საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ქვეყნის საბაჟო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;
დ) საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებ