2. „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის №2205-IIს დადგენილების შესაბამისად გაყოფილ მუნიციპალიტეტებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას გაყოფის შედეგად გაუქმებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი თვითმმართველი ქალაქი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში/სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფში დასაქმებულ მოსამსახურეებზე არ ვრცელდება ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის შეზღუდვა, ხოლო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე – ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების რაოდენობის შეზღუდვა.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2585 - ვებგვერდი, 11.08.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.07.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.07.2014 ორგანული კანონი №2585
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1631. მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის დროებითი წესიწესი1. 1. 2015 წლის 10 იანვრამდე მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტი ახორციელებს, როგორც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის №2205-IIს დადგენილების შესაბამისად გაყოფილ მუნიციპალიტეტებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას გაყოფის შედეგად გაუქმებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი თვითმმართველი ქალაქი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში/სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფში დასაქმებულ მოსამსახურეებზე არ ვრცელდება ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის შეზღუდვა, ხოლო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე – ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების რაოდენობის შეზღუდვა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება