„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№246
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №246

2017 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი (დანართი №1);

 ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი (დანართი №2);“;

 გ) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 15 თებერვლიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 „დანართი №1

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

მუხლი 1. ზ ოგადი დებულებები

1. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი (შემდგომში – პროექტი) ითვალისწინებს შემდეგ კომპონენტებს: „შეღავათიან აგროკრედიტს საბრუნავი საშუალებებისთვის“, „შეღავათიან აგროკრედიტს ძირითადი საშუალებებისთვის“, „შეღავათიან აგროლიზინგსა“ და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სოფლის მეურნეობის ნაწილს.

2. პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

3. პროექტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 პროექტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტო;

ბ) კომპონენტი – პროექტის ფარგლებში არსებული შემდეგი კრედიტის კატეგორიებიდან ერთ-ერთი: შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის, შეღავათიანი აგროლიზინგი, აწარმოე საქართველოში;

გ) ქვეკომპონენტი – კომპონენტის ქვეკატეგორია;

დ) ანუიტეტი – სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც გულისხმობს დროის თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გადახდას;

ე) არასტანდარტული გრაფიკი - ინდივიდუალურად შემუშავებული სესხის დაფარვის გრაფიკი;

ვ) ბენეფიციარი - მატერიალური სარგებლის მიმღები პირი;

ზ) თავდაპირველი სესხი − პროექტის ფარგლებში გაცემული სესხი, რომელიც გაიცა მის რეფინანსირებამდე;

თ) ინვენტარი − ნივთების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება პროდუქციის წარმოების, დამუშავებისა და რეალიზაციის დროს;

ი) ინფრასტრუქტურა − მეურნეობის იმ დარგების კომპლექსი, რომლებიც ემსახურება სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და განაპირობებს სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფართო გაგებით, იგი უზრუნველყოფს კვლავწარმოების პროცესის გარეგანი პირობების შექმნას, წარმოადგენს მეურნეობის განსაკუთრებულ სფეროს, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც წარმოების, ისე მიმოქცევის დარგებს;

კ) იურიდიული პირი − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სუბიექტი;

ლ) კრედიტის ვადა − კრედიტის ვადა განისაზღვრება კრედიტის გამცემ ფინანსურ ორგანიზაციასა და კრედიტის მიმღებ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი დროის შესაბამისად;

მ) კრედიტის მიზნობრიობა − კონკრეტული კომპონენტით/ ქვეკომპონენტით განსაზღვრული სესხის გაცემის მიზანი;

ნ) მეორადი უზრუნველყოფა − სესხის უზრუნველყოფა, რომლის გადახდის ალტერნატივად გამოყენება ხდება პირველადი უზრუნველყოფის ათვისების შემდეგ დარჩენილი დაუფარავი ვალდებულების შემთხვევაში;

ო) მსესხებელი − კრედიტის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი;

პ) პარალელური სესხი – ერთი მსესხებლის მიერ 2 ან მეტი დაუფარავი სესხი, ერთი კომპონენტის ან ქვეკომპონენტის ფარგლებში;

ჟ) საბრუნავი საშუალება – ის მიმდინარე აქტივი, რომლის ფულად ქცევა შესაძლებელია ერთი საოპერაციო ციკლის განმავლობაში;

რ) ძირითადი საშუალება − მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;

ს) საპროცენტო განაკვეთი – საფინანსო ინსტიტუტის მიერ განსაზღვრული სესხის ძირითად თანხაზე დარიცხვის განაკვეთი;

ტ) საფინანსო ინსტიტუტი – პროექტში მონაწილე საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები;

უ) საშეღავათო პერიოდი − პერიოდი, რომლის განმავლობაში მსესხებელს სავალდებულო წესით არ მოეთხოვება სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის და/ან სესხის ძირითადი თანხის გადახდა;

ფ) სესხი/კრედიტი − პროექტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული ფულადი სახსრები წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელით, ვადითა და მიზნობრიობით;

ქ) სესხის გაცემის (მომსახურების) საკომისიო − საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაწესებული ტარიფი, რომელსაც მსესხებელი იხდის სესხის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის;

ღ) სესხის მიზნობრივი თანადაფინანსება – სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში გადახდილი მიზნობრივი თანხები;

ყ) სესხის დაფარვის გრაფიკი − სესხის თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის წინასწარ განსაზღვრული მოცულობითა და პერიოდულობით დაფარვის განრიგი;

შ) სესხის რეფინანსირება − ერთი პირის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იმავე ან სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან მიღებული ახალი სესხით;

ჩ) უზრუნველყოფა − მსესხებლის მიერ წარდგენილი საფინანსო ინსტიტუტისთვის მისაღები ნებისმიერი ქონება, რომლის რეალიზაციით საფინანსო ინსტიტუტი აინაზღაურებს კრედიტის დაუბრუნებლობით მიღებულ ზიანს;

ც) ფიზიკური პირი − საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;

ძ) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმო − საწარმო, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად წარმოებას;

წ) რესტრუქტურიზაცია – სესხის/ლიზინგის დაფარვის გრაფიკში ცვლილების შეტანა, მათ შორის, რეფინანსირების გზით (რესტრუქტურიაზაციად არ მიიჩნევა სესხის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება);

ჭ) ლიზინგი – ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისთვის განსაზღვრული ქონების ხელშეკრულებაში დათქმული ვადით სარგებლობაში გადაცემა, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ლიზინგის მიმღებისა და ლიზინგის გამცემის მიერ დადგენილი პერიოდულობით, საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლით;

ხ) ლიზინგის გამცემი - პროექტში მონაწილე სალიზინგო კომპანია, რომელთანაც სააგენტო გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას;

ჯ) ლიზინგის მიმღები – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტირებული ინდმეწარმე ან მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ლიზინგის მიმღებს სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და რომელიც აკმაყოფილებს შეღავათიანი აგროლიზინგის მოთხოვნებს;

ჰ) ლიზინგის ხელშეკრულება – ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულება;

1) ლიზინგის საგანი – ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქონება;

2) ლიზინგის ვადა – ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის შეთანხმებული ვადა, რომლითაც ლიზინგის გამცემი ლიზინგის საგანს გადასცემს ლიზინგის მიმღებს;

3) ლიზინგის საგნის ღირებულება – ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ლიზინგის საგნის ხელშეკრულებით დადგენილი ღირებულება;

4) ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობა – ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებიდან ავანსად გადასახდელი თანხა;

5) ლიზინგის გამცემის ინვესტიცია – ლიზინგის გამცემის მიერ დაფინანსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ის ნაწილი, რომელსაც დაერიცხება წლიური სარგებელი;

6) სალიზინგო საზღაური – ლიზინგის მიმღების მიერ პერიოდულად გადასახდელი თანხები, ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით;

7) დარიცხული სარგებელი – ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე დარიცხული წლიური სარგებელი;

8) ლიზინგის მიზნობრივი თანადაფინანსება – სააგენტოს მიერ ლიზინგის მიმღებისთვის გადასახდელი სალიზინგო საზღაურის თანადაფინანსების თანხა;

9) თანადაფინანსების პროექტი – „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“;

10) სეზონი – შესაბამისი ქვეკომპონენტით განსაზღვრული ყოველწლიური დროის შუალედი;

11) სახელმწიფო საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო;

12) მუნიციპალური საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა მუნიციპალიტეტი;

13) სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო – სახელმწიფო, მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოს შვილობილი საწარმო; სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრებით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებული საწარმოები; სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მეშვეობით დაფინანსებული საწარმოები; ასევე სახელმწიფო, მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოები, რომლებიც მართვის უფლებით გადაცემულია მესამე პირებზე;

14) პარალელური აგროლიზინგი – ერთი აგროლიზინგის მიმღების მიერ 2 ან მეტი დაუფარავი აგროლიზინგი, ერთი კომპონენტის ან ქვეკომპონენტის ფარგლებში;

15) მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთი –სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომლის მოცულობაც პერიოდულად იცვლება სესხის ვადის განმავლობაში. საპროცენტო განაკვეთი იქმნება 2 შემადგენელი ნაწილისაგან: ძირითადი განაკვეთი, რომელიც იცვლება ბაზრის კონიუნქტურაზე დამოკიდებულებით (ამ შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთი) და დანამატისაგან, რომელიც წარმოადგენს ფიქსირებულ სიდიდეს;

16) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი – სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც უცვლელია სესხის მთელი პერიოდის განმავლობაში;

17) რეფინანსირების განაკვეთი – ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი და ერთგვარი ორიენტირი ფულადი საბაზრო განაკვეთებისათვის;

18) თანადაფინანსების შეთანხმება – პროექტის ფარგლებში, სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის ან სააგენტოს, ბენეფიციარსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის გაფორმებული მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება.

