შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2022 წლის 26 იანვარი ქ. ქუთაისი |
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)
(დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის)
(დანართი №4 დადგენილებას თან ერთვის)
(დანართი №5 დადგენილებას თან ერთვის)
(დანართი №6 დადგენილებას თან ერთვის)
|
2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაზღვრული პარკირების წესების დაცვას ავტოტრანსპორტის მფლობელთა მიერ.
2. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ჩადენისას თუ ვერ დადგინდება დამრღვევი პირი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი), პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და დამრღვევი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) ჯარიმის თანხას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
3. საჯარიმო ქვითარი (ოქმი – წინამდებარე დადგენილების დანართი №3) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ყუა.
4. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება ოქმის შემდგენელ დაწესებულებაში, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელის მოწერით.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც დამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება უფლებამოსილ პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, მეორე ეგზემპლარი განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფოსტით ჩაბარებისა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე მიმღების მიერ სათანადო ხელმოწერის დაფიქსირებისთანავე.
7. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი და იძულებითი აღსრულება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილს ავსებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
9. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილში უფლებამოსილი პირის მიერ უნდა მიეთითოს:
ა) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, კერძოდ, ავტოტრანსპორტის კონკრეტული მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა;
ბ) საჯარიმო ქვითრის შედგენის წელი, თვე, რიცხვი და დრო;
გ) მონაცემები სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თაობაზე - ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელი;
დ) გადასაფხეკი ბარათის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და დარღვევის არსი;
ვ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი;
ზ) ქვითრის ჩაბარების ფორმა;
თ) დამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში (პასპორტში, მართვის მოწმობაში) აღნიშნული პირადი ნომერი;
ი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა;
კ) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
10. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი პირი.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩაბარებისას დამრღვევი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიღების ფაქტს ადასტურებს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელმოწერით.
12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე აისახება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მიერ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის ჩაკვრით, გარდა ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომლის მონაცემებიც უფლებამოსილი პირის მიერ ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით, ხოლო ტერმინალის გაუმართაობისას, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია სპეციალური ელექტრონული მოწყობილობიდან ფურცლის ამობეჭდვა ან თუ ასეთი ელექტრონული მოწყობილობა არ არსებობს, უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე დასატან ინფორმაციას შეავსებს ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.
13. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება შეიძლება განხორციელდეს ისეთ პოლიგრაფიულ სისტემაში, რომ მისი ერთი ეგზემპლარის შევსებით გადასატანი ფურცლის საფუძველზე ავტომატურად ხდებოდეს დანარჩენ ეგზემპლარებზე შესაბამისი ინფორმაციის იდენტურად ასახვა.
14. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია საჯარიმო ქვითარში (ოქმში) გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ან/და მისი დაზიანებისას ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი (ოქმი). დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება დადგენილი წესით.
15. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) II ნაწილი - საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად.
16. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) აღნიშნულის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ, 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).
3. საჩივარს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული/თანამდებობის პირი საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
2. საჯარიმო ქვითრებით (ოქმებით) მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის დადგენილი წესით რეგისტრაციის ნომერი. საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) პოლიგრაფიული წესით დაიტანება უწყვეტი თანმიმდევრობის, ინდივიდუალური (უნიკალური, განუმეორებელი) 6 ციფრიანი ნომერი.
4. დამზადებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.
3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა -ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
2. ჟურნალში ყველა ჩანაწერი სრულდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. დაზიანების ან/და არასწორი მონაცემების შევსების შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ჟურნალის „შენიშვნის“ გრაფაში.
3. საჯარიმო ქვითარი (ოქმი), მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებასა და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში (წინამდებარე დადგენილების დანართი №4).
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად, რომლის ფორმაც დამტკიცებულია წინამდებარე დადგენილების №5 დანართით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოწერის აქტის საფუძველზე აღირიცხება ჟურნალში, რომლის ფორმა დამტკიცებულია წინამდებარე დადგენილების №6 დანართით, ხოლო ჟურნალის წარმოებისა და შევსების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.
4. გამოსაყენებლად უვარისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საჯარიმო ქვითარი —
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N 000000
(ფორმა)
მოდელი: მდებარეობა:
გადასაფხეკი ბარათის ნომერი: ქვითრის ჩაბარების ფორმა:
ქუჩა:
დარღვევა:
ასკ-ის
შენიშვნა:
უფლებამოსილი პირი:
უფლებამოსილი პირის სამკერდე
ნომერი:
ჯარიმის ოდენობა:
------------------------------------------------- (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)
დამრღვევის გვარი, სახელი: --------------------------------------------------------------------
მისამართი: ----------------------------------------------------------------------------------------
პირადი N ------------------------------------------ ხელმოწერა -----------------------
მე-2 ნაწილი
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში. N 000000
------------------------------------- ----------------------------------------
(გადამხდელის სახელი, გვარი) (ჯარიმის ოდენობა)
------------------------------------- ----------------------------------------
(გადამხდელის მისამართი) (გადამხდელის ხელმოწერა)
------------------------------------- ---------------------------------------
(სახაზინო კოდი) ეს ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების
ან გადამხდელის მიერ.
-------------------------------------
(ხელმოწერა)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით მოქალაქეს აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში.
საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი და იძულებითი აღსრულება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.parkingservice.ge; ცხელი ხაზი: (0431) 310 310.
ჟურნალი
(ფორმა)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის
აქტი №
(ფორმა)
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენელი პირი: ________________
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: ________________
შპს „პარკინგსერვისის“ დირექტორი: ________________
|
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი
(ფორმა)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||