შესრულებულია ბრიუსელში, 1992 წლის 13 ივლისს.
საბჭოს სახელით
თავმჯდომარე
ჯ. გამერი
დანართი A
შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები წინამდებარე, დირექტივის კონტექსტში (a)
დაავადება
ჯიშები რომლებზედაც დაავადება ვრცელდება
ნიუკასლის დაავადება, ფრინველის გრიპი
ფსიტაკოზი
ამერიკული ფუტკრის სიმყაყე
თურქულის დაავადება
ბრუცელიოზი (Brucella ssp.)
ტუბერკულოზი
ღორის კლასიკური ჭირი
ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება)
თურქულის დაავადება
ცოფი (b)
ფრინველები
თუთიყუშისებრნი
ფუტკრები
მცოხნავი ცხოველები
ღორები
ყველა ამთვისებელი ცხოველი
(a) დირექტივის 82/894/EEC I დანართით განსაზღვრული შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების შეუზღუდავად;
(b) დირექტივის 89/455/EEC მე-2 მუხლის თანახმად.
დანართი B
იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთათვისაც წინამდებარე დირექტივის ფარგლებში შესაძლებელია აღიარებული იქნეს ცალკეული სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამები
წავი
ვირუსული ენტერიტი
ალეუტის დაავადება
ფუტკარი
ევროპული ფუტკრის სიმყაყე
ვაროატოზი და ფუტკრის ტილი
მაიმუნები და ველური კატები
ტუბერკულოზი
მცოხნავი ცხოველები
ტუბერკულოზი
კურდღლისებრნი
მიქსომატოზი
ვირუსული და ჰემორაგიული დაავადება
ტულარემია
დანართი C
ორგანოების, ინსტიტუტებისა ან ცენტრების ნებართვის პირობები
1. წინამდებარე დირექტივის მე-13(2) მუხლის თანახმად, ოფიციალური ნებართვის მისანიჭებლად მე-2(1)(c) მუხლით განსაზღვრული ორგანოები, ინსტიტუტები ან ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
(a) მკაფიოდ უნდა იყოს შემოსაზღვრული და გამოყოფილი მისი შემოგარენისგან;
(b) უნდა მდებარეობდეს მოშორებით იმ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებიდან, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აღიარებული ორგანოს, ინსტიტუტის ან ცენტრის არსებობამ;
(c) იყოს ვეტერინარის23 კონტროლის ქვეშ, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს ცხოველებზე რომელთა დაჭერა, შებოჭვა და გალიაში მოთავსება მას უნდა შეეძლოს;
(d) უნდა ჰქონდეს შესაბამისი საკარანტინო ობიექტები;
(e) უნდა ჰქონდეს ერთი ან მეტი შესაბამისი შენობა-ნაგებობა, სადაც შესაძლებელი იქნება სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის ჩატარება;
(f) არ უნდა ჰქონდეს A დანართში ჩამოთვლილი რომელიმე დაავადება, ხოლო შესაბამის ქვეყანაში მე-14 მუხლით განსაზღვრული პროგრამით გათვალისწინებულ დაავადებებთან მიმართებაში, B დანართში ჩამოთვლილი რომელიმე დაავადება;
(g) უნდა აწარმოებდეს მუდმივ აღრიცხვას, სადაც მითითებული იქნება შემდეგი:
– საწარმოში არსებული თითოეული სახეობის ცხოველის რაოდენობა, მათ ასაკთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან ერთად;
– იმ ცხოველების რაოდენობა, რომელთა შეყვანა ან გაყვანა ხდება საწარმოდან, მათი ტრანსპორტირების საშუალებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად;
– საკარანტინო პერიოდის განმავლობაში დაკვირვებათა შედეგები;
– ექსკრემენტების რეგულარული გამოკვლევის შედეგები;
– სისხლის ანალიზების ან ნებისმიერი სხვა დიაგნოსტიკური პროცედურის შედეგები;
– დაავადების შემთხვევები და, სადაც მიზანშეწონილია, ჩატარებული მკურნალობა;
– ნებისმიერი ცხოველის გაკვეთის შედეგები, რომელიც დაიღუპა საწარმოში, მათ შორის მკვდრად დაბადებული ცხოველების გაკვეთის შედეგები;
(h) უნდა ჰქონდეს შესაბამისი ობიექტები დაავადებით გარდაცვლილი ცხოველების სხეულების განადგურებისთვის;
(i) მასზე უნდა ხორციელდებოდეს მონიტორინგი სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელმაც უნდა ჩაატაროს წელიწადში მინიმუმ ორი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:
– საწარმოში არსებული ყველა ცხოველის ერთი ინსპექცია;
– A და B24 დანართებში მითითებული დაავადებებისადმი ამთვისებელი ყველა სახეობის ცხოველისგან რეპრეზენტატიული ნიმუშების აღება, ან ამ დაავადებათა სხვა მეთოდებით გამოვლენა. ამ ნიმუშებზე ანალიზების ჩატარება უნდა მოხდეს აღიარებული ლაბორატორიის მიერ, რათა შემოწმდეს შეიცავენ თუ არა ისინი დაავადების გამომწვევ ფაქტორებს A დანართში ჩამოთვლილი თითოეული სახეობისთვის. ნიმუშების აღება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების დროს აღებულ ნიმუშებზე ჩატარებულმა ლაბორატორიული ანალიზების შედეგებმა არ უნდა გამოავლინოს შესაბამისი პათოგენების არსებობა;
– აღრიცხვის ჩანაწერების შესწავლა.
2. ნებართვა შენარჩუნებული იქნება მანამ, სანამ სრულდება შემდეგი მოთხოვნები:
(a) საწარმოში შეყვანილი ცხოველების გადმოყვანა უნდა მოხდეს სხვა აღიარებული ცენტრიდან, ინსტიტუტიდან ან ორგანოდან;
(b) თუ აღიარებულ ცენტრში, ინსტიტუტში ან ორგანოში იმყოფებიან დირექტივით 64/432/EEC გათვალისწინებული ცხოველები, მათ შესაძლებელია დატოვონ საწარმო მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ;
(c) აღიარებულ ცენტრში, ინსტიტუტში ან ორგანოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, ამ დანართის 1(h) პუნქტის შესაბამისად;
(d) ნიმუშებზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზების შედეგებმა არ უნდა გამოავლინოს A და B(24) დანართებით გათვალისწინებული დაავადების გამომწვევი ფაქტორების კვალი;
(e) კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ნებისმიერი საეჭვო დაავადების ან სხვა სიმპტომის შესახებ, რომელიც მიანიშნებს რომ ცხოველი შესაძლოა დაავადებული ყოფილიყო A და B25 დანართებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი დაავადებით.
3. ნებართვის შეჩერება, აღდგენა ან გაუქმება შესაძლებელია შემდეგ გარემოებებში:
(a) ამ დანართის მე-2(d) პუნქტის თანახმად შეტყობინების შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ დროებით უნდა შეაჩეროს აღიარებული ცენტრის, ორგანოს ან ინსტიტუტის ნებართვა;
(b) საეჭვო ცხოველისგან აღებული ნიმუში უნდა გადაეგზავნოს აღიარებულ ლაბორატორიას შესაბამის პათოგენებზე ანალიზის ჩასატარებლად. ანალიზის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოს;
(c) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმირებულია A და B(25) დანართებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი დაავადების საეჭვო არსებობის შესახებ, მან უნდა იმოქმედოს ისე, ლაბორატორიულ ანალიზებთან, ეპიზოოტიოლოგიურ გამოკვლევასთან, დაავადების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა დაავადების შესახებ შეტყობინება არ გაკეთებულა, ამ სფეროში დაავადებების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისა და ცხოველებით ვაჭრობის მარეგულირებელი დირექტივის თანახმად;
(d) თუ ანალიზების შედეგები არ გამოავლენს შესაბამისი პათოგენების ნიშნებს, სახელმწიფო დეპარტამენტი განაახლებს ნებართვას;
(e) ორგანოს, ინსტიტუტის ან ცენტრის ხელახალი აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექციის წყაროების აღმოფხვრის შემდეგ, ამ დანართის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები შესრულდება;
(f) კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აცნობოს კომისიას ნებართვის შეჩერების, აღდგენის ან გაუქმების შესახებ.
