ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2017 წლის 3 აპრილი სოფ. წეროვანი |
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას;
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისა და საჯარო მოხელეებისაგან (ერთი მთავარი სპეციალისტი სახაზინო პროგრამაზე მუშაობის მიმართულებით, ერთი მთავარი სპეციალისტი მიზნობრივი ტრანსფერის პროგრამაზე მუშაობის მიმართულებით).
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;
ბ) საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება;
გ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახაზინო განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებით და სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის მოვალეობას ანხორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობებს ანხორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15, მე-16, მე-17 მუხლებით და ამ დებულებით.
7. სამსახურის მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;
ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;
გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას;
ვ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;
ზ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალების და თვეების მიხედვით;
თ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;
ი) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
კ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშგების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ლ) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;
მ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების შესაბამისად ხარჯვის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;
ნ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;
ო) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზის, შესაბამისი წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
პ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
1. სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;
ბ) მუნიციპალური სამსახურების, თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
გ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას;
ე) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;
ვ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალების და თვეების მიხედვით;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;
დ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ე) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახაზინო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;
ბ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო და სხვა გადასახადების გადაცემას;
გ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების შესაბამისად ხარჯვის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.