„არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცებისა და აღნიშნულ გაერთიანებებში მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №170
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016380
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ლატარია | საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
| № | სახეობა |
| 1. | საფორტეპიანო |
| 2. | სოლო სიმღერა |
| 3. | მუს თეორია |
| 4. | ვოკალი |
| 5. | ხალხური საკრავები |
| 6. | ქორეოგრაფიული |
| 7. | საორკესტრო |
| 8. | საგუნდო |
| 9. | საესტრადო |
| 10. | ბალეტი |
| 11. | ფერწერა, კომპოზიცია, ხატვა, ძერწვა |
| 12. | კულტ. სახ. მენეჯერი |
| 13. | საბიბლიოთეკო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.12.2016
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ
დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული
პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა
გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების
წესის დამტკიცებისა და აღნიშნულ გაერთიანებებში მომსახურების საფასურის
ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №170
2017 წლის 29 მარტი
ქ. ქუთაისი
„არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცებისა და აღნიშნულ გაერთიანებებში მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესი №1 დანართის შესაბამისად.
/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 2🔗
განისაზღვროს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის ოდენობა №2 დანართის შესაბამისად.
/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 3🔗
განისაზღვროს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის ოდენობა №3 დანართის შესაბამისად.
/დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №153 დადგენილება /www.matsne.gov.ge 04.01.2017. 010250020.35.123.016363/.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინიკოლოზ ლატარია
დანართი №1
არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი არეგულირებს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სპორტულ სახეობებში 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული სწავლებისათვის და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“, კულტურულ სახეობებში მომსახურების საფასურის გადახდის ვადებსა და პროცედურებს, ასევე, საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლების პირობებს.
მუხლი 2🔗
წესი ვრცელდება:
1. არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სპორტული სექციების, პირველი და მეორე(დამწყები) ეტაპის ჯგუფების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებზე (გარდა საქალაქო ნაკრების წევრებისა) შემდგომში ჯგუფების ფასიანი მომსახურება;
2. არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სახელოვნებო – საგანმანათლებლო სექციებში პირველი საფეხურის ჯგუფების მოსწავლეებზე, შემდგომში ჯგუფების ფასიანი მომსახურება.
მუხლი 3🔗
მომსახურების საფასურისაგან თავისუფლდება:
1. პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100001-მდე. საფასურისაგან გათავისუფლებისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა, გაცემული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ. ცნობა გაცემული უნდა იქნეს წარმოდგენის მომენტამდე უახლოესი გასული 1 თვის განმავლობაში. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ, უნდა უზრუნველყოს აღნიშნული შეღავათით მოსარგებლე პირთა სტატუსის გადამოწმება შესაბამის სახელმწიფო ორგანოში და თუ აღმოჩნდა, რომ პირს აღარ აქვს შეღავათით სარგებლობის უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები, აღნიშნული ფაქტის დადგენის მომენტიდან.
2. ეროვნული სპორტული სახეობების, კერძოდ, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ქართული ჭიდაობის ჯგუფების მოსწავლეები.
3. პარაოლიმპიური სპორტის სახეობების ჯგუფების მოსწავლეები.
4. შშმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს – ცნობას, გაცემულს შესაბამისი უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ.
5. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი.
მუხლი 4🔗
ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების ბავშვებზე.
მუხლი 5🔗
თუ ერთი ოჯახიდან არის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სპორტულ სექციებში, პირველი და მეორე (დამწყები) ეტაპის ჯგუფებში ერთზე მეტი მოსწავლე ( გარდა საქალაქო ნაკრების წევრებისა) მეორე და ყოველი შემდგომი ბავშვის მომსახურების საფასური მცირდება 50%-ით.
მუხლი 6🔗
თუ ერთი ოჯახიდან არის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების პირველი საფეხურის ჯგუფებში ერთზე მეტი მოსწავლე, მეორე და ყოველი შემდგომი ბავშვის მომსახურების საფასური მცირდება 50%-ით.
მუხლი 7🔗
არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირში „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის დაწესებულებაში.
მუხლი 8🔗
არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირში „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სემესტრულად, ორ ეტაპად, პირველ სემესტრში (3,5 თვე) არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა, მეორე სემესტრში (5 თვე) არაუგვიანეს 15 მაისისა. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის დაწესებულებაში.
მუხლი 9🔗
არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ მომსახურების საფასური უნდა მიიღონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ მიზნისათვის განკუთვნილ ანგარიშზე.
მუხლი 10🔗
არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ ამ წესის შესაბამისად მიღებული შემოსავლები უნდა გამოიყენონ წესდებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისათვის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. ამასთან, აღნიშნული შემოსავლების არანაკლებ 30% მიმართული უნდა იქნეს ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გასაუმჯობესებლად.
მუხლი 11🔗
ცნობად იქნეს მიღებული, რომ სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში, სავალდებულო რაოდენობით ჯგუფის დაკომპლექტება ხდება 7-10 ბავშვით.
დანართი №2
არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის ოდენობა
№
სახეობა
მომსახურების საფასურის ოდენობა თვეში
1.
კალათბურთი
20 ლარი
2.
ფეხბურთი
3.
ჩოგბურთი
4.
ფიგურული ციგურაობა
5.
ყინულის ჰოკეი
6.
ჭადრაკი
7.
წყალბურთი
8.
ხელბურთი
10 ლარი
8.
ჰოკეი (ბალახის)
9.
ფრენბურთი
10.
უშუ
11.
კიკბოქსინგი
12.
ვადორიუ კარატე-დო
13.
აღმოსავლური ორთაბრძოლები
14.
ძალოსნობა
15.
კარატე
16.
ტაეკვონდო
17.
უძლიერესი მამაკაცი
18.
შოტოკან კარატე-დო
19.
ბილიარდი
20.
ველოსპორტი
21.
ტყვიის სროლა
22.
ძალისმიერი ფიტნესი (მასრესლინგი)
23.
ძალისმიერი ფიტნესი (ბაგირის გადაწევა)
24.
ძალისმიერი ფიტნესი (გირის აწევა)
25.
მკლავჭიდი
26.
მეკლდეურობა
27.
მშვილდოსნობა
28.
ფარიკაობა
29.
ჭიდაობა (თავისუფალი)
30.
ჩოგბურთი (მაგიდის)
31.
ჭიდაობა (ბერძნულ–რომაული)
32.
სამბო
33.
ძიუდო
34.
კრივი
35.
მძლეოსნობა
36.
ტანვარჯიში
37.
ნიჩბოსნობა
38.
რაგბი
დანართი №3
არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის ოდენობა
№
სახეობა
ერთი სემესტრის მომსახურების საფასურის ოდენობა
1.
საფორტეპიანო
65 ლარი
2.
სოლო სიმღერა
3.
მუს თეორია
4.
ვოკალი
5.
ხალხური საკრავები
6.
ქორეოგრაფიული
7.
საორკესტრო
35 ლარი
8.
საგუნდო
9.
საესტრადო
10.
ბალეტი
11.
ფერწერა, კომპოზიცია, ხატვა, ძერწვა
12.
კულტ. სახ. მენეჯერი
25 ლარი
13.
საბიბლიოთეკო
14.
თეატრალური
15.
ქორეოგრაფიული