მუხლი 3. პროექტის მიზნები

1. პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

2. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/ აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.

3. პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.

მუხლი 4. კომპონენტი შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის

1. პროექტის ფარგლებში, აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად გაიცემა ბენეფიციარებისთვის შემდეგი ქვეკომპონენტების ფარგლებში:

ა) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები;

ბ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით;

გ) ატმის შემსყიდველი საწარმოები;

დ) არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოები;

ე) მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები.

2. თითოეული ქვეკომპონენტი ამოქმედდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის განკარგულების გამოცემის შემთხვევაში.

3. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და პროექტის მოთხოვნებს.

4. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი პარალელური სესხის გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს შესაბამისი ქვეკომპონენტით ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური სესხის მაქსიმალურ თანხას ერთ სეზონზე.

5. დასაშვებია სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციის თარიღისათვის გრაფიკით გათვალისწინებულ თანადაფინანსების დარჩენილ ჯამურ თანხას.

6. დასაშვებია სესხის მოქმედების ნებისმიერ პერიოდში მხოლოდ ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ რეფინანსირების თარიღისთვის რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა, ვადა და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების დარჩენილი ჯამური მოცულობა.

7. დაუშვებელია ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით სხვა სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა იმავე სეზონზე შესაბამისი ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ისა.

8. კრედიტის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს:

ა) 50 000 ლარამდე − 0.5%-ს;

ბ) 50 001 ლარი ან მეტი − 0.2%-ს.

9. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.

10. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს მსესხებელს ჯარიმა. ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

11. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.

12. სესხის დაფარვის გრაფიკის (მათ შორის, საშეღავათო პერიოდის) განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.

13. სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

14. სააგენტოს თანადაფინანსება შეწყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) სესხის სრულად დაფარვა;

ბ) მსესხებლის მიერ თანადაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობა ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევა. ამასთან ვადაგადაცილების დროს თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება წყდება;

გ) სესხის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ბოლო თარიღიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდგომ სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება წყდება;

დ) საფინანსო ინსტიტუტის მიერ კომპონენტის „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ შესაბამისი ქვეკომპონენტით გაუთვალისწინებელი მიზნიობრიობის მქონე სესხის გაცემის შემთხვევაში;

ე) მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში;

ვ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის პროექტის შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაციის ან რეფინანსირების შემთხვევაში ან/და საფინანსო ინსტიტუტსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შეუსაბამობა სააგენტოსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებთან, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია აღნიშნულზე საფინანსო ინსტიტუტის ინფორმირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

15. ამ მუხლში აღნიშნული პირობები ვრცელდება ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ კომპონენტის ყველა ქვეკომპონენტზე.

16. ამ მუხლის პირობები არ ვრცელდება თანადაფინანსების პროექტზე.

მუხლი 5. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტის ქვეკომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

1. ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ ყურძნის შესაძენად.

2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტის გაცემა დასაშვებია ყოველი წლის 20 აგვისტოდან ამავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. კრედიტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო.

4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური ვადა განისაზღვროს 15 თვითა და 29 დღით.

5. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ ყურძნის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს ყურძნის შეძენას.

6. ყოველი წლის პირველი ნოემბრის შემდეგ, სააგენტო სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოსგან მიიღებს ინფორმაციას, ბენეფიციარის მიერ ყურძნის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.

 7. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს ფიქსირებული ან მცურავი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავრობის შესაბამისი წლის განკარგულებით სხვა საპროცენტო განაკვეთ(ებ)ი არ იქნა დადგენილი):

ა) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 16%-ისა

150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 15%-ისა

600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 14%-ისა

1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 13%-ისა

5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 12%-ისა;

 

ბ) მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა

150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა

600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა

1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5%-ისა

5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4%-ისა.

 

8. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად.

9. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე მიცემულ უნდა იქნეს არანაკლებ მომდევნო წლის 15 იანვრამდე. მომდევნო წლის 15 იანვრის შემდგომ, საშეღავათო პერიოდს როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.

მუხლი 6. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტის ქვეკომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით

1. ამ მუხლის შესაბამისად, კრედიტი შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც ყურძნის შეძენას ახდენენ სპირტის წარმოების მიზნით.

2. ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით კრედიტის გაცემა დასაშვებია ყოველი წლის 20 აგვისტოდან ამავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით კრედიტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტო.

4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 36 თვითა და 29 დღით.

5. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ „საფერავის“, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშების ყურძნის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს შესაბამისი ყურძნის ჯიშის შეძენას და/ან შეძენილი ყურძნით ვერ ან არ მოხდება სპირტის წარმოება. ინფორმაციას, შეძენილი და/ან გადამუშავებული ყურძნის მოცულობისა და ღირებულების შესახებ, სააგენტოს აწვდის სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტო.

6. ყოველი წლის პირველი ნოემბრის შემდეგ, სააგენტო სსიპ არა უმეტეს  ღვინის ეროვნული სააგენტოსგან მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ მე-5 პუნქტით განსაზღვრული სპირტის წარმოებისთვის ყურძნის შესაძენად გადახდილი თანხებისა და შეძენილი ყურძნიდან სპირტის წარმოების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარ საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.

7. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს ფიქსირებული ან მცურავი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავრობის შესაბამისი წლის განკარგულებით სხვა საპროცენტო განაკვეთ(ებ)ი არ იქნა დადგენილი):

ა) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 16%-ისა

150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 15%-ისა

600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 14%-ისა

1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 13%-ისა

5 000 001 ლარიდან 15 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 12%-ისა;

 

ბ) მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა

150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა

600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა

1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5%-ისა

5 000 001 ლარიდან 15 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4%-ისა.

 

8. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად.

9. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარს უნდა მიეცეს საშეღავათო პერიოდი არანაკლებ ყოველი მომდევნო წლის 15 აპრილამდე როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე.

მუხლი 7. კომპონენტი შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის

1. „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ კომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოებისთვის ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას სააგენტოს მიერ.

2. სააგენტო უზრუნველყოფს სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ბენეფიციართან თანადაფინანსების შეთანხმების საფუძველზე.

3. პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო ახორციელებს სესხების მონიტორინგსა და შესაბამის რეაგირებას ახდენს დარღვევებზე.

4. ძირითადი საშულებების კომპონენტში შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს − 20 000 ლარიდან 75 000 ლარამდე სესხების შემთხვევაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

5. პროექტის ფარგლებში, ძირითადი საშუალებებისთვის სესხი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების, მოდერნიზაციის ან/და არსებულ საწარმოებში სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, შემდეგი მიზნობრიობ(ებ)ით:

ა) გადამამუშავებელი საწარმოები:

ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;

ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება (გარდა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისა);

ა.გ) ჩაის წარმოება და/ან დაფასოება;

ა.დ) ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;

ა.ე) კაკლისა და თხილის გადამუშავება;

ა.ვ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;

ა.ზ) მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;

ა.თ) თამბაქოს წარმოება;

ა.ი) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ა.კ) სასაკლაოს მოწყობა;

ა.ლ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;

ა.მ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება;

ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:

ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;

ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;

ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;

ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;

ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის;

გ) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები:

გ.ა) მეცხოველეობის ფერმა (მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში, სესხის გაცემა უნდა მოხდეს „ფერმის კრიტერიუმების“ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელსაც შეიმუშავებს სააგენტო სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე);

გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა (ქათმის ფერმის შემთხვევაში, სესხის გაცემა უნდა მოხდეს „ფერმის კრიტერიუმების“ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელსაც შეიმუშავებს სააგენტო სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე);

გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;

გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;

გ.ვ) თევზის წარმოება;

გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება.

6. შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობა:

ა) არსებული შენობების, სათბურების, თევზის ავზებისა და ტბორების მოწყობა, რემონტი;

ბ) ახალი შენობების, სათბურების, თევზის ავზებისა და ტბორების აშენება, მოწყობა, რემონტი;

გ) ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკისა და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარებისა და სხვა შეძენა, მონტაჟი, რემონტი;

დ) შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნებისა და შენახვის სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი, რემონტი;

ე) წყლის ჭაბურღილის მოწყობა, წყლის, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის მოწოდების წყაროებსა და კანალიზაციაზე მიერთება;

ვ) შემდეგი შესაფუთი მასალების წარმოება:

ვ.ა) ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის შესანახი და გადასაადგილებელი ხის, მუყაოსა და პლასტმასის ყუთები;

ვ.ბ) ალკოჰოლური სასმელების ჩამოსასხმელი მინისა და თიხის ბოთლები, საცობები;

ვ.გ) საკონსერვო და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქციისთვის მინის, თუნუქის, მუყაოს ასეპტიკური და პლასტმასის ტარა, ხუფები;

ზ) საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკისა და მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლისა და სხვა) შეძენა, რემონტი;

თ) მხოლოდ დადგენილი ჯიშების მერძეული/მეხორცული ან/და კომბინირებული (მერძეული/მეხორცული) მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის – სანაშენე დეკეულის ან/და მაკე უშობელი ფურების შეძენა, როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების ჩამონათვალს და შესყიდვის წესს გასაზღვრავს სააგენტო სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად. მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საქართველოში შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრული სანაშენე მეურნეობებიდან. სანაშენე მეურნეობების სიას განსაზღვრავს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

ი) ფრინველის, კურდღლის, ბოცვრის, თევზის, ფუტკრის ოჯახის, თხისა და ღორის შეძენა;

 კ) მრავალწლიანი კულტურების გაშენება, მოვლა-მოყვანა და აღდგენა, მათ შორის:

კ.ა) ვაზის საღვინე, საქიშმიშე და სუფრის ჯიშები (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზის);

კ.ბ) ხილის კურკოვანი და თესლოვანი ჯიშები;

კ.გ) კაკლოვანი კულტურები;

კ.დ) კენკროვანი კულტურები;

კ.ე) ციტრუსოვნები და სხვა სუბტროპიკული კულტურები;

კ.ვ) ჩაი, დაფნა და სხვა ტექნიკური კულტურები;

კ.ზ) მრავალწლოვანი ყვავილები;

კ.თ) მერქნის მომცემი და სწრაფად მზარდი მცენარეების სახეობები;

ლ) საჩითილეებისა და სანერგეების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისა);

მ) სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);

ნ) მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) და დამცავი ბადეების რემონტი, მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);

ო) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის რემონტი, მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტროღობე) (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);

პ) მეცხოველეობისა და მემცენარეობისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა.

7. დაუშვებელია, დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:

ა) მიწის შეძენა;

ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების, სათბურებისა და სხვა შეძენა;

გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) შეძენა, რემონტი;

დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების შეძენა, რემონტი;

ე) მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;

ვ) სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წილ(ებ)ის შეძენა.

8. შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტის ფარგლებში, ასევე შესაძლებელია დაფინანსდეს თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები.

9. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტების (მათ შორის, პარალელური სესხების) მოცულობები, საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსების პროპორციები, მიზნობრიობა (მათ შორის, ისეთი მიზნობრიობა, რომელიც ამ მუხლით აკრძალულია ან არ არის განსაზღვრული) და ტრანშების გაცემის ვადები განისაზღვრება თანადაფინანსების პროექტით.

10. ძირითადი საშუალებებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსდებიან საწარმოები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებასა და არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.

11. დასაშვებია სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციის თარიღისათვის გრაფიკით გათვალისწინებულ დარჩენილ თანადაფინანსების ჯამურ თანხას.

12. დასაშვებია 2017 წლის 15 თებერვლამდე გაცემული სესხ(ებ)ის რეფინანსირება, თუ აღნიშნული სესხი გაცემულია შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის კომპონენტის ფარგლებში ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მიზნობრიობებით. იმ შემთხვევაში, თუ სესხის რეფინანსირების თარიღისთვის ახალი სესხის თანხა არ აღემატება თავდაპირველი სესხის ნარჩენ ძირითად თანხას, ასეთი სესხის რეფინანსირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხის ვადა და სააგენტოს დარჩენილი გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.

13. დასაშვებია ინდივიდუალური მეწარმის მიერ იმ სესხის რეფინანსირება, რომელიც აღებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციამდე.

14. დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტში ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.

15. შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა ძირითადი საშუალებებისთვის განისაზღვრება 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით. სესხის ვადის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.

16. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს ფიქსირებული ან მცურავი:

ა) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 16%-ისა

150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 15%-ისა

600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 14%-ისა;

             

ბ) მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა

150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა

600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა.

 

17. სააგენტოს მონაწილეობა:

ა) სააგენტოს მიერ არაუმეტეს 66 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მოხდება მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 68 თვის განმავლობაში;

ბ) ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობების ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული/ არარესტრუქტურიზებული) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 68 თვის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ სესხის პირველად უზრუნველყოფას წარმოადგენს მხოლოდ ის ქონება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება სესხის თანხით. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციამდე არსებული ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.

18. კრედიტის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს:

ა) 50 000 ლარამდე − 0.5%-ს;

ბ) 50 001 ლარი ან მეტი − 0.2%-ს.

19. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.

20. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს მსესხებელს ჯარიმა. ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

21. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.

22. სესხის დაფარვის გრაფიკის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.

23. სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

24. კომპონენტის ან ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია პარალელური სესხები. სხვადასხვა ვალუტაში მიმდინარე სესხების არსებობის შემთხვევაში, ახალი სესხის დამტკიცების მომენტისათვის ყველა სესხის ჯამური მიმდინარე ნაშთი ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით არ უნდა აღემატებოდეს 1 500 000 ლარს.

25. სააგენტოს თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა შეწყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) სესხის სრულად დაფარვა;

ბ) მსესხებლის მიერ თანადაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობა ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევა. ამასთან , ვადაგადაცილების დროს თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება წყდება, ხოლო მეორადი უზრუნველყოფა რჩება ძალაში;

გ) სესხის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ბოლო თარიღიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდგომ სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება წყდება, ხოლო მეორადი უზრუნველყოფა რჩება ძალაში;

დ) მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ამასთან , მიზნობრიობის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ძირითადი საშუალებებისთვის აღებული სესხის თანხის ათვისება განხორციელდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიზნობრიობათა ჩამონათვალის ფარგლებში;

ე) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის პროექტის შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაციის ან რეფინანსირების შემთხვევაში ან/და საფინანსო ინსტიტუტსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შეუსაბამობა სააგენტოსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებთან, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია აღნიშნულზე საფინანსო ინსტიტუტის ინფორმირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 8. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისათვის კომპონენტის ქვეკომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის (ალკოჰოლური სასმელები)

1. ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობის მიხედვით, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები (ალკოჰოლური სასმელები) იყოფა 2 კატეგორიად: ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა წინამდებარე ქვეკომპონენტის ფარგლებში შეადგენს 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით და ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა წინამდებარე ქვეკომპონენტის ფარგლებში შეადგენს 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარამდე.

2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა წინამდებარე ქვეკომპონენტის ფარგლებში შეადგენს 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით:

ა) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის გამოყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დგინდება სესხის მოცულობიდან გამომდინარე:

ა.ა) სააგენტო, მსესხებლის გადახდების პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განახორციელებს 66 თვის მიზნობრივ თანადაფინანსებას სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 68 თვის განმავლობაში. სესხის ვადის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე. საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 16%-ისა

150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 15%-ისა

600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 14%-ისა;

             

ა.ბ) სააგენტო, მსესხებლის გადახდების პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განახორციელებს 66 თვის მიზნობრივ თანადაფინანსებას სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 68 თვის განმავლობაში. სესხის ვადის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე. საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთები:

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა

150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა

600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა;

 

ბ) დასაშვებია ამ პუნქტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით ამავე პუნქტის ფარგლებში 2017 წლის 15 თებერვლამდე გაცემული სესხ(ებ)ის რეფინანსირება. იმ შემთხვევაში, თუ სესხის რეფინანსირების თარიღისთვის ახალი სესხის თანხა არ აღემატება თავდაპირველი სესხის ნარჩენ ძირითად თანხას, ასეთი სესხის რეფინანსირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხის ვადა და სააგენტოს გადასახდელი დარჩენილი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა;

გ) დასაშვებია ამ პუნქტის ფარგლებში პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება ამ პუნქტით განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ ლიმიტს. თითოეული სესხი არ უნდა იყოს 20 000 ლარზე ნაკლები;

დ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის /გადაიარაღებისთვის სესხის თანხით შესაძენი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს შეიმუშავებს სააგენტო სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე.

3. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე სესხის ნაშთის ჯამური მოცულობა წინამდებარე ქვეკომპონენტის ფარგლებში შეადგენს 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარამდე:

ა) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის გამოყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დგინდება სესხის მოცულობიდან გამომდინარე:

სააგენტოს მიერ არაუმეტეს 24 თვის პროცენტის თანადაფინანსება გაიცემა მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სესხის ძირითადი თანხის წლიური 10%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში. სესხის ვადის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე;

ა.ა) საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

1 500 001 ლარიდან 3 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 13%-ისა

 3 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 12%-ისა;

 

ა.ბ) საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური მცურავი საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

1 500 001 ლარიდან 3 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა

3 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5%-ისა;

 

ბ) დასაშვებია ამ პუნქტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით მხოლოდ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ის რეფინანსირება;

გ) დაუშვებელია ამ პუნქტის ფარგლებში პარალელური სესხების გაცემა;

დ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის/ გადაიარაღებისთვის სესხების თანხით შესაძენი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს შეიმუშავებს სააგენტო სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე;

ე) მსესხებელი ვალდებულია, სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ყოველი წლის რთველის სეზონზე, გადაამუშაოს ბოლო 3 წლის რთველის სეზონებს შორის გადამუშავებული ყველაზე მეტი მოცულობის ყურძენზე დამატებით 0.5 ტონა ყურძენი, ყოველ გაცემულ 2 500 ლარზე გადაანგარიშებით, ხოლო თუ მსესხებელს არ განუხორციელებია ყურძნის გადამუშავება უკანასკნელი 3 წლის რთველის სეზონებზე, სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვალდებულია, გადაამუშაოს 0,5 ტონა ყურძენი ყოველ გაცემულ 2500 ლარზე გადაანგარიშებით, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ტონისა;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ გავრცელდება მსესხებელზე იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი 3 წლის რთველის სეზონებზე ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მიერ მიღებული ყურძნის მაქსიმალური მოცულობა ერთ-ერთ რთველის სეზონზე აღემატება 5 000 ტონას და მისი ვალდებულება განისაზღვრება სესხის პირველი ტრანშის მიღებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად არანაკლებ  5 000 ტონა ყურძნის გადამუშავებით;

ზ) თუ მსესხებლის მიერ ამ პუნქტის ფარგლებში აღებული სესხით ხდება მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სესხის რეფინანსირება, მსესხებლის ვალდებულება განისაზღვრება ახალი სესხის ოდენობიდან ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

თ) თუ მსესხებელს გააჩნია პარალელური სესხ(ებ)ი მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, მსესხებლის ვალდებულება განისაზღვრება მიმდინარე სესხის ნაშთის ჯამური მოცულობიდან ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

ი) ქვეკომპონენტის ფარგლებში საწარმოებისთვის დადგენილი ვალდებულებების შესრულების პირველ წლად განისაზღვრება სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო წლის რთველის სეზონი.

4. სესხის ის პირობები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლით, დარეგულირდება მე-7 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით.

მუხლი 9. კომპონენტი შეღავათიანი აგროლიზინგი

1. აგროლიზინგის კომპონენტი ემსახურება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეღავათიანი აგროლიზინგის დაფინანსებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ქმნიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა) ან ეწევიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნებისმიერი სახით გადამუშავებას (შენახვა, დაფასოება, გადამუშავება) ან აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთ მასალებს, ასევე ის საწარმოები, რომელთაც თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებული აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსება.

2. აგროლიზინგის კომპონენტი დაფინანსდება „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ კომპონენტის ბიუჯეტიდან (არ ვრცელდება თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე).

3. სააგენტო უზრუნველყოფს სალიზინგო საზღაურის ნაწილის თანადაფინანსებას, ლიზინგის მიმღებთან შეთანხმების საფუძველზე.

4. სააგენტო ლიზინგის გამცემთან გააფორმებს ხელშეკრულებებს და დაადგენს ლიზინგის გამცემისთვის შესაბამისობის კრიტერიუმებს, ვადებსა და პირობებს, რომლებიც ამ უკანასკნელმა უნდა დააკმაყოფილოს სააგენტოს თანამონაწილეობის სანაცვლოდ.

5. პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე სააგენტო განახორციელებს შეღავათიანი აგროლიზინგის მიმღების (ბენეფიციარის) მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე.

6. შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოსი).

7. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროლიზინგით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ლიზინგის გამცემის მიერ ასეთი ტიპის ლიზინგის გაცემის წინაპირობებსა და ამ პროექტის მოთხოვნებს.

8. ამ კომპონენტით დაფინანსდებიან ის საწარმოები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებასა და არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.

9. ამ კომპონენტით გათვალისწინებულია ახალი და არსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვის დაფინანსება, მათ შორის:

ა) გადამამუშავებელი საწარმოები:

ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;

ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება (გარდა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისა);

ა.გ) ჩაის, დაფნის წარმოება და დაფასოება;

ა.დ) ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;

ა.ე) ციტრუსის გადამუშავება;

ა.ვ) კაკლისა და თხილის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

ა.ზ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;

ა.თ) მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;

ა.ი) თამბაქოს წარმოება;

ა.კ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ა.ლ) სასაკლაოს მოწყობა;

ა.მ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;

ა.ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება;

ა.ო) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა), მხოლოდ თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაცემული აგროლიზინგის შემთხვევაში;

ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:

ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;

ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;

ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;

ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;

ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის;

გ) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები:

გ.ა) მეცხოველეობის ფერმა;

გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;

გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;

გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;

გ.ვ) თევზის წარმოება;

გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;

გ.თ) საჩითილეები და სანერგეები;

გ.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა.

10. შეღავათიანი აგროლიზინგით შესაძლებელია დაფინანსდეს ლიზინგის გამცემის მიერ:

ა) ახალი და/ან მეორადი მანქანა-დანადგარების იმპორტი;

ბ) საქართველოში უცხოური ან ადგილობრივი წარმოების ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა;

გ) ლიზინგის გამცემის ბალანსზე არსებული მეორადი მანქანა-დანადგარების ლიზინგის მიმღებზე გადაცემა იმ პირობით, რომ ლიზინგის საგანი არ არის შეძენილი ლიზინგის მიმღებისგან ან მასთან დაკავშირებული პირისგან.

11. ამ კომპონენტის ფარგლებში დაუშვებელია, დაფინანსდეს შემდეგი სახის ლიზინგი:

ა) მიწის ლიზინგი;

ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების ლიზინგი;

გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) ლიზინგი;

დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების ლიზინგი;

ე) საოფისე ფართის ლიზინგი.

12. ერთ ბენეფიციარზე ლიზინგის გამცემის ინვესტიციის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარით და არაუმეტეს 1 500 000 ლარით (მათ შორის, თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაცემული ლიზინგი), ლიზინგის გაცემის მაქსიმალური ვადა შეზღუდული არ არის.

13. შეღავათიანი აგროლიზინგის ერთი პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია გაიცეს რამდენიმე აგროლიზინგი. აღნიშნულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის ინვესტიციების ჯამური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარისა და არაუმეტეს 1 500 000 ლარისა.

14. პროექტის ფარგლებში, დასაშვებია ერთ ბენეფიციარზე ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტისა და შეღავათიანი აგროლიზინგის თანადაფინანსება იმ პირობით, რომ ამგვარი ლიზინგ(ებ)ისა და სესხ(ებ)ის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 1 500 000 ლარს.

15. ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 21%-ს.

16. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება განისაზღვრება ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიური 12%-ის ოდენობით 66 თვის განმავლობაში, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს, მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ.

17. შეღავათიანი აგროლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი სალიზინგო საზღაურის 4%-ს. ხოლო სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, შეღავათიანი აგროლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში − სალიზინგო საზღაურის 2%-ს.

18. ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემისთვის აღნიშნულის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

19. ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, დაარიცხოს ლიზინგის მიმღებს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული სალიზინგო საზღაურის არაუმეტეს 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სალიზინგო საზღაურის გადახდა ხდება ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით.

20. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ფარგლებში, თანადაფინანსებული სალიზინგო ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო უფლებამოსილია, ჩაატაროს ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მონიტორინგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარკვევის მიზნით. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

21. მიზნობრივი თანადაფინანსება ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე დარიცხული სარგებლის წლიური 12%-ის ოდენობით, სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, გაიცემა მას შემდეგ, რაც ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ხელი მოეწერება ლიზინგის ხელშეკრულებას და ლიზინგის მიმღები განახორციელებს სალიზინგო საზღაურის გადახდას.

22. თუ ლიზინგის გამცემი გადაწყვეტს რომელიმე სალიზინგო პროექტის განხილვას, მას შეუძლია სააგენტოს მიმართოს თხოვნით, მიიღოს ინფორმაცია იმის თაობაზე, ხომ არ განიხილება მსგავსი პროექტი სხვა საფინანსო ინსტიტუტის ან ლიზინგის გამცემის მიერ, მაგრამ ამავდროულად ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს თავისი პროექტის შესახებაც, ხოლო თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არ გასცეს ლიზინგი სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.

23. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება შეწყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის მთლიანი ფასის სრულად გადახდა;

ბ) ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულებითა და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ვადაგადაცილების დროს მიზნობრივი თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის გამოთხოვის შემთხვევაში – წყდება;

გ) ლიზინგის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად იზრდება სააგენტოს მიერ დადგენილი ლიზინგის მაქსიმალური ვადა და/ან მიზნობრივი თანადაფინანსების თანხა;

დ) ლიზინგის გამცემის მიერ დარღვეულ იქნა სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. ასეთ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია, ლიზინგის გამცემს დააკისროს პირგასამტეხლო და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

ე) თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აგროლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში საწარმოს შეეცვალა პროფილი. პროფილის შენარჩუნება გულისხმობს თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, შესაბამისი ბიზნესგეგმით გათვალისწინებული საწარმოო გეგმის შესრულებას;

ვ) ლიზინგის გაცემისას დარღვევების დაფიქსირება. ასეთ დროს ლიზინგის გამცემს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან , სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

24. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების მიმართ სააგენტოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ლიზინგის გამცემი ვალდებულია, თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა გადასცეს სააგენტოს.

25.იმ შემთხვევაში, თუ სალიზინგო კომპანია დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს/პროექტის პირობებს ან სალიზინგო კომპანიის წინასწარი თანხმობით, სააგენტო უფლებამოსილია, თავად მოახდინოს ლიზინგის საგნის რეალიზაცია. აღნიშნული მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, განათავსოს ლიზინგის საგნის რეალიზაციის თაობაზე ინფორმაცია საკუთარ (ან კონტრაქტორი პირის) ვებგვერდზე, სალიზინგო კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული ფასით.

26. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება საშეღავათო პერიოდი, რომელიც უნდა შეადგენდეს:

ა) მომსახურების წლიური სარგებლის თანხაზე − არანაკლებ 12 თვისა, თუ ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან;

ბ) აგროლიზინგის ძირითად თანხაზე − არანაკლებ 24 თვისა, თუ ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.

27. დაუშვებელია ამ მუხლის 26-ე პუნქტში მითითებული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ლიზინგის გამცემის მიერ გადასახდელი თანხის კაპიტალიზაციის წესით დაანგარიშება.

28. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, დამატებით მოსთხოვოს ლიზინგის მიმღებს უზრუნველყოფის წარდგენა.

29. კომპონენტის ან ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია პარალელური სესხები ან/და პარალელური აგროლიზინგები. სხვადასხვა ვალუტაში მიმდინარე სესხების/აგროლიზინგების არსებობის შემთხვევაში, ახალი სესხის/ლიზინგის დამტკიცების მომენტისათვის ყველა სესხის ჯამური მიმდინარე ნაშთი ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით არ უნდა აღემატებოდეს 1 500 000 ლარს.

მუხლი 10. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის (ალკოჰოლური სასმელები)

 1. ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეღავათიანი აგროლიზინგი თანხის ოდენობის მიხედვით იყოფა 2 კატეგორიად:

 ა) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროლიზინგ(ებ)ისა და შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა, ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეადგენს 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით;

 ბ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროლიზინგ(ებ)ისა და შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა, ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეადგენს 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარამდე.

 2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროლიზინგ(ებ)ისა და შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა, ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეადგენს 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით:

 ა) ამ პუნქტით განსაზღვრულ აგროლიზინგ(ებ)ზე სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიურ 12%-ს, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს, მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ, არაუმეტეს 66 თვის სალიზინგო საზღაურის თანადაფინანსებას, აგროლიზინგის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 68 თვის განმავლობაში. ლიზინგის ვადას განსაზღვრავენ ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები;

 ბ) დასაშვებია ამ პუნქტის ფარგლებში პარალელური ლიზინგ(ებ)ის ან/და სესხ(ებ)ის გაცემა, თუ მათი ჯამი არ აღემატება ამ პუნქტით განსაზღვრული თანხის მაქსიმალურ ლიმიტს;

 გ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის/გადაიარაღებისთვის აგროლიზინგის საგნ(ებ)ის ჩამონათვალს შეიმუშავებს სააგენტო სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე;

 დ) შეღავათიანი აგროლიზინგის ის პირობები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტით, რეგულირდება ამ პროექტის მე-9 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით.

 3. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროლიზინგ(ებ)ისა და შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა, ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში, შეადგენს 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარამდე:

 ა) ამ პუნქტით განსაზღვრულ აგროლიზინგ(ებ)ზე სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიურ 12%-ს, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს, მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ, არაუმეტეს 24 თვის სალიზინგო საზღაურის თანადაფინანსებას, აგროლიზინგის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 26 თვის განმავლობაში; ლიზინგის ვადას განსაზღვრავენ ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები;  

ბ) დასაშვებია, ლიზინგის მიმღებს გააჩნდეს პარალელური სესხ(ებ)ი ან/და ლიზინგ(ებ)ი, თუ მათი ჯამი არ აღემატება 6 500 000 ლარს, ამ პროექტის მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული ქვეკომპონენტების ფარგლებში;

 გ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის/გადაიარაღებისთვის აგროლიზინგის საგნ(ებ)ის ჩამონათვალს შეიმუშავებს სააგენტო სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე;

 დ) ბენეფიციარი ვალდებულია, აგროლიზინგის მიღებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ყოველი წლის რთველის სეზონზე გადაამუშაოს ბოლო 3 წლის რთველის სეზონებს შორის გადამუშავებული ყველაზე მეტი მოცულობის ყურძენზე დამატებით 0.5 ტონა ყურძენი, ყოველ მისაღებ 2 500 ლარზე გადაანგარიშებით. ხოლო თუ ბენეფიციარს არ განუხორციელებია ყურძნის შესყიდვა უკანასკნელი 3 წლის რთველის სეზონებზე, სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვალდებულია, გადაამუშაოს 0,5 ტონა ყურძენი ყოველ მისაღებ 2 500 ლარზე გადაანგარიშებით, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ტონისა;

 ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ გავრცელდება ბენეფიციარზე იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი 3 წლის რთველის სეზონებზე ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მიერ გადამუშავებული ყურძნის მაქსიმალური მოცულობა ერთ-ერთი რთველის სეზონზე აღემატება 5 000 ტონას და მისი ვალდებულება განისაზღვრება აგროლიზინგის საგნ(ებ)ის მიღებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად არანაკლებ 5 000 ტონა ყურძნის გადამუშავებით;

 ვ) თუ ბენეფიციარის მიერ ამ პროექტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ან/და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში ხდება პარალელური სესხ(ებ)ის ან/და აგროლიზინგ(ებ)ის აღება, ბენეფიციარის ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება განისაზღვრება მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობიდან;

 ზ) აგროლიზინგის საგნის მიღებიდან ამ პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირველ წლად განისაზღვრება მომდევნო წლის რთველის სეზონი;

 თ) შეღავათიანი აგროლიზინგის ის პირობები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტით, დარეგულირდება მე-9 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით.

მუხლი 11. შეღავათიანი აგროკრედიტის/შეღავათიანი აგროლიზინგის პირობები თანადაფინანსების პროექტისთვის

შეღავათიანი აგროკრედიტის/შეღავათიანი აგროლიზინგის სპეციალური პირობები თანადაფინანსების პროექტისთვის რეგულირდება ამ განკარგულებით დამტკიცებული „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით“.

მუხლი 12. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ II თავით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტებისთვის სესხი გაიცემა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პირობებით.

 

 

დანართი №2

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი (შემდგომში– თანადაფინანსების პროექტი) ითვალისწინებს 2 კომპონენტს:

ა) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება;

ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება.

2. თანადაფინანსების პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 თანადაფინანსების პროექტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო;

ბ) სახელმწიფო საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო;

გ) მუნიციპალური საწარმო – „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა მუნიციპალიტეტი;

დ) სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო – სახელმწიფოს, მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოს შვილობილი საწარმო ან სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრებით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებული საწარმოები, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მეშვეობით დაფინანსებული საწარმოები. ასევე სახელმწიფოს, მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოები, რომლებიც მართვის უფლებით გადაცემულია მესამე პირებზე;

ე) საფინანსო ინსტიტუტი – პროექტში მონაწილე საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები.

მუხლი 3. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის მიზნებია:

1. მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია.

2. გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება.

4. სანედლეულო ბაზის განვითარება.

5. სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

 

მუხლი 4. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის მიზნობრიობა

1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი სახის გადამამუშავებელი საწარმოები:

ა) ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;

ბ) თევზის გადამუშავება, თევზპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;

გ) რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება;

დ) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;

ე) კაკლის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების (გარდა თხილისა) გადამუშავება;

ვ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;

ზ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;

თ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ი) ცხოველების, ფრინველების და თევზის საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);

კ) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);

ლ) თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება.

3. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარს.

4. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსება არ გავრცელდება შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოებზე:

ა) მეღვინეობა (ღვინის წარმოება);

ბ) სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება;

გ) ხორბლის წისქვილი (ხორბლის ფქვილის წარმოება).

მუხლი 5. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებია:

1. ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოსი).

2. პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება.

3. პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს სათანადო შინაარსისა და ფორმის მქონე წერილობით შედგენილი პროექტი.

4. პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონულად წარდგენილი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს თანადაფინანსების პროექტის პირობებს.

5. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის სესხით ან/და ლიზინგით დაფინანსების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საბანკო ან/და სალიზინგო დაწესებულების გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ.

6. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას ან უმოქმედო საწარმოს რეაბილიტაციას.

7. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი გათვლილი უნდა იყოს ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებასა და ადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.

8. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ დაფინანსდება იურიდიული პირის მიერ წარდგენილი არაუმეტეს ერთი ბიზნესგეგმა. ამასთან იურიდიული პირი, რომელიც წარადგენს თანადაფინანსების პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ბენეფიციარს, არ შეიძლება იყოს მეორე კომპონენტის ბენეფიციარი.

მუხლი 6. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში პროექტების დამუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა

1. პოტენციური ბენეფიციარების მიერ ელექტრონულად წარდგენილი პროექტ(ებ)ის განხილვა და მათზე სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი პროცედურების მიხედვით:

ა) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, განაცხადების მიღებას ახორციელებს სააგენტო ელექტრონული ფორმით საკუთარი ვებგვერდის – www.apma.ge საშუალებით;

ბ) განაცხადის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოტენციური ბენეფიციარი ადგენს გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის პროექტს. პროექტის შედგენისას პოტენციური ბენეფიციარი ხელმძღვანელობს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტული კითხვარით;

გ) წარდგენილ პროექტს და მასზე საგრანტო ოფიცრის მიერ მომზადებულ დასკვნას განიხილავს წინასწარი განხილვის კომისია, სააგენტოს მიერ შემუშავებული დეტალური პროცედურების შესაბამისად;

დ) წინასწარი განხილვის კომისიის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო;

ე) პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ექსპერტიზის აუცილებლობის შემთხვევაში, ექსპერტიზას განახორციელებს შესაბამისი დარგის ექსპერტი. ექსპერტი განიხილავს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ პროექტს და წარადგენს დასკვნას. ექსპერტიზა შესაძლოა განხორციელდეს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის/ბიზნესგეგმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, ექსპერტიზის აუცილებლობას, ექსპერტის ვინაობასა და მის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო;

ვ) წინასწარი განხილვის კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უნდა შედგეს სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისი ბიზნესგეგმა, პოტენციური ბენეფიციარის ან სააგენტოს მიერ შერჩეული საკონსულტაციო კომპანიების/კონსულტანტების მიერ;

ზ) საფინანსო ინსტიტუტი განიხილავს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ბიზნესგეგმას, სააგენტოს წერილთან ერთად (წერილში მითითებული იქნება ის ძირითადი პარამეტრები, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბიზნესგეგმის განხილვისას) და იღებს პირობადებულ გადაწყვეტილებას – სესხი დამტკიცებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის ბიზნესგეგმა დამტკიცდება საგრანტო კომიტეტის მიერ (საგრანტო კომიტეტის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. საგრანტო კომიტეტის შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა).

2. პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ბანკის მიერ სესხის დამტკიცების სტანდარტულ წერილს;

ბ) შეთანხმებული ფორმატის ბიზნესგეგმას;

გ) სხვა დამატებით დოკუმენტაციას, რომელსაც განსაზღვრავს წინასწარი განხილვის კომისია, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

3. წინასწარი განხილვის კომისია განიხილავს წარდგენილ ბიზნესგეგმასა და დოკუმენტებს, შეიმუშავებს დასკვნას და მათი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, წარუდგენს ბიზნესგეგმასა და დასკვნას, თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად, საგრანტო კომიტეტს განსახილველად.

4. საგრანტო კომიტეტი განიხილავს სააგენტოს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

5. სააგენტოს და შემდგომ საგრანტო კომიტეტის მიერ ბიზნესგეგმისა და წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის რიგითობა განისაზღვრება პოტენციური ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენის თარიღით.

6. საგრანტო კომიტეტის მიერ თანადაფინანსებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო განიხილავს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და მათი საგრანტო კომიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში, აფორმებს ხელშეკრულებას ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ.

7. თანადაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 7. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დასაფინანსებელი ხარჯების სახეები და დაფინანსების წყაროები

1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია ახალი საწარმოების შექმნისათვის აუცილებელი შემდეგი დანახარჯების დაფინანსება (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტით):

ა) ძირითადი საშუალებების შეძენა ან/და ლიზინგით მიღება;

ბ) საწარმოს საბრუნავი სახსრები, მათ შორის, საოპერაციო ხარჯები;

გ) ტექნიკური დახმარებიდან გამომდინარე ხარჯები.

2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრულია ახალი საწარმოების დაფინანსების შემდეგი წყაროები:

ა) შეღავათიანი აგროკრედიტი/შეღავათიანი აგროლიზინგი;

ბ) სააგენტოს თანადაფინანსება;

გ) ბენეფიციარის თანამონაწილეობა.

3. დასაშვებია, ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნეს პროექტის დაფინანსების სხვა წყაროები.

მუხლი 8. შეღავათიანი აგროკრედიტი/შეღავათიანი აგროლიზინგი

1. თანადაფინანსების პროექტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულია შეღავათიანი აგროკრედიტით ან შეღავათიანი აგროლიზინგით დაფინანსების შემდეგი პირობები:

ა) შეღავათიანი აგროკრედიტის/აგროლიზინგის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოს თანადაფინანსების პროექტის ჯამური ღირებულების             50%-ს. ამასთან შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის/ აგროლიზინგ(ებ)ის მაქსიმალური მოცულობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოს პროექტზე არ უნდა აღემატებოდეს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარს, ამასთან:

ა.ა) იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში განაცხადის წარდგენის მომენტისთვის სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტით, მის მიერ თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მისაღები შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა ძირითადი საშუალების კომპონენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 1 500 000 ლარს;

ა.ბ) იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი თანადაფინანსების პროექტში მონაწილეობის განაცხადის წარდგენამდე არ სარგებლობდა შეღავათიანი აგროკრედიტით, მის მიერ შემდგომში შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტისთვის მოთხოვნილი შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს   1 500 000 ლარს, ამ განკარგულებით დამტკიცებული ორივე პროექტის (შეღავათიანი აგროკრედიტი და თანადაფინანსების პროექტი) ფარგლებში ჯამურად.

2. სესხის მაქსიმალური ვადა დგინდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.

3. საშეღავათო პერიოდი განისაზღვრება (თუ ბანკი და ბენეფიციარი სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან):

ა) საბრუნავი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში:

ა.ა) საპროცენტო სარგებელზე – არანაკლებ 12 თვისა;

ა.ბ) ძირითად თანხაზე – არანაკლებ 18 თვისა;

ბ) ძირითადი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში:          

ბ.ა) საპროცენტო სარგებელზე – არანაკლებ 12 თვისა;

ბ.ბ) ძირითად თანხაზე – არანაკლებ 24 თვისა.

4. სააგენტო განახორციელებს არაუმეტეს 66 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 68 თვის განმავლობაში.

5. სესხი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიწის შესაძენად, ხოლო სესხის თანხით შენობა-ნაგებობების შეძენა დასაშვებია მხოლოდ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან, საქართველოს მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისგან.

 6. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი და სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა დგინდება სესხის მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს ფიქსირებული ან მცურავი საპროცენტო განაკვეთი:

ა) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 16%-ისა

150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 15%-ისა

600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 14%-ისა;

 

ბ) მცურავი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

 

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა

150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა

600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა.

 

7. აგროლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს აგროლიზინგის გამცემის ინვესტიციის 21%-ს.

8. სააგენტოს მიერ გაიცემა 66 თვის მიზნობრივი თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება აგროლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიური 12%-ის ოდენობით 68 თვის განმავლობაში. მიზნობრივ თანადაფინანსებას სააგენტო გადაუხდის აგროლიზინგის მიმღებს, მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ.

მუხლი 9. სააგენტოს თანადაფინანსება

1. საკრედიტო/სალიზინგო დაფინანსებასთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულია ბენეფიციართა დაფინანსება სააგენტოს თანადაფინანსებით, შემდეგი პირობებით:

ა) პროექტის ბენეფიციარზე სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საფინანსო ან სალიზინგო დაწესებულების მიერ პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება და ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობის თანხის (პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%-ისა) საწარმოს კაპიტალში შეტანა;

ბ) სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის საერთო ღირებულების 40%-ით. სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარს და არ უნდა აღემატებოდეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარს. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ზე ნაკლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ჯამური ღირებულება აღემატება 1 500 000 ლარს.

2. სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა საკრედიტო ან სალიზინგო დაფინანსების პარალელურად.

3. სააგენტო თითოეული დასაფინანსებელი პროექტისათვის ინდივიდუალურად დაადგენს სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების თითოეული ტრანშის გახარჯვისთვის აუცილებელ წინაპირობებს.

4. სააგენტოს თანადაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შესაძენად.

5. დაუშვებელია სააგენტოს თანადაფინანსების გამოყენება:

ა) საწარმოს საბრუნავი სახსრების, მათ შორის, საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) მიწის ნაკვეთის შესაძენად;

გ) შენობა-ნაგებობების შესაძენად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეძენა ხორციელდება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისაგან.

6. თანადაფინანსების თანხის მშენებლობის ან/და რემონტის მიზნით გამოყენების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ექსპერტიზაგავლილი დეტალური ხარჯთაღრიცხვა. ხარჯთაღრიცხვისა და ჩატარებული სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების ექსპერტიზას განახორციელებენ სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირებიდან ერთ-ერთი, ბენეფიციარის შერჩევით. აღნიშნული არ ვრცელდება ამ პუნქტის ძალაში შესვლამდე საგრანტო კომიტეტის მიერ დამტკიცებულ პროექტებზე.

მუხლი 10. ბენეფიციარის თანამონაწილეობა

 პროექტის საკრედიტო/სალიზინგო დაფინანსებასა და სააგენტოს თანადაფინანსებასთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულია ბენეფიციართა თანამონაწილეობა შემდეგი პირობებით:

ა) ბენეფიციარის თანამონაწილეობა – პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%-ის ფულადი სახით საწარმოს კაპიტალში შეტანა. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობა აღემატება 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს, საწარმოს კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ბენეფიციარს უფლება აქვს, გადაჭარბებული თანხა არ შეიტანოს საწარმოს კაპიტალში, ასევე ბენეფიციარს უფლება აქვს, მოიძიოს დაფინანსების სხვა წყარო;

ბ) სააგენტოს თანადაფინანსების მისაღებად აუცილებელია, პროექტის ბენეფიციარმა განახორციელოს საკუთარი თანამონაწილეობის შესაბამისი ფულადი სახსრების შეტანა საწარმოს კაპიტალში.

მუხლი 11. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის სპეციალური პირობები

1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის სპეციალური პირობები ვრცელდება იმ პროექტ(ებ)ზე, რომლებიც განხორციელდება თიანეთის, ყაზბეგის, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.

2. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგი პრინციპით:

ა) სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების 60% -ით, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა;

ბ) შეღავათიანი საბანკო კრედიტი/ლიზინგი განისაზღვრება არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;

გ) ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%-ით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში დასაშვებია ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი საწარმოების თანადაფინანსება, სპეციალური პირობების შესაბამისად.

4. თანადაფინანსების სპეციალური პირობები ასევე გავრცელდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ახალი საწარმო(ები)ს შექმნის შემთხვევაში.

5. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ყველა სხვა პირობა უნდა გავრცელდეს უცვლელად, ამ მუხლით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტ(ებ)ზე.

მუხლი 12. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარ(ებ)ისთვის ტექნიკური დახმარება

1. ტექნიკური დახმარების მიმართულებებია:

ა) პოტენციური ბენეფიციარ(ებ)ის უზრუნველყოფა მანქანა-დანადგარებისა და მათი მიმწოდებლების შესახებ ინფორმაციით;

ბ) ნედლეულის პოტენციურ მიმწოდებლებთან სწორი კომუნიკაციის აწყობა, ახალი/რეაბილიტირებული საწარმოს შესაბამისი სტანდარტის ნედლეულით მომარაგების მიზნით;

გ) ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, მომსახურების მიმწოდებლებთან ბენეფიციარი საწარმოს დაკავშირება;

დ) მარკეტინგის სფეროში (მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების შესახებ) ბენეფიციარის ინფორმირება და ამ მიზნით შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირება;

ე) საწარმოში სააღრიცხვო საინფორმაციო სისტემების დანერგვის მიზნით, ბენეფიციარი საწარმოს მომსახურების მიმწოდებლებთან დაკავშირება;

ვ) საწარმოს საკვანძო პერსონალისა და მენეჯმენტის ტრენინგის ჩატარების ხელშეწყობა;

ზ) ბიზნესგეგმების მომზადება;

თ) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა.

2. ტექნიკური დახმარების ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საკონსულტაციო კომპანიების/კონსულტანტების მოძიებასა და ჩართვას პოტენციურ ბენეფიციართა მიერ ბიზნესგეგმების მომზადების პროცესში. ბიზნესგეგმების მომზადება განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული ბიზნესგეგმის ფორმატისა და შინაარსის, ასევე ფინანსური უწყისებისა და ცხრილების შესაბამისად;

ბ) პოტენციური ბენეფიციარების მიერ ბიზნესგეგმის მომზადების მომსახურების შესყიდვის ღირებულების სუბსიდირებას;

გ) საწარმოში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების (HACCP)/სტანდარტების (ISO22000:2005) დანერგვისა და დამოწმების/სერტიფიცირების თანადაფინანსებას;

დ) სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, შეიმუშავებს საკონსულტაციო კომპანიების/კონსულტანტების შესარჩევ კრიტერიუმებს;

ე) უზრუნველყოფს, სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საკონსულტაციო კომპანიების/კონსულტანტების ნუსხის შემუშავებას, რომლებიც განახორციელებენ საწარმოების სერტიფიცირებისათვის ან სისტემის დამოწმებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას.

 3. სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების (HACCP)/სტანდარტების (ISO22000:2005) დანერგვისა და დამოწმების/სერტიფიცირების თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობებით: სააგენტო დააფინანსებს საკონსულტაციო მომსახურების საერთო ღირებულების 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. საერთო ღირებულების არანაკლებ 20%-ს დააფინანსებს ბენეფიციარი. საკონსულტაციო მომსახურების ნაწილი შესაძლებელია დაფინანსდეს სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის, დონორი ორგანიზაციების მიერ.

4. საკონსულტაციო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

ა) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების (HACCP)/სტანდარტების (ISO22000:2005) დანერგვა და დამოწმება/სერტიფიცირება საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვის ვადაში;

ბ) სააგენტოს სასარგებლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიის ან საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული/დამოწმებული გარანტიის წარდგენა. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სააგენტოს მიერ გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება დგება მომსახურების – სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების (HACCP)/სტანდარტების (ISO22000:2005) დანერგვისა და დამოწმების/სერტიფიცირების შემდგომ.

5. სააგენტოს თანადაფინანსების გამოყოფის წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემების (HACCP)/სტანდარტების (ISO22000:2005) დანერგვისა და დამოწმების/სერტიფიცირების საერთო ღირებულების არანაკლებ 70%-ის მოძიების დადასტურება.

6. ტექნიკურ დახმარებაზე განაცხადების მიღებისა და თანადაფინანსების გამოყოფის პროცედურებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 13. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარის ვალდებულებები

 ბენეფიციარი ვალდებულია:

ა) შეუნარჩუნოს საწარმოს პროფილი საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების, მათ შორის, სააგენტოს თანადაფინანსების, საბანკო კრედიტის/ლიზინგისა და ბენეფიციარის თანამონაწილეობის სრულად ათვისებისა და მიზნობრივად გახარჯვის დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის, მაგრამ არაუგვიანეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვისა;

ბ) ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები (მათ შორის, შენობა-ნაგებობები) იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ. ამავდროულად დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია /მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.

მუხლი 14. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი

1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო.

2. მონიტორინგი განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

ა) პროექტით გათვალისწინებული ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვა;

ბ) საწარმოს მიერ პროფილის 2 წლის ვადით შენარჩუნება;

გ) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების კონტროლი;

დ) ბენეფიციარის მიერ ნაკისრი სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებები.

მუხლი 15. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეფასება

1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ახლად შექმნილი/რეაბილიტირებული საწარმოების რაოდენობა;

ბ) მუნიციპალიტეტების რაოდენობა, სადაც შეიქმნა ახალი/რეაბილიტირებული საწარმო;

გ) ახალი/რეაბილიტირებული საწარმოების შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა;

დ) წარმატებული საწარმოების (საწარმოები, რომლებიც პირვანდელი პროფილით ფუნქციონირებენ შექმნიდან 2 წლის შემდეგ) რაოდენობა და მათი პროცენტული წილი შექმნილი საწარმოების რაოდენობიდან;

ე) ახალი/რეაბილიტირებული საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულება;

ვ) ახალი/რეაბილიტირებული საწარმოების მიერ შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია;

ზ) ახალი/რეაბილიტირებული საწარმოების ნედლეულის მიმწოდებელთა რაოდენობა;

თ) ახალი/რეაბილიტირებული საწარმოების მიერ შექმნილი ნამატი ღირებულება (ამ მაჩვენებლის დასაანგარიშებლად შესამუშავებელია მეთოდოლოგია და შესაქმნელია საწარმოთა სტატისტიკური მონაცემების ბაზა);

ი) ახალ/რეაბილიტირებულ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა;

კ) ახალ/რეაბილიტირებულ საწარმოში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა.

2. სხვადასხვა ეტაპზე შესაძლებელია, განისაზღვროს თანადაფინანსების პროექტის შეფასების დამატებითი კრიტერიუმები.

მუხლი 16. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის მიზნები და ამოცანებია:

ა) პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა;

ბ) მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურებით თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება;

გ) ეფექტური კოოპერაციის ხელშეწყობა;

დ) ფერმერებისათვის მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა;

ე) შემნახველი საწარმოებისათვის სერვისის მიმწოდებლად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ვ) შემნახველი ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა.

მუხლი 17. ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პირობები

1. დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა.

2. შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას.

3. შემნახველ საწარმოს უნდა შეეძლოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამზადების სრული ციკლის უზრუნველყოფა.

4. შემნახველი საწარმო უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, რომლებსაც განსაზღვრავს სააგენტო და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.

5. შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრები გათვლილი უნდა იყოს შესაბამის რეგიონში წარმოებული პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (კერძოდ, ხილი, ბოსტნეული და კაკლოვნები) სპეციფიკაზე.

6. დადგენილია პირველადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სახეობების ჩამონათვალი: კურკოვანი, კენკროვანი, თესლოვანი, სუბტროპიკული, კაკლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი.

7. მუნიციპალიტეტში შემნახველი საწარმოს შექმნის მიზანშეწონილობა დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. მიზანშეწონილობის დასაბუთების მეთოდოლოგიას შეიმუშავებს სააგენტო, რომელსაც დაამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.

8. შემნახველი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის გარდა.

მუხლი 18. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის შეზღუდვები

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსება არ გავრცელდება:

1. მარცვლეულის შემნახველ საწარმოებზე.

2. რძისა და რძის პროდუქტების შემნახველ საწარმოებზე.

3. ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველ საწარმოებზე.

4. თევზისა და თევზპროდუქტების შემნახველ საწარმოებზე.

მუხლი 19. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის

ბენეფიციარი და მისი შესაბამისობის კრიტერიუმები

1. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს – საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი.

2. ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმო.

3. პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება შემნახველი საწარმოს შექმნა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების არანაკლებ 3/4-ისა (თითოეულ წევრს) უნდა ჰქონდეს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სადაც გაშენებულია ბაღი ან მოჰყავთ ბოსტნეული), რომელსაც არ გაასხვისებს/გადასცემს მესამე პირს დროებით სარგებლობაში, შემნახველი საწარმოს ბრუნვის გეგმით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობი უნდა იყოს შესაბამისობაში შესაქმნელი შემნახველი საწარმოს წარმადობასთან/მოცულობასთან. შესაბამისობის დეტალურ კრიტერიუმებს განსაზღვრავს სააგენტო და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.

მუხლი 20. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარის თანადაფინანსების სტრუქტურა და მიზნობრიობა

1. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია შემდეგი წყაროების გამოყენებით:

ა) სააგენტოს თანადაფინანსება – პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა;

ბ) შეღავათიანი აგროკრედიტი/აგროლიზინგი – პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;

გ) ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა – პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%-ისა, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.

2. დასაშვებია, ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნეს შემნახველი საწარმოს პროექტის დაფინანსების სხვა წყაროები.

3. პროექტის ჯამურ ღირებულებაში არ მოხდება შემდეგი ხარჯების გათვალისწინება: მიწის ღირებულება, საპროექტო სამუშაოები და საბრუნავი საშუალებების შესყიდვის ხარჯები (მათ შორის, საოპერაციო ხარჯები).

4. სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა საკრედიტო ან სალიზინგო დაფინანსების პარალელურად.

5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ით, ნაცვლად 40%-ისა და ამავდროულად, საკუთარი თანამონაწილეობა არ იქნება სავალდებულო.

6. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ყველა გამოყენებით, მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნა, მათ შორის, შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დღგ-ის, დანადგარების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულების ჩათვლით. ასევე დაფინანსდება დენის წყაროსთან მიერთების ხარჯები – ტრანსფორმატორის, შესაბამისი ენერგოკომპანიის მომსახურებისა და მოწყობილობების ღირებულებების ჩათვლით.

7. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსება არ გავრცელდება:

ა) მიწის შეძენაზე;

ბ) შენობა-ნაგებობების შეძენაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეძენა ხორციელდება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისაგან;

გ) არსებული შემნახველი საწარმოს ან შემნახველ საწარმოს კაპიტალში არსებული წილის შეძენა.

8. თანადაფინანსების პროექტის მე-8 მუხლის შესაბამისი პირობები გავრცელდეს „სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ კომპონენტზე.

მუხლი 21. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია

1. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, მუნიციპალიტეტში ახალი შემნახველი საწარმოს შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში – სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, საქმიანობის საგნის მითითებით;

დ) სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, შესაქმნელი შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრებისა და დაგეგმილი კულტურების შენახვის სპეციფიკის ურთიერთშესაბამისობის შესახებ;

ე) მშენებლობის დეტალური ხარჯთაღრიცხვისა და დანადგარების/აგრეგატების ღირებულების საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობის შესახებ ექსპერტიზაგავლილი დასკვნა, რომელსაც გასცემს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირებიდან ერთ-ერთი, ბენეფიციარის შერჩევით;

ვ) სამშენებლო/სამონტაჟო კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი და დანადგარების/აგრეგატების მიმწოდებლის ინვოისი/კონტრაქტი;

ზ) მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) სამშენებლო ნებართვა;

ი) მშენებლობისა და სამუშაოების განხორციელების ვადაში გაწერილი დეტალური გეგმა;

კ) საკუთარი თანამონაწილეობის თანხის კომპანიის კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ლ) შემნახველი საწარმოს შექმნისათვის საჭირო საბანკო/სალიზინგო დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

მ) პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების, მათ შორის, სააგენტოს თანადაფინანსების, საბანკო კრედიტის/ლიზინგისა და ბენეფიციარის თანამონაწილეობის სრულად ათვისებისა და მიზნობრივად გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ) შემნახველი საწარმოს ბრუნვის გეგმა, რომელიც მოიცავს: პროდუქციის მიღებას, შენახვას, გაცემას, გაწეულ მომსახურებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული დეტალური პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 22. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების გაცემის ეტაპები

 შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, თანადაფინანსების გაცემის ეტაპებია:

ა) განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა;

ბ) სააგენტოს მიერ დაფინანსების სტრუქტურირება – ტრანშების გაცემის წინაპირობებისა და მიზნობრიობების დადგენა;

გ) ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება;

დ) თანადაფინანსების გაცემა (გაიცემა ტრანშებად).

მუხლი 23. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარის ვალდებულებები

1. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარის ვალდებულებებია:

ა) შემნახველი საწარმოს შექმნიდან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს საწარმოს ფუნქციონირება;

ბ) შეუნარჩუნოს შემნახველ საწარმოს პროფილი, ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. შემნახველი საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების, მათ შორის, სააგენტოს თანადაფინანსების, საბანკო კრედიტის/ლიზინგისა და ბენეფიციარის თანამონაწილეობის სრულად ათვისებისა და მიზნობრივად გახარჯვის დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის, არაუგვიანეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვისა;

გ) ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები (მათ შორის, შენობა-ნაგებობები) იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ. ამავდროულად დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი;

დ) ბენეფიციარი ვალდებულია, უზრუნველყოს წარდგენილი ბრუნვის გეგმის შესრულება. ბრუნვის გეგმა შესრულებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება წარდგენილი გეგმის არანაკლებ 50%-ისა.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, დაუშვებელია კოოპერატივის წევრების რაოდენობისა და მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობის შემცირება, კოოპერატივის მიერ შემნახველი საწარმოს ბრუნვის გეგმით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

მუხლი 24. გარდამავალი დებულებები

თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 1 იანვრამდე საგრანტო კომიტეტის მიერ დამტკიცებულ პროექტებზე გავრცელდეს ამ განკარგულების ძალაში შესვლამდე არსებული თანადაფინანსების პროექტის პირობები.“.