,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
280080020.35.108.016306
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2017 წლის 12 აპრილი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2017; სარეგისტრაციო კოდი:  280080020.35.108.016295) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1

 

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული.

3. ამ წესის განხორციელების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქმნის „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.

მუხლი 2. უსახლკარო პირის რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები

1. თავშესაფარი (სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით) ფართით უზრუნველყოფისთვის ფიზიკური პირი (შემდგომში – პირი) უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:

ა) რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი;

გ) არ აქვს შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;

დ) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის ინტენსიური გადაკვეთა, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით.

2. უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია). უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ასევე ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ან ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი.

3. უსახლკაროდ რეგისტრაცია უქმდება, თუ პირი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს თავშესაფარი ფართით სარგებლობის შეწყვეტას.

4. უსახლკაროდ რეგისტრაცია სენაკის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებულის თავშესაფარი ფართით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილება მოხდება სენაკის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და უსახლკარო პირთა თავშესაფარი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.

5. თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა: მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. ურთიერთშედარებას ექვემდებარება იმ პირთა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უსახლკაროდ და ჯერ არ სარგებლობენ თავშესაფარი ფართით, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ:

ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირებს და მათი ოჯახის წევრებს;

ბ) ვეტერანს, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში;

გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირს;

დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს და მის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს;

ე) მრავალშვილიან ოჯახს.

6. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გათვალისწინებული საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს ექვს კვადრატულ მეტრს.

მუხლი 3. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის პროცედურა

1. პირმა თავშესაფრის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

2. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს კომისა ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დასკვნას:

ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.

3. პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე, კომისიის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

4. უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე დადებითი დასკვნის შემთხვევაში - კომისია ღებულობს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის შესახებ – ამ წესით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მიმდინარე შესაძლებლობებისა და არსებული რესურსების შესაბამისად;

ბ) რეგისტრირებულ პირთა მომლოდინეთა სიაში ჩასმის შესახებ - იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირდება უსახლკაროდ, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ვერ ხდება მისი დაკმაყოფილება თავშესაფარი ფართით.

5. კომისიის დასკვნის საფუძველზე, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა.

6. კომისიის დასკვნის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირს უწყდება თავშესაფარი ფართით სარგებლობის უფლება ან/და კომისიის დასკვნის საფუძველზე, სამსახურის გადაწყვეტილებით, უწყდება უსახლკაროდ რეგისტრაცია, თუ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

7. კომისია საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფილი პირი ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს.

8. თავშესაფარი ფართით სარგებლობის პირობები და წესი დგინდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფარი ფართით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი.

9. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის ან უსახლკაროდ რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს კომისიას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა