„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1151
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
დანართი №1
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ითვალისწინებს ორ კომპონენტს: „შეღავათიან აგროკრედიტს“ და „შეღავათიან აგროლიზინგს“, რომელთა მიზანია მეწარმეთა/ფერმერთა უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.
2. პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
3. ამ პროექტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ა) აგროსაქმიანობა – სოფლის მეურნეობის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით;
ბ) ანუიტეტი − სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც გულისხმობს დროის თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გადახდას;
გ) არასტანდარტული გრაფიკი – ინდივიდუალურად შემუშავებული სესხის დაფარვის გრაფიკი;
დ) ბენეფიციარი − პირი/მხარე, რომელიც დასახელებულია (მაგ. ხელშეკრულებით) მატერიალური სარგებლის მიმღებად;
ე) გირავნობა − მოძრავი ქონების დაგირავება ამა თუ იმ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად;
ვ) გირაო − სესხის უზრუნველყოფა მოძრავი ქონებით;
ზ) დეპოზიტარი − დეპოზიტის მფლობელი;
თ) დეპოზიტი (ანაბარი) − გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, რომელიც მომხმარებელს გარკვეული ვადით განთავსებული აქვს საფინანსო ინსტიტუტში, საპროცენტო სარგებლის მიღების მიზნით;
ი) ეფექტური განაკვეთი − საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი;
კ) თავდაპირველი სესხი − სესხი, რომელიც არის გაცემული, სანამ მოხდება მისი რეფინანსირება ან რესტრუქტურიზაცია;
ლ) თავდები (თავდები პირი) − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებელია ამ ვალდებულების შესრულებაზე;
მ) ინვენტარი − ნივთების, საგნების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება წარმოების, დამუშავებისა და რეალიზაციის დროს;
ნ) ინფრასტრუქტურა − მეურნეობის იმ დარგების კომპლექსი, რომლებიც ემსახურება სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და განაპირობებს სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფართო გაგებით, იგი უზრუნველყოფს კვლავწარმოების პროცესის გარეგანი პირობების შექმნას, წარმოადგენს მეურნეობის განსაკუთრებულ სფეროს, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც წარმოების, ისე მიმოქცევის დარგებს;
ო) იპოთეკა − სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;
პ) იურიდიული პირი − განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და დებს გარიგებებს;
ჟ) კრედიტის ვადა − კრედიტის ვადა განისაზღვრება კრედიტის გამცემ ფინანსურ ორგანიზაციასა და კრედიტის მიმღებ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი დროის შესაბამისად;
რ) კრედიტის მიზნობრიობა − კონკრეტულ პროდუქტზე პროექტის მიხედვით წინასწარ დადგენილი სესხის გაცემის მიზანი;
ს) მეორადი უზრუნველყოფა − სესხის უზრუნველყოფა, რომლის გადახდის ალტერნატივად გამოყენება ხდება პირველადი უზრუნველყოფის ათვისების შემდეგ დარჩენილი დაუფარავი ვალდებულების შემთხვევაში;
ტ) მიწის ნორმატიული ფასი – სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სახეობის შესაბამისად დადგენილი სარეალიზაციო ფასი;
უ) მომწოდებლები – საქონლის ან/და მომსახურების მომწოდებელი სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ პროექტის ბენეფიციარებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას;
ფ) მსესხებელი − კრედიტის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ქ) პარალელური სესხი – ერთი მსესხებლის მიერ ორი ან მეტი დაუფარავი სესხი ერთი კომპონენტის ფარგლებში;
ღ) საბაზრო ღირებულება − ქონების ღირებულება შეფასების პერიოდისთვის ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით;
ყ) საბრუნავი საშუალებები – ფულადი სახსრები და ის მიმდინარე აქტივები, რომელთა ფულად ქცევა შესაძლებელია ერთი საოპერაციო ციკლის განმავლობაში;
შ) საგრანტო თანადაფინანსება – ბენეფიციართან საგრანტო შეთანხმების საფუძველზე შეთანხმებული წესით გამოყოფილი დაფინანსება;
ჩ) საკრედიტო რესურსი − კრედიტების გასაცემად განსაზღვრული თანხა;
ც) საკრედიტო პორტფელი − ყველა აქტიური სესხის სრული ჯამური ბალანსი;
ძ) სალიკვიდაციო ღირებულება − ქონების მოკლე ვადაში სარეალიზაციო ღირებულება;
წ) საპროცენტო განაკვეთი – საფინანსო ინსტიტუტის მიერ განსაზღვრული სესხის ძირითად თანხაზე დარიცხვის განაკვეთი;
ჭ) სასაქონლო კრედიტი − გამსესხებლის მიერ მსესხებელზე გაცემული სესხის ფორმა, რომელიც მსესხებელზე გაიცემა შემავსებლების სახით;
ხ) სასოფლო-სამეურნეო დამატებული ღირებულების რგოლი − პროდუქციის გასაღების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის ინფრასტრუქტურა; დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურა;
ჯ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებები – მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები;
ჰ) სასოფლო-სამეურნეო შემავსებლები − სათესი, სარგავი და გასანაყოფიერებელი მასალა, პესტიციდები, სასუქები, ვეტ. პრეპარატები და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საკვები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინვენტარი;
ჰ1) საფინანსო ინსტიტუტი – ბანკები და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციები;
ჰ2) საშეღავათო პერიოდი − პერიოდი, რომლის განმავლობაში მსესხებელს სავალდებულო წესით არ მოეთხოვება სესხის ძირითადი თანხის და/ან მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა;
ჰ3) სესხი/კრედიტი − საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული ფულადი სახსრები წინასწარ განსაზღვრული ვადით, პროცენტითა და მიზნობრიობით;
ჰ4) სესხის გაცემის (მომსახურების) საკომისიო − საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაწესებული ტარიფი, რომელსაც კლიენტი იხდის სესხის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის;
ჰ5) სესხის დაფარვის გრაფიკი − სესხის თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის წინასწარ განსაზღვრული მოცულობით და პერიოდულობით დაფარვის განრიგი;
ჰ6) სესხის რეფინანსირება − მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა ახალი სესხით;
ჰ7) სესხის საგარანტიო თანხა – საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მოცულობა განისაზღვრება გამსესხებლის მიერ მსესხებელთა სამეწარმეო პროექტების მიხედვით სესხის დაბრუნების რისკის დონის შესაბამისად;
ჰ8) სესხის წინსწრებით დაფარვა − ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე სესხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა;
ჰ9) სოფლის მეურნეობის საწარმოო საშუალებები − საწარმოს ქონება, რომელიც განკუთვნილია წარმოების პროცესში გამოყენებისთვის და არ არის გათვალისწინებული გასაყიდად (გამოსაყენებელი ქონება);
ჰ10) ტრანში − საკრედიტო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გასაცემი სესხის ნაწილი;
ჰ11) უზრუნველყოფა − მსესხებლის მიერ წარმოდგენილი საფინანსო ინსტიტუტისთვის მისაღები ნებისმიერი ქონება, რომლის რეალიზაციით საფინანსო ინსტიტუტი აინაზღაურებს კრედიტის დაუბრუნებლობით მიღებულ ზარალს;
ჰ12) უზრუნველყოფის კოეფიციენტი − ქონების სალიკვიდაციო ღირებულების თანაფარდობა გასაცემი სესხის თანხასთან;
ჰ13) ფიზიკური პირი − საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუძლია თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ქმედუნარიანობა);
ჰ14) ფინანსური თავდებობის წერილი (თავდებობა) − ვალდებულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც თავდებობის გამცემი წერილობით უდასტურებს საფინანსო ინსტიტუტს, მსესხებლის მიერ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში წარმოქმნილი ვალდებულების შესრულებას;
ჰ15) ფინანსური საშუალებები – (კაპიტალდაბანდება, სესხი, ფასიანი ქაღალდები);
ჰ16) ჩამოწერილი სესხი – სესხი, რომლის დაფარვა ვერ მოახერხა მსესხებელმა;
ჰ17) ძირითადი საშუალება − მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;
ჰ18) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმო − საწარმო, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად წარმოებას;
ჰ19) საგრანტო პროექტი − სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ გაცემული თანმხვედრი დაფინანსება;
ჰ20) ეკვივალენტი ლარში − უცხოურ ვალუტაში განსაზღვრული თანხის ეკვივალენტი ლარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის/ლიზინგის დამტკიცების დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
ჰ21) ეკვივალენტი დოლარში − საქართველოს ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრული თანხის ეკვივალენტი აშშ დოლარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის/ლიზინგის დამტკიცების დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
მუხლი 3. შეღავათიანი აგროკრედიტის მიზანი და კომპონენტები
1. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ასევე ფერმერების გამსხვილებისა და კოოპერაციის ხელშეწყობა.
2. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ ორი სახის შეღავათიან კრედიტს:
ა) შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;
ბ) შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის.
მუხლი 4. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის
1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების გარკვეული ნაწილის დაფინანსებას სააგენტოს მიერ.
2. სააგენტო უზრუნველყოფს სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი საპროცენტო თანხის თანადაფინანსებას ბენეფიციართან შეთანხმების საფუძველზე. პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო ახორციელებს სესხების მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას ახდენს დარღვევებზე.
3. „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ - კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა), მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.
4. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.
5. „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ - კომპონენტში სესხი გაიცემა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დასაფინანსებლად, შემდეგი მიზნობრიობით:
ა) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, მათ შორის:
ა.ა) მემცენარეობისთვის:
ა.ა.ა) ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
ა.ა.ბ) პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
ა.ა.გ) შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის;
ა.ა.დ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის რემონტისა და საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
ა.ა.ე) სათბურების კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
ა.ა.ვ) სასოფლო-სამეურნეო მიწების დაქირავება, მათი ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად გამოყენების მიზნით;
ა.ა.ზ) სარწყავი სისტემების რემონტი (მილების გამოცვლა/აღდგენა და სხვა);
ა.ბ) მეცხოველეობისთვის:
ა.ბ.ა) არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის (გარდა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისა), ფრინველის, თევზის შეძენა;
ა.ბ.ბ) პირუტყვის, ფრინველის, თევზის საკვების (მათ შორის, ორგანული საკვების) მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
ა.ბ.გ) ვეტ. პრეპარატების (მათ შორის, ორგანულის) მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
ა.ბ.დ) შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის;
ა.ბ.ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის რემონტისა და საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
ა.ბ.ვ) სამეურნეო შენობების კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
ა.ბ.ზ) საძოვრების, სათიბებისა და მეცხოველეობის ფერმის შენობების დაქირავება, სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდით;
ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემსყიდველი და/ან გადამამუშავებელი საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, კერძოდ:
ბ.ა) ყურძნის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით;
ბ.ბ) მანდარინის შეძენა შემდგომი რეალიზაციის და/ან გადამუშავების მიზნით;
ბ.გ) ატმის შეძენა შემდგომი რეალიზაციის და/ან გადამუშავების მიზნით;
ბ.დ) არასტანდარტული ვაშლის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით;
გ) დასაშვებია მიმდინარე სესხის რეფინანსირება, თუ აღნიშნული სესხი გაცემულია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შესაბამისი მიზნობრიობის ფარგლებში;
დ) დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები;
ე) რესტრუქტურიზებული სესხის საგრანტო თანადაფინანსება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად, არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას.
6. „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ - კომპონენტში სესხები არ გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:
ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, ტბორების, თევზის ავზებისა და მიწის შეძენა;
ბ) სავაჭრო დანიშნულების საბრუნავი საშუალებებისთვის (გარდა ატმის და მანდარინის გადამამუშავებელი/რეალიზატორი კომპანიებისთვის განკუთვნილი სესხებისა);
გ) სხვა არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაფინანსება;
დ) იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნების დაფინანსება;
ე) იმ პირობებით, რომლებიც ეწინააღმდეგება პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმებს.
7. პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.
8. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემსყიდველი და/ან გადამამუშავებელი საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე ერთი მიზნობრიობის ფარგლებში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 10 000 000 ლარამდე, ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში.
9. კრედიტის ვადა დამოკიდებულია მის მიზნობრიობაზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებების დაფინანსების მიზნით − მაქსიმალური ვადა 18 თვე;
ბ) ყურძნის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით − მაქსიმალური ვადა 15 თვე;
გ) მანდარინის შეძენა შემდგომი რეალიზაციის მიზნით - მაქსიმალური ვადა 6 თვე;
დ) მანდარინის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით − მაქსიმალური ვადა 12 თვე;
ე) ატმის შეძენა შემდგომი რეალიზაციის და/ან გადამუშავების მიზნით − მაქსიმალური ვადა 6 თვე;
ვ) არასტანდარტული ვაშლის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით - მაქსიმალური ვადა 12 თვე.
10. „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ - კომპონენტში სესხის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე.
11. საფინანსო ინსტიტუტის მიერ პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის დადგენილი უნდა იყოს შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 20 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 15%-ისა |
| 50 001 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 14%-ისა. |
12. სააგენტოს მონაწილეობა:
ა) საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების საგრანტო თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის პარალელურად;
ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობების ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული) სესხის (გარდა საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული სესხებისა) ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ საგარანტიო წერილით. მეორადი უზრუნველყოფა ძალაშია სესხის არანაკლებ 30%–ით პირველადი უზრუნველყოფის შემთხვევაში. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.
13. კრედიტის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 50 000 ლარამდე − 0.5%-ს;
ბ) 50 000 ლარი ან მეტი − 0.2%-ს.
14. სესხის საკუთარი სახსრებით ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, არ წარმოეშვება წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.
15. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.
16. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს კლიენტს ჯარიმა. ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
17. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით, შემოსავლების სტრუქტურიდან გამომდინარე. საშეღავათო პერიოდს, როგორც ძირითად თანხაზე, ასევე პროცენტზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.
18. სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებთან და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
19. სააგენტოს თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) სესხის სრულად დაფარვა;
ბ) მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, ვადაგადაცილების დროს საგრანტო თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან საგრანტო თანადაფინანსება წყდება, ხოლო მეორადი უზრუნველყოფა რჩება ძალაში;
გ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება;
დ) ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ პარალელური სესხების გაცემა;
ე) სესხის გაცემისას მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სააგენტოსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობა;
ვ) მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, მიზნობრიობის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის აღებული სესხის თანხის ათვისება განხორციელდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნობრიობათა ფარგლებში.
20. თანადაფინანსებისა და მეორადი უზრუნველყოფის შეწყვეტის თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
21. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემსყიდველი და/ან გადამამუშავებელი საწარმოებისთვის განსაზღვრული სესხების გაცემისთვის სპეციალური (დამატებითი ან/და შეცვლილი) პირობები მტკიცდება სააგენტოს გამგეობის მიერ, ცალკე დოკუმენტის სახით. საბრუნავი საშუალებების კომპონენტსა და სპეციალურ პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სპეციალურ პირობებს.
მუხლი 5. შეღავათიანი აგროკრედიტის სპეციალური პირობები ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის
1. „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ – კომპონენტში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ ყურძნის შესაძენად, შეღავათიანი პირობებით.
2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა ყოველი წლის 15 აგვისტოდან - 1 ნოემბრამდე, მთავრობის ყოველწლიური გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. კრედიტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო.
