„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016609
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2022 წლის 30 მარტი

ქ. ქუთაისი

 

„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის № 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.01.2022, №010250020.35.123.016600), კერძოდ:

1. დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა­თა კოდექსი“ 1254 მუხლის, 2093 მუხლის მე-4 ნაწილის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 2401 მუხლის, 242–ე მუხლის მე-4 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და „დოკუმენტის ენობრივი სისწორის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინის­ტრაციის 2021 წლის 3 დეკემბრის NMES 9 21 0001304742 წერილის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით განსაზღვრულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“.

3. დადგენილების №1 დანართის (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი) მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. პირის მიერ, მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გასაჩივრება

1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2. პირის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში, საჩივარი შეიტანება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისში“.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ, 3 დღის ვადაში, საქმესთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნება ზემდგომ ორგანოს (თანამდებობის პირს) – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს.

4. საჩივრის განმხილველი ორგანო (თანამდებობის პირი) საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია