შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2017
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №162
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016372
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,075 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2017 მიღება
28.01.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ლატარია საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
დაბ­რუნე­ბის თა­რი­ღი
გვარი სახელი
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) № რაოდენობა
გვა­რი სა­ხე­ლი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №162 2017 წლის 29 მარტი ქ. ქუთაისი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მ-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 209​3 მუხლის მე-2 ნაწილის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240​1 მუხლის, 242-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და „დოკუმენტის ენობრივი სისწორის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის 2017 წლის 28 თებერვლის NMES 5 17 00186283 წერილის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი №1 დანართის შესაბამისად.    /დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗 დამტკიცდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის)  წარმოებისა  და  აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი № 2 დანართის შესაბამისად.   /დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა № 3 დანართის შესაბამისად.  /დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № 4 დანართის შესაბამისად.  /დანართი №4 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 5🔗 დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა № 5 დანართის შესაბამისად.   /დანართი № 5 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 6🔗 დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № 6 დანართის შესაბამისად.   /დანართი N6 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინიკოლოზ ლატარია დანართი №1 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების სამართლებრივ მექანიზმებს. 2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაზღვრული პარკირების წესების დაცვას ავტოტრანსპორტის მფლობელთა მიერ. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, დამრღვევისათვის ჩაბარებისა და ჯარიმის აღსრულების პირობები 1. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ავსებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი. 2. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ­დარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან ავტოსატრანსპორ­ტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ჩადენისას თუ ვერ დადგინდება დამრღვევი პირი (ავტოსატრანსპორ­ტო საშუალების მფლობელი), პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და დამრღვევი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) ჯარიმის თანხას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით. 3. საჯარიმო ქვითარი (ოქმი – წინამდებარე დადგენილების დანართი №3) იმავდროულად წარმოადგენს ადმინის­ტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო  ქვითრის (ოქმის) ყუა. 4. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება ოქმის შემდგენელ დაწესებულებაში, რომელმაც განახორციე­ლა მისი შევსება, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელის მოწერით. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც დამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება უფლებამოსილ პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, მეორე ეგზემპლარი განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფოსტით ჩაბარებისა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე მიმღების მიერ სათანადო ხელმოწერის დაფიქსირებისთანავე.   7. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი და იძულებითი აღსრულება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილს ავსებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი. 9. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილში უფლებამოსილი პირის მიერ უნდა მიეთითოს: ა) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, კერძოდ, ავტოტრანსპორტის კონკრეტული მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა; ბ) საჯარიმო ქვითრის შედგენის წელი, თვე, რიცხვი და დრო; გ) მონაცემები სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თაობაზე – ავტოსატრან­სპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელი; დ) გადასაფხეკი ბარათის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და დარღვევის არსი; ვ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი; ზ) ქვითრის ჩაბარების ფორმა; თ) დამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში (პასპორტში, მართვის მოწმობაში) აღნიშნული პირადი ნომერი; ი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა; კ) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 10. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი პირი. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩაბარებისას დამრღვევი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიღების ფაქტს ადასტურებს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელმოწერით. 12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე აისახება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მიერ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის ჩაკვრით, გარდა ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომლის მონაცემებიც უფლებამოსილი პირის მიერ ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით, ხოლო ტერმინალის გაუმართაობისას, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია სპეციალური ელექტრონული მოწყობილობიდან ფურცლის ამობეჭდვა ან თუ ასეთი ელექტრონული მოწყობილობა არ არსებობს, უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე დასატან ინფორმაციას შეავსებს ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. 13. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება შეიძლება განხორციელდეს ისეთ პოლიგრაფიულ სისტემაში, რომ მისი ერთი ეგზემპლარის შევსებით გადასატანი ფურცლის საფუძველზე ავტომატურად ხდებოდეს დანარჩენ ეგზემპლარებზე შესაბამისი ინფორმაციის იდენტურად ასახვა.  14. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია საჯარიმო ქვითარში (ოქმში) გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ან/და მისი დაზიანებისას ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი (ოქმი). დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება დადგენილი წესით. 15. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად. 16. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) აღნიშნულის თაობაზე. მუხლი 3🔗. პირის მიერ მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გასაჩივრება 1. პირს, ვის მიმართაც არის შედგენილი საჯარიმო ქვითარი (ოქმი), მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან ან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულში (თანამდებობის პირთან). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, შპს „პარკინგსერვისის“ მიერ, 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს). 3. საჩივარს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეული/თანამდებობის პირი საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. დანართი №2 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (შემდგომში – სამართალსუბიექტი) მიერ შესადგენი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება და დამცავი ნიშნები 1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მზადდება სამართალსუბიექტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. საჯარიმო ქვითრებით (ოქმებით) მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად. 3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის დადგენილი წესით რეგისტრაციის ნომერი. საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) პოლიგრაფიული წესით დაიტანება უწყვეტი თანმიმდევრობის, ინდივიდუალური (უნიკალური, განუმეორებელი) 6-ციფრიანი ნომერი. 4. დამზადებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა. მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმების შენახვა 1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანე­ბისაგან. 3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყე­ნებასა და აღრიცხვა -ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან. მუხლი 4🔗. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი 1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებასა და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან საჯარიმო ქვითრების (ოქმების) გაცემა აღრიცხონ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ზონარგაყრილ, ბეჭედდასმულ, დანომრილ და სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში, რომლის ფორმაც დამტკიცებულია წინამდებარე დადგენილების №4 დანართით. 2. ჟურნალში ყველა ჩანაწერი სრულდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ.  დაზიანების ან/და არასწორი მონაცემების შევსების შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ჟურნალის „შენიშვნის“ გრაფაში. 3. საჯარიმო ქვითარი (ოქმი), მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებასა და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში (წინამდებარე დადგენილების დანართი №4). 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერა 1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2.  გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად, რომლის ფორმაც დამტკიცებულია წინამდებარე დადგენილების №5 დანართით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოწერის აქტის საფუძველზე აღირიცხება ჟურნალში, რომლის ფორმა დამტკიცებულია წინამდებარე დადგენილების №6 დანართით, ხოლო ჟურნალის წარმოებისა და შევსების წესი განისაზღვრება ამ  წესის მე-4 მუხლის შესაბამისად. 4. გამოსაყენებლად უვარისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №3 პირველი ნაწილი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა    ოქმი      № 000000 მანქანის ნომერი:                                                             თარიღი, დრო:                                       მოდელი:                                     მდებარეობა: გადასაფხეკი ბარათის ნომერი:                                     ქვითრის ჩაბარების ფორმა:                                        ქუჩა:                                       დარღვევა:                                        ასკ-ის                                        შენიშვნა:                                                                                           უფლებამოსილი პირი:                                                                                           უფლებამოსილი პირის სამკერდე                                                                                           ნომერი:                          ჯარიმის ოდენობა:                                                                                                                                   -------------------------------------------------                                                                                              (უფლებამოსილი პირის   ხელმოწერა) დამრღვევის გვარი, სახელი: ------------------------------------------------------------- მისამართი: --------------------------------------------------------------------------------- პირადი № ------------------------------------------               ხელმოწერა -----------------------  მე-2 ნაწილი        ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.                                 № 000000 -------------------------------------                                                           ----------------------------------------   (გადამხდელის სახელი, გვარი)                                                                       (ჯარიმის ოდენობა) -------------------------------------                                                           ----------------------------------------     (გადამხდელის მისამართი)                                                                    (გადამხდელის  ხელმოწერა) ---------------------------------------                                                        ---------------------------------------            (სახაზინო კოდი)        ეს ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან გადამხდელის მიერ. -------------------------------------             (ხელმოწერა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით მოქალაქეს აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს  საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში. საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდე­ლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30  დღის ვადაში ჯარიმისა  და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი და იძულებითი აღსრულება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.parkingservice.ge; ცხელი ხაზი: (0431) 310 310. დანართი №4 საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი № გა­ცე­­მის თა­­რი­­ღი სა­­ჯა­­­­რი­­მო ქვი­თ­­­რის (ოქ­­მის) № სა­ჯა­­რი­მო ქვით­­რის (ოქ­მის) გა­ცე­­მა­ზე პა­­სუ­ხი­სმ­გე­­ბე­­ლი პი­­რი სა­­ჯა­­რი­­მო ქვით­­რის (ოქ­მის)  მიმ­ღე­­ბი პი­­რი შედ­­გე­ნი­­ლი სა­­ჯა­­რი­მო ქვი­თ­რის (ოქ­მის) № სა­­ჯა­­რი­­მო ქვით­­რის (ოქ­მის) შე­მ­დგე­­ნე­ლი პი­­რი შე­ნი­შვ­ნა გვარი სახელი თანამ დებობა ხელმო წერა გვარი სახელი თანამ დებობა ხელმო წერა გვარი სახელი თა­­ნამ დე­­ბო­­ბა ხელ­მო­წე­რა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 დანართი №5 დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტი № საჯარიმო ქვითრის (ოქმის) № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძვლები შენიშვნა აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით: საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენელი პირი:                                             ________________ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:                                                                                        ________________ შპს „პარკინგსერვისის“  დირექტორი:                                                              ________________ დანართი №6 დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი № დაბ­რუნე­ბის თა­რი­ღი ჩა­მო­წე­რის აქ­ტის № სა­ჯა­რი­მო ქვით­რის (ოქმის) ინ­დი­ვიდუ­ალუ­რი № სა­ჯა­რი­მო ქვით­რის (ოქმის) დამბ­რუ­ნე­ბე­ლი პი­რი და­ბრუ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო ქვით­რის (ოქმის) მიმ­ღე­ბი პი­რი შე­ნი­შვნა გვა­რი სა­ხე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ხელ­მო­წე­რა გვა­რი სა­­ხე­­ლი თა­­ნამ­დე­ბო­ბა ხელ­მო­წე­რა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13