📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2017
ძალის დაკარგვა 31.05.2022
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.141.016199
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 347 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2017 მიღება
31.05.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №8 2017 წლის 29 მარტი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის; 2.  მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.  მუხლი 2🔗 ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგინდეს ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:   ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე: –  საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის – 0,50 ლარის ოდენობით; –  არასაცხოვრებელი/სამეწარმეო ობიექტის (მაღაზია, ოფისი და სხვა) მშენებლობისთვის – 1,0 ლარის ოდენობით. 2.მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. მუხლი 3🔗 მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს: 1.  ერთ სულ მოსახლეზე  0,4 ლარის ოდენობით თვეში; 2. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.     მუხლი 4🔗 დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი: 1. თითოეულ  სამორინეს  მაგიდაზე კვარტალში –30 000 ლარის ოდენობით;  2.თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში – 3000 ლარის ოდენობით; 3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო  ფონდის 10 %-ის  ოდენობით. 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში – 275 000 ლარი; 5. ლატარიების მოწყობაზე- ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15 %-ის ოდენობით. 6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში – 10 000 ლარი. 7.  თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 7000 ლარი.  მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 06 იანვრის №1 დადგენილება. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.     ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი