითოეულ სამორინე მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 200 ლარით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე მოსაკრებელი განისაზღვროს საპრიზო ფონდის 10%-ით; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარით; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 5%-ით; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული,  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4000 ლარით. შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილება   „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 04/03/2013, 210070000.35.168.016069). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის  1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი