2. წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან დანერგონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც სავალდებულოა დაავადებების დაჩქარებული აღმოფხვრის გეგმების განსახორციელებლად დირექტივის 77/391/EEC შესაბამისად დადგენილ ვადაში, რომელიც განისაზღვრა კომისიის გადაწყვეტილებით შემუშავებული გეგმისათვის, ხოლო იმ გეგმებისათვის, რომლებიც დამტკიცდა 1978 წელს, არა უგვიანეს 1978 წლის 31 დეკემბრისა.

3. დირექტივის 77/391/EEC მე-6(1) მუხლით განსაზღვრული შესრულების სამწლიანი ვადა თითოეული წევრი სახელმწიფოსათვის აითვლება კომისიის მიერ მე-2 აბზაცით დადგენილი თარიღიდან. თუმცა გაერთიანების დაფინანსება ნებისმიერ შემთხვევაში შეეხება ცხოველების დაკვლას, რომელიც ჩატარდა 1982 წლის 1 იანვრამდე.

4. საბჭოს, რომელიც ერთსულოვნად მოქმედებს კომისიის წინადადების საფუძველზე, უფლება აქვს მე-2 და მე-3 აბზაცებში ნახსენები ვადები გადასწიოს ერთი წლით ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსათვის, თუ გეგმის ვადებში განხორციელება მნიშვნელოვან სირთულეებს უკავშირდებ