დანართი D
I. სპერმის შეგროვების ცენტრების ავტორიზაციის პირობები
სპერმის შეგროვების ცენტრი:
1. უნდა იმყოფებოდეს „ცენტრის ვეტერინარის“ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ;
2. უნდა ჰქონდეს სხვადასხვა და ფიზიკურად ერთმანეთისგან განცალკავებული შენობა-ნაგებობები:
– ცხოველების განთავსებისა და იზოლირებისთვის;
– სპერმის შესაგროვებლად;
– მოწყობილობა-დანადგარების გასუფთავებისა და დეზინფექციისთვის;
– სპერმის დამუშავებისთვის;
– სპერმის შესანახად;
3. აშენებული უნდა იყოს ან ინახებოდეს ცალკე ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი კონტაქტი ცენტრის გარეთ;
4. უნდა ჰქონდეს მე-2 ქვეპუნქტში აღწერილი შენობა-ნაგებობები, რომელთა გაწმენდა და დეზინფიცირება ადვილად ხორციელდება.
II. სპერმის შეგროვების ცენტრების მეთვალყურეობის პირობები
სპერმის შეგროვების ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1. უნდა ხორციელდებოდეს ცენტრის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ცენტრში მხოლოდ იმ ცხოველების განთავსება, რომელთაგანაც უნდა მოხდეს სპერმის აღება. თუმცა ამ ცენტრებში შესაძლოა განთავსდნენ, ასევე, სხვა შინაური ცხოველებიც იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ქვემოთ მოყვანილ ზოგად პირობებს;
2. უნდა ხორციელდებოდეს ცენტრის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღრიცხვის წარმოება, რომელიც მოიცავს შემდეგს:
– ცენტრში არსებული ცხოველების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;
– ცხოველების ნებისმიერი გადაადგილება (შეყვანა და გაყვანა);
– განხორციელებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
– ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორია;
– სპერმის დანიშნულების ადგილი;
– სპერმის შენახვა.
3. უნდა განხორციელდეს მისი ინსპექტირება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ წელიწადში მინიმუმ ორჯერ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღიარებისა და ზედამხედველობის პირობების დაკმაყოფილება;
4. დასაქმებულ უნდა იქნეს კომპეტენტური პერსონალი, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტრენინგი დეზინფექციასა და ჰიგიენის ტექნიკაში, რაც იძლევა დაავადების გავრცელების თავიდან აცილების საშუალებას;
5. უნდა განხორციელდეს მისი მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
– სპერმის შეგროვება, დამუშავება და შენახვა იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც გამოყოფილია ამ მიზნებისთვის;
– შეგროვებისა და დამუშავების დროს დონორი ცხოველებისგან აღებული სპერმისთვის გამოყენებული ჭურჭლის სათანადოდ დეზინფიცირება ან სტერილიზაცია თითოეულ გამოყენებამდე;
– სპერმის შენახვის ან ტრანსპორტირებისთვის ნებისმიერი მიმღების დეზინფიცირება ან სტერილიზაცია გამოყენებამდე.
6. უნდა მოხდეს შემდეგის გამოყენება:
– ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სპერმის დამუშავებისთვის (დანამატი ან გამხსნელი), რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის ან რომელსაც გავლილი აქვს წინასწარი დამუშავება ასეთი რისკების თავიდან ასაცილებლად;
– კრიოგენური აგენტი, რომლის გამოყენებაც მანამდე არ მომხდარა ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისთვის.
7. უნდა მოხდეს სპერმის თითოეული ოდენობის ადექვატურად იდენტიფიცირება ისე, რომ შესაძლებელი იყოს შეგროვების თარიღის და დონორი ცხოველის ჯიშისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დადგენა და ასევე იმ აღიარებული ცენტრის სახელის დადგენა, რომელმაც განახორციელა შეგროვება.
პირობები რომლებიც ვრცელდება შეგროვების ცენტრებზე
დონორი მამლების მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
A. ულაყები
სპერმის შესაგროვებლად შესაძლოა გამოყენებული იქნენ მხოლოდ ის ულაყები, რომლებიც სახელმწიფო ვეტერინარის თანახმად აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
1. შეგროვების დროს მათ უნდა ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
2. ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ დირექტივის 90/426/EEC მოთხოვნებს და მათი აღება უნდა მოხდეს სადგომიდან, რომელიც ასევე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს;
3. პირველი შეგროვებიდან 60 დღის განმავლობაში მათ ჩატარებული უნდა ჰქონდეთ შემდეგი ანალიზები, რომელთა შედეგებიც უნდა იყოს უარყოფითი:
(a) ცხენის ინფექციური ანემიის გამოსავლენად აგრარული გელის იმუნოდიფუზიის ანალიზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ქოგინსის ანალიზი“;
(b) ვირუსული ართრიტის გამოსავლენად სერო-ნეიტრალიზაციის ანალიზი (განზავება <1/4), რომელსაც დადებითი შედეგის შემთხვევაში დაემატება უარყოფითი შედეგის მქონე მთლიანი სპერმის ვირუსოლოგიური კვლევა;
(c) ცხენის გადამდები მეტრითის გამოსავლენად Taylorella equigenitalis მიკრობის იზოლაციის გზით, მინიმუმ ურეთრიდან და წინარე ეაკულატორული სითხიდან აღებული ნიმუშების ანალიზი.
ამ ანალიზების შედეგები უნდა დამტკიცდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში.
მე-3 ქვეპუნქტის პირველი აბზაცით გათვალისწინებული პერიოდის და შეგროვების პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია ულაყების ბუნებრივი გზით გამოყენება.
B. ცხვარი და თხები
სპერმის შესაგროვებლად შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხვრებისა და თხების გამოყენება, რომლებიც სახელმწიფო ვეტერინარის თანახმად აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
(a) სპერმის შეგროვების დღეს მათ აქვთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
(b) ისინი აკმაყოფილებენ გაერთიანების შიდა ვაჭრობის შესახებ დირექტივის 91/68/EEC მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
გარდა ამისა, უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, შეგროვებამდე ოცდაათი დღის განმავლობაში დონორ ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ შემდეგი ანალიზები:
– ანალიზი ბრუცელიოზზე (B. melitensis) დირექტივის 91/68/EEC C დანართის თანახმად;
– ანალიზი გადამდებ ეპიდიდიმიტზე (B. ovis) დირექტივის 91/68/EEC D დანართის თანახმად;
– ცხვრის სასაზღვრო დაავადების ვირუსი.
(c) მათ ჩატარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ანალიზები ან შემოწმებები, რომლებიც უზრუნველყოფს (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის გარანტიას.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანალიზები უნდა ჩატარდეს წევრი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში.
C. თუ A ან B ნაწილებით გათვალისწინებულ რომელიმე ანალიზს ექნება დადებითი შედეგი, უნდა მოხდეს ცხოველის იზოლირება და მისგან სპერმის აღება და ბოლო უარყოფითი ანალიზის შემდეგ დაუშვებელია მისი ბაზარზე გატანა. იგივე ვრცელდება სადგომში არსებული სხვა ცხოველებიდან აღებულ ან შეგროვების ცენტრში არსებულ სპერმაზე, დადებითი შედეგის მქონე ანალიზის ჩატარების თარიღის შემდეგ. დაუშვებელია ვაჭრობის განახლება ცენტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელახალ დადგენამდე.
მოთხოვნები, რომლებიც ვრცელდება სპერმაზე, კვერცხუჯრედებსა და ემბრიონებზე
სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შეგროვება, დამუშავება, გარეცხვა და შენახვა უნდა მოხდეს ბიოლოგიური პროდუქტით, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ მიკრო-ორგანიზმებს, შემდეგი პრინციპების დაცვით:
(a) კვერცხუჯრედები და ემბრიონები უნდა გაირეცხოს ამ დირექტივის მე-11(3) მუხლის თანახმად. გარეცხვამდე და გარეცხვის შემდეგ არ უნდა დაზიანდეს მათი ბრწყინვალე გარსი. ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ ერთიდაიგივე დონორიდან აღებული კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების გარეცხვა. გარეცხვის შემდეგ თითოეული კვერცხუჯრედისა და ემბრიონის ბრწყინვალე გარსი გამოკვლეულ უნდა იქნეს მთლიან ზედაპირზე მინიმუმ 50-ჯერ გადიდებით და უნდა დამოწმდეს რომ დაუზიანებელია და მასზე მიკრული არ არის უცხო სხეულები;
(b) კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შესაგროვებლად, გასაყინად და შესანახად გამოყენებული გარემო და ხსნარები უნდა გასტერილიზდეს მე-11(3) მუხლით დადგენილი აღიარებული მეთოდების მიხედვით და მათთან მუშაობა უნდა მოხდეს ისე, რომ დარჩეს სტერილური. შეგროვების, გარეცხვისა და შენახვის გარემოში დამატებულ უნდა იქნეს ანტიბიოტიკები დეტალური წესების მიხედვით, რომლებიც განისაზღვრება 26-ე მუხლით დადგენილი პროცედურით;
(c) გამოყენებამდე უნდა გასტერილიზდეს კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შესაგროვებლად, დასამუშავებლად, გასარეცხად, გასაყინად და შესანახად გამოყენებული ყველა მასალა;
(d) მე-11(2) მუხლის თანახმად, მათ ჩატარებული უნდა ჰქონდეთ დამატებითი ანალიზები 26-ე მუხლით დადგენილი პროცედურით, განსაკუთრებით სითხეების შეგროვებასა და გარეცხვასთან მიმართებაში, რათა დადგინდეს პათოგენური ფაქტორების არარსებობა;
(e) ისინი უნდა ინახებოდეს სტერილურ მიმღებ გარემოში (ამპულები, ჩალა, რომლებიც სათანადოდაა იდენტიფიცირებული 26-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურით დადგენილი მეთოდით):
– რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთი მამალი ან დედალი დონორისგან აღებულ პროდუქტებს;
– რომელიც დალუქულია ალკოჰოლში ან ახალ თხევად აზოტში გაყინვის მომენტში, და არის მარკირებული;
და უნდა მოთავსდეს სტერილურ თხევადი აზოტის კონტეინერებში, რომლებიც პროდუქტს არ უქმნის დაბინძურების რისკს;
(f) ისინი შენახულ უნდა იქნეს დამტკიცებულ პირობებში გაგზავნამდე მინიმუმ 30 დღის განმავლობაში;
(g) მათი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს კოლბებით, რომლებიც გამოყენებამდე უნდა გასუფთავდეს, დეზინფიცირებულ იქნეს ან გასტერილიზდეს.
დონორი დედლები
დედლები შესაძლოა გამოყენებულ იქნენ კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შესაგროვებლად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვეტერინარის თანახმად ისინი აკმაყოფილებენ „მოსაშენებელი და შესაბამისი ჯიშის საწარმოებლად გამოსაყენებელი ცოცხალი ცხოველებით გაერთიანების შიდა ვაჭრობასთან“ დაკავშირებული შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებს, კერძოდ კი დირექტივის 64/432/EEC მოთხოვნებს ღორებთან დაკავშირებით, დირექტივის 90/426/EEC მოთხოვნებს ცხენისებრებთან დაკავშირებით და დირექტივის 91/68/EEC მოთხოვნებს ცხვართან და თხასთან დაკავშირებით, და ისინი აყვანილ უნდა იქნენ ჯოგიდან, რომელიც ასევე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.
დანართი E
სერტიფიკატი
ევროპის გაერთიანება
1. გამგზავნი (სახელწოდება და მისამართი სრულად)
3. მიმღები (სახელწოდება და მისამართი სრულად)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
N დედანიa
2. წარმოშობის წევრი სახელმწიფო
4. კომპეტენტური ორგანო
5. მისამართი:
– წარმოშობის სადგომის ან ოფიციალურად აღიარებული წარმოშობის ორგანოს, ინსტიტუტის ან ცენტრის;b
– მიმღები სადგომის ან ვაჭრის ან ოფიციალურად აღიარებული მიმღები ორგანოს, ინსტიტუტის ან ცენტრის.b
6. დატვირთვის ადგილი
7. ტრანსპორტირების საშუალება
8. სახეობა
9. ცხოველების/სკების/ან დედა ფუტკრების (თანმხლებებით) რაოდენობაb
10. პარტიის იდენტიფიკაცია
11. ატესტაცია c
შესრულებულია
.....................(ადგილი) .......................(თარიღი)
ხელმოწერა
სახელი ასომთავრულით:
პოზიცია:
a თითოეული ტვირთისთვის გაცემულ უნდა იქნეს ცალკე სერტიფიკატი და დედანი თან უნდა ახლდეს ტვირთს მის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე; მისი მოქმედების ვადა არის 10 დღე.
b შესაძლებელია ამოღებულ იქნეს საჭიროების შემთხვევაში.
c უნდა შეივსოს დირექტივის 92/65/EEC მე-5-11 მუხლების თანახმად ცხოველების დატვირთვამდე 24 საათში.
1 ოფიციალური ბიულეტენი, No C 327 , 30.12.1989, გვ. 57 და ოფიციალური ბიულეტენი, No C 84, 02.04.1990, გვ. 102;
2 ოფიციალური ბიულეტენი, No C 38, 19.02.1990, გვ. 134 და ოფიციალური ბიულეტენი, No C 149, 18.06.1990. გვ. 263;
3 ოფიციალური ბიულეტენი, No C 62, 12.03.1990, გვ. 47 და ოფიციალური ბიულეტენი, No C 182, 23. 07.1990, გვ. 25;
4 ოფიციალური ბიულეტენი, No L 384 , 31.12.1982, გვ. 1, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა რეგულაციით ( EEC) No 197/90 (ოფიციალური ბიულეტენი, No L 29, 31.01.1990, გვ. 1 );
5 ოფიციალური ბიულეტენი, No 121, 29.07.1964, გვ. 1977/64, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 91/499/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, No L 268, 24.09.1991, გვ. 107);
6 ოფიციალური ბიულეტენი, No L 315, 26.11.1985, გვ. 11, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 90/423/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, No L 224, 18.08.1990, გვ.13);
7 ოფიციალური ბიულეტენი, No L 224, 18.08.1990, გვ. 29, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 91/496/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, No L 268, 24.09.1991, გვ. 56);
8 ოფიციალური ბიულეტენი, No L 373, 31.12.1990, გვ. 1, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 91/496/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, No L 268, 24.09. 1991, გვ. 56);
9 საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის დირექტივა 90/426/EEC ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც არეგულირებს ცხენისებრთა ცხოველების გადაადგილებას და იმპორტს მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან (ოფიციალური ბიულეტენი, No L 224, 18.08.1990, გვ. 42). შესწორება შესულია დირექტივით 91/496/ EEC (ოფიციალური ბიულეტენი, No L 268 , 24.09.1991, გვ. 56);
10 საბჭოს 1990 წლის 15 ოქტომბრის დირექტივა 90/539/ EEC შინაური ფრინველებისა და საინკუბაციო კვერცხების გაერთიანების ფარგლებში ვაჭრობისა და მათი მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან შემოყვანის მარეგულირებელი ვეტერინარული პირობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, N L 303, 31.10.1990, გვ. 6). დირექტივაში შესწორება შესულია დირექტივით 91/69/ EEC (ოფიციალური ბიულეტენი, N L 268 24.09.1991, გვ. 56).
11 საბჭოს 1991 წლის 28 იანვრის დირექტივა 91/67/EEC აკვაკულტურის ცხოველებისა და მათი ნაწარმის ბაზარზე განთავსების მარეგულირებელი ვეტერინარული პირობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, N L 46 19.02.1991, გვ. 1);
12 საბჭოს 1991 წლის 28 იანვრის დირექტივა 91/68/EEC ცხვრებითა და თხებით გაერთიანების ფარგლებში ვაჭრობის მარეგულირებელი ვეტერინარული პირობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, N L 46 19.02.1991, გვ. 19);
13 საბჭოს 1991 წლის 15 ივლისის დირექტივა 91/492/EEC ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების წარმოებისა და ბაზარზე განთავსების მარეგულირებელი ვეტერინარული პირობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, N L 268 24.09.1991, გვ. 1);
14 საბჭოს 1991 წლის 22 ივლისის დირექტივა 91/493/EEC თევზის ნაწარმის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების მარეგულირებელი ვეტერინარული პირობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, N L 268 24.09.1991, გვ. 15);
15 საბჭოს 1980 წლის 22 იანვრის დირექტივა 80/217/ EEC კლასიკურ ღორის ჭირთან საბრძოლო ღონისძიებების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი N L 47, 21.02.1980, გვ.11). დირექტივაში ბოლო ცვლილებები შევიდა დირექტივით 87/486/ EEC (ოფიციალური ბიულეტენი N L 280, 03.10.1987, გვ.21).
16 საბჭოს 1972 წლის 12 დეკემბრის დირექტივა 72/ 462/EEC მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის და ახალი ხორცის მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან იმპორტირებისას ჯანმრთელობისა და ინსპექტირების პრობლემების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი N L 302, 31.12.1972, გვ. 28 ). ბოლო ცვლილებები შევიდა დირექტივით 91/497/EEC (ოფიციალური ბიულეტენი N L 268, 24.09.1991, გვ. 69);
17 ოფიციალური ბიულეტენი, N L 268, 24.09.1991, გვ. 41;
18 ოფიციალური ბიულეტენი, N L 303, 31.10.1990, გვ. 6;
19 საბჭოს 1971 წლის 15 თებერვლის დირექტივა 71/118/EEC ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ რომლებიც ზეგავლენას ახდენს ფრინველის ახალი ხორცით ვაჭრობაზე (ოფიციალური ბიულეტენი N L 55, 08.03.1971, გვ. 23). ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 90/654/EEC (ოფიციალური ბიულეტენი N L 353, 17.12.1990, გვ. 48);
20 საბჭოს 1991 წლის 15 ივლისის დირექტივა 91/496/EEC რომელიც ადგენს მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან გაერთიანებაში შეყვანილი ცხოველების ვეტერინარული შემოწმების ორგანიზების მარეგულირებელ პრინციპებს და შესწორებები შეაქვს დირექტივებში 89/662/EEC, 90/425/EEC და 90/675/EEC (ოფიციალური ბიულეტენი N L 268, 24.09.1991, გვ. 56);
21 საბჭოს 1991 წლის 19 ნოემბრის დირექტივა 91/628/EEC ტრანსპორტირების დროს ცხოველთა დაცვის შესახებ, რომლითაც შესწორებები შედის დირექტივებში 90/425/EEC და 91/496/EEC (ოფიციალური ბიულეტენი N L 340, 11.12.1991, გვ. 17);
22 ოფიციალური ბიულეტენი, N L 255, 18.10.1968, გვ. 23;
23 რომელიც პასუხისმგებელია ამ დირექტივით გათვალისწინებულ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებთან ყოველდღიურ შესაბამისობაზე;
24 იმდენად, რამდენადაც ერთ-ერთი ასეთი დაავადება არის შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადება შესაბამის წევრ სახელმწიფოში;
25 იმდენად, რამდენადაც ერთ-ერთი ასეთი დაავადება არის შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადება შესაბამის წევრ სახელმწიფოშ