სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ აქციონერების მორიგი საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოებას „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“

აქციონერთა საყურადღებოდ

სააქციო საზოგადოებას „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 237074633) აქციონერების მორიგი საერთო კრება მოწვეულია 2017 წლის 25 აპრილს, კომპანიის ოფისში, ქ. ოზურგეთში, სანაპიროს 1-ში, დღის 12 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

1. სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ ჩვეულებრივი სახელობითი აქციის ნომინალური ღირებულების შესახებ (მომხსენებელი შალვა ორაგველიძე);

2. სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ საწესდებო კაპიტალის შესახებ (მომხსენებელი შალვა ორაგველიძე);

3. სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ ახალი წესდების შესახებ (მომხსენებელი შალვა ორაგველიძე);

4. სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ (მომხსენებელი შალვა ორაგველიძე);

5. სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოსათვის სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ.

საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2017 წლის 24 მარტი და, შესაბამისად, კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორთან“ (თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული, ტელ.: (32) 2226418, ან მის წარმომადგენლობაში ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 11; ტელ.: 599158806.

კრებაში მონაწილეობისათვის გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების დირექტორს; (ტელეფონი − 557410909).

აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 11 საათიდან.

 

რეკომენდაციები კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით

 

საკითხი პირველი: სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ ერთი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის ნომინალური ღირებულება 1 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 2 ლარით. 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ჩვეულებრივი სახელობითი აქცია გადაიცვალოს 2 ლარის ნომინალური ღირებულების ჩვეულებრივ სახელობით აქციაზე;

საკითხი მეორე: სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის საწესდებო კაპიტალი, ნაცვლად 30381 აშშ დოლარისა, განისაზღვროს 60762 ლარით;

საკითხი მესამე: მიღებულ იქნეს საზოგადოების ახალი წესდება; წესდების ახალი რედაქციის პროექტი განთავსებულია კომპანიის ოფისში;

საკითხი მეოთხე: საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რიცხვი განისაზღვროს სამით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ ავთანდილ ღლონტი, დათო ლომჯარია, ნუგზარ აბაშმაძე;

საკითხი მეხუთე: საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სახელფასო ფონდი განისაზღვროს 1000,00 (ერთი ათასი) ლარით.

შალვა ორაგველიძე

დირექტორი