სს „იმედის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „იმედის “  აქციათა  სავალდებულო მიყიდვის შესახებ

 

შპს „სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი“ (ს/კ 204909858), როგორც  სააქციო საზოგადოება   „იმედის“   (ს/კ 204383087)   აქციების  98,47141%-ის  მფლობელი, მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534  მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს  დანარჩენი აქციონერებისაგან   მათ საკუთრებაში არსებული სს „იმედის“  აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2  თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად,  შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი  განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.

სს „იმედის“  აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ,  შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი  ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534  მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ  სუბიექტებთან, სს „იმედის“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ  სს „იმედის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია:  სს „იმედის“  რესტრუქტურიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის   წარმომადგენელს – ნანი რიჟამაძეს, მის: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. №3, I კორპ., ბინა 20, ტელ.: 577 76 03 00, ელექტრონული  მისამართი:  info@geomedi.edu.ge.

აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ  სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან“,   ქ. თბილისში,  ი.  ჭავჭავაძის გამზ. 74 (ი. მოსაშვილის ქ. №11), მე-7 სართული. ოფისი №714, 0162, ტელ.: (+995 32) 2225351; ფაქსი (+995 32) 2251560 info@usr.ge

 

 

შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში

რექტორის მოადგილე

ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში                                                               თამაზ ხვიჩია