წევრი სახელმწიფოების მიერ აღნიშნული ზომების მიღების შემთხვევაში, ისინი უნდა შეიცავდნენ წინამდებარე დირექტივაზე მითითებას და ასეთივე მითითებას უნდა შეიცავდნენ მათი ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაშიც. აღნიშნული მითითების გაკეთების მეთოდებს თავად ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები ადგენენ.
2. წევრი სახელმწიფოები კომისიას აცნობებენ ეროვნული კანონმდებლობის იმ ძირითადი დებულებების ტექსტებს, რომლებსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ სფეროში.
3. ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ვადად 1994 წლის 1 იანვრის განსაზღვრამ გავლენას არ უნდა მოახდინოს დირექტივებით 89/662/EEC და 90/425/EEC გათვალისწინებულ საზღვრებზე ვეტერინარული კონტროლის მოხსნაზ