შპს „ხობის კომუნალური სერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1110

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 23 მარტი

. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით, შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ დირექტორის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

 2015 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო ამასთან, შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

 2017 წლის 21 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ კრედიტორმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და განმარტა, რომ აზუსტებს მოთხოვნას, ვინაიდან ბიუჯეტის მიმართ შპს ,,ხობის კომუნალურ სერვისს’’ 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 195 539,18 ლარი.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ კრედიტორთა კრება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და

:

 1. მოწვეული იქნეს შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ კრედიტორთა კრება 2017 წლის 4 აპრილს, 14:30 საათზე დღის წესრიგით – კრედიტორის მოთხოვნის აღიარება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილების შეტანა.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე : გენადი მაკარიძე