„სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მოსარგებლეთათვის საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.057.016243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №8

2017 წლის 4 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მოსარგებლეთათვის საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მულის შესაბამისად:

1. „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მოსარგებლეთათვის საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებაში (ვებგვერდი, 28/03/2014; სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016161) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური  პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მოსარგებლეთათვის საკუთრებაში გადაცემის წესი, თანახმად №2 დანართისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური  პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი  და არასაცხოვრებელი ფართების ფაქტობრივ მფლობელთათვის საკუთრებაში გადაცემის წესი, თანახმად №3 დანართისა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე



დანართი №3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური

პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და

არასაცხოვრებელი ფართების ფაქტობრივ მფლობელთათვის

საკუთრებაში გადაცემის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური  პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ფაქტობრივ მფლობელთათვის საკუთრებაში გადაცემის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების, ამ ფართებით ფაქტობრივ მფლობელთათვის საკუთრებაში გადაცემის პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი
წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ფაქტობრივი მფლობელი – განცალკავებულ ფართზე მცხოვრები ფიზიკური პირი ან პირთა წრე, რომელიც ფართს იყენებს სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე საცხოვრებელი დანიშნულებით, აღნიშნული ფართი დაკავებული აქვს 2010 წლის 31 დეკემბრამდე და ფლობს დღემდე;

ბ) სხვა ტერმინებს აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. წესის მოქმედება პირთა წრის მიხედვით
1. წესის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ ფართი.

2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ:

ა) ფართთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა ფაქტობრივი მფლობელობის ან/და საკუთრების თაობაზე;

ბ) დადგენილი წესის შესაბამისად არ დგინდება პირის მიერ ფართის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი;

გ) კომისიისათვის ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესაბამისი ფართით სარგებლობის უფლება დაუდგინდა სხვა პირს.

3. ფაქტობრივ მფლობელებად არ ჩაითვლებიან და, შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრული უფლებები არ წარმოეშობათ იმ პირებს, რომლებიც ფართს სარგებლობენ ფაქტობრივ მფლობელთან  შეთანხმებით.


მუხლი 4. დაინტერესებული პირის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის დადასტურებისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1. დაინტერესებულმა პირმა ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე რეკომენდაციის გაცემის მიზნით კომისიას ან/და სამინისტროს  უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ფაქტობრივი მფლობელობის პერიოდის შესახებ;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ;

გ) ფაქტობრივი ფლობის თაობაზე არანაკლებ 2 (ორი) მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება;

დ) აბონენტად აყვანის დოკუმენტი ან/და გადახდის ქვითარი;

ე) სხვა დოკუმენტები, რომელიც დაინტერესებული პირის აზრით ადასტურებს მის ფაქტობრივ მფლობელობას; 

ვ) დაინტერესებული პირის და ოჯახის წევრთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ მათთან ინახება და არსებითია გადაწყვეტილების მისაღებად.

2. თუ ფართის ფაქტობრივ მფლობელს ერთდროულად წარმოადგენს რამდენიმე სრულწლოვანი პირი, აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, ერთ-ერთ ფაქტობრივ მფლობელზე ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

3.  დაინტერესებული პირის მიერ ფაქტობრივი მფლობელობა  დადასტურებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ-ე ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებიდან არანაკლებ ორი დოკუმენტით.


მუხლი 5. ფართის ფაქტობრივ მფლობელთათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ რეკომენდაციის გაცემის კრიტერიუმები
კომისია უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია ფაქტობრივი მფლობელისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, თუ ფართი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის (გადაწყვეტილების მიღების) დროს ფართი დაკავებულია ფაქტობრივი მფლობელის მიერ.

მუხლი 6. ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის საფუძვლები
კომისია უფლებამოსილია უარი თქვას ფართის ფაქტობრივი მფლობელისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, თუ:

ა) კომისია მიიჩნევს, რომ დადგენილი წესის შესაბამისად არ დგინდება პირის მიერ ფართის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი;

ბ) ფართი წარმოადგენს მიმდინარე ან/და სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებისათვის ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ქონებას.


მუხლი 7. ფაქტობრივი მფლობელისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე რეკომენდაციის გაწევის პროცედურა
1. დაინტერესებული პირის განცხადებას მის მიერ დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ რეკომენდაციის გაცემის თაობაზე განიხილავს სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისია.

2. დაინტერესებული პირი განცხადებას ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ რეკომენდაციის გაცემის თაობაზე წარადგენს სამინისტროში, რომელიც განცხადებას, თანდართულ მასალებსა და სხვა არსებულ დოკუმენტაციასთან ერთად განსახილველად გადასცემს კომისიას.

3. კომისია ამ წესით დადგენილი კრიტერიუმებისა და კომისიის მუშაობის წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, ფართის ფაქტობრივი მფლობელისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რეკომენდაციის გაწევის ან რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის შესახებ.

4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს.

5. სამინისტრო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს ფართის ფაქტობრივი მფლობელისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ წინადადებას და მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს.

6. ფაქტობრივი მფლობელისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება და საკუთრებაში გადაცემის პირობები დგინდება მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


მუხლი 8. სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ფართებთან დაკავშირებული განცხადებების გადაწყვეტის წესი
1. თუ კომისიას ფაქტობრივი მფლობელის მიერ განცხადება წარედგინა იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას და დადგინდება, რომ ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის შემთხვევაში არსებობს კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის საფუძველი, მაშინ კომისია აღნიშნული ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაწყების თაობაზე წინადადებას წარუდგენს სამინისტროს.

 2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ფართის სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს საერთო საფუძველზე ამ წესის შესაბამისად.


მუხლი 9. შენობა-ნაგებობაზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობის გაანგარიშების წესი
1. შენობა-ნაგებობაზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით S=s/კ2 , სადაც: S არის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობი; s არის შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობი, ხოლო კ2  – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი.

2. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი – კ2 ამ წესის მიზნებისათვის განისაზღვროს:

ა) ერთსართულიანი შენობა-ნაგებობისათვის – 0.6-მდე;

ბ) ორსართულიანი შენობა-ნაგებობისათვის –   0.8-მდე;

გ) სამსართულიანი და მეტი შენობა-ნაგებობისათვის –   1.3-მდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის შესაბამისად მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობის სრული ოდენობით საკუთრებაში გადაცემა ვერ ხერხდება, მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, არსებული ფაქტობრივი (მათ შორის რეგისტრირებული) მდგომარეობის გათვალისწინებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობის კონფიგურაცია (კონტური) განისაზღვრება არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.