4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 000 ლარს, ხოლო კრედიტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 თვეს. 2014 წელს ყურძნის შესყიდვის მიზნით გაცემულ სესხებზე, ბენეფიციარსა და ბანკს შორის შეთანხმების საფუძველზე, დასაშვებია სესხის არსებული 15 თვიანი ვადის არაუმეტეს 6 თვით გახანგრძლივება (არსებული პირობების შენარჩუნებით).
5. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.
6. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ ყურძნის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს ყურძნის შეძენას.
7. ყოველი წლის 1 ნოემბრის შემდეგ, სააგენტო სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოსგან მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ ყურძნის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარი საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.
8. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი პარალელური სესხების გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სესხის მაქსიმალურ თანხას.
9. რესტრუქტურიზებული სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია ამავე კომპონენტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება.
10. დასაშვებია პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება სესხის თანხა, ვადა და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.
11. დაუშვებელია კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით სხვა სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა ამავე კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ისა.
12. დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 20 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 15%-ისა |
| 50 001 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 14%-ისა |
| 100 001 ლარიდან 400 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 13%-ისა |
| 400 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 12%-ისა |
| 1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 11%-ისა |
| 5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 10-%ისა. |
13. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად.
14. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, მიცემული უნდა იქნეს ყოველი წლის 1 დეკემბრამდე. 1 დეკემბრის შემდეგ, საშეღავათო პერიოდს, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.
15. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 4 000 000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: კომპონენტის სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (50 000 000 ლარი წლიურად) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (15 თვე) და გამრავლებული ანუიტეტის სავარაუდო კოეფიციენტზე (0.8).
მუხლი 6. შეღავათიანი აგროკრედიტის სპეციალური პირობები ატმის ან/და არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის
1. „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ − კომპონენტი ატმისა ან/და არასტანდარტული ვაშლის მოსავლის შემსყიდველი საწარმოებისათვის მიზნად ისახავს ატმის შემსყიდველი (მათ შორის, ატმის დამხარისხებელი და შემფუთავი, ასევე ატმის ექსპორტიორი საწარმოებისთვის) ან/და არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელი საწარმოების მიერ მხოლოდ ატმის ან/და არასტანდარტული ვაშლის შესასყიდად საჭირო საბრუნავი სახსრების შეღავათიანი პირობებით დაფინანსებას.
2. კრედიტი გაიცემა: ატმის შემთხვევაში − 20 ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში − 10 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, მთავრობის ყოველწლიური გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროსესხების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 000 ლარს. სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს − ატმის შემთხვევაში, ხოლო 12 თვეს - არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში.
5. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.
6. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ ატმის ან/და არასტანდარტული ვაშლის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს ატმის ან/და არასტანდარტული ვაშლის შეძენას.
7. სააგენტო ატმის შემთხვევაში ყოველი წლის 20 აგვისტოს შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ ატმის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ, ხოლო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფისგან ყოველი წლის 20 ნოემბრის შემდეგ მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო აცნობებს პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებს მათი ბენეფიციარების მიერ ამ კომპონენტის ფარგლებში მიღებული აგროკრედიტის მიზნობრივი ხარჯვის მოცულობას.
8. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი პარალელური სესხების გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს 5 000 000 ლარს.
9. რესტრუქტურიზებული სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია ამავე კომპონენტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება.
10. დასაშვებია პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება სესხის თანხა, ვადა და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.
11. დაუშვებელია კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხებით სხვა სესხების რეფინანსირება, გარდა ამავე კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხებისა.
12. დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 20 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 15%-ისა |
| 50 001 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 14%-ისა |
| 100 001 ლარიდან 400 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 13%-ისა |
| 400 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 12%-ისა |
| 1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 11%-ისა. |
13. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად.
14. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე პროცენტის გადახდაზე, მიცემული უნდა იქნეს არა უადრეს ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე − ატმის შემთხვევაში, ხოლო არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში − მომდევნო წლის 15 იანვრამდე.
15. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა ატმის შემთხვევაში შეადგენს 1 125 000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
კომპონენტის სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (25 000 000 ლარი წლიურად) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (6 თვე).
16. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა არასტანდარტული ვაშლის შემთხვევაში შეადგენს 400 000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: კომპონენტის სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (5 000 000 ლარი წლიურად) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (12 თვე).
მუხლი 7. შეღავათიანი აგროკრედიტის სპეციალური პირობები მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის
1. „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ - კომპონენტი მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის მიზნად ისახავს მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის მხოლოდ მანდარინის შესასყიდად საჭირო საბრუნავი სახსრების შეღავათიანი პირობებით დაფინანსებას.
2. კრედიტი გაიცემა ყოველი წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მთავრობის ყოველწლიური გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროსესხების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 000 ლარს, ხოლო სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) სტანდარტული მანდარინის შემთხვევაში − 6 თვეს;
ბ) არასტანდარტული მანდარინის შემთხვევაში − 12 თვეს.
5. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.
6. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ მანდარინის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს მანდარინის შეძენას.
7. მომდევნო წლის 1 იანვრის შემდეგ, სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ მანდარინის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარ საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.
8. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი პარალელური სესხების გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ თანხას.
9. რესტრუქტურიზებული სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია ამავე კომპონენტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება.
10. დასაშვებია პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება სესხის თანხა, ვადა და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.
11. დაუშვებელია კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით სხვა სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა ამავე კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ისა.
12. დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 20 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 15%-ისა |
| 50 001 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 14%-ისა |
| 100 001 ლარიდან 400 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 13%-ისა |
| 400 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 12%-ისა |
| 1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 11%-ისა |
| 5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 10%-ისა. |
13. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის 8 %-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად.
14. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე პროცენტის გადახდაზე, მიცემული უნდა იქნეს არა უადრეს მომდევნო წლის 1 თებერვლამდე.
15. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა სტანდარტული მანდარინის შემთხვევაში შეადგენს 1 200 000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (30 000 000 ლარი წლიურად) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (6 თვე).
16. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა არასტანდარტული მანდარინის შემთხვევაში შეადგენს 800 000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (10 000 000 ლარი წლიურად) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (12 თვე).
მუხლი 8. „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებების“ დაფინანსებისთვის
1. „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ - კომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების გარკვეული ნაწილის დაფინანსებას სააგენტოს მიერ.
2. სააგენტო უზრუნველყოფს სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი საპროცენტო თანხის თანადაფინანსებას ბენეფიციართან შეთანხმების საფუძველზე.
3. პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო ახორციელებს სესხების მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას ახდენს დარღვევებზე.
4. ამ კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი − მხოლოდ 20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი დოლარში) 30 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარში), სესხების შემთხვევაში;
ბ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმე) − ნებისმიერი თანხის სესხების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა), მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი − ნებისმიერი თანხის სესხების შემთხვევაში.
5. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.
6. „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ კომპონენტში სესხი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოების დასაფინანსებლად, შემდეგი მიზნობრიობით:
ა) გადამამუშავებელი საწარმოები:
ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;
ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება;
ა.გ) ჩაის წარმოება და/ან დაფასოება;
ა.დ) ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;
ა.ე) კაკლისა და თხილის გადამუშავება;
ა.ვ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;
ა.ზ) მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;
ა.თ) თამბაქოს წარმოება;
ა.ი) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
ა.კ) სასაკლაოს მოწყობა;
ა.ლ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;
ა.მ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება;
ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:
ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;
ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;
ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;
ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;
ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;
ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის;
გ) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები:
გ.ა) მეცხოველეობის ფერმა. მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში, სააგენტო შეიმუშავებს ფერმის კრიტერიუმებს;
გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;
გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;
გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;
გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;
გ.ვ) თევზის წარმოება;
გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;
გ.თ) საჩითილეები და სანერგეები;
გ.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა.
7. შესაძლებელია, დაფინანსდეს შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობა:
ა) არსებული შენობების, სათბურების, თევზის ავზებისა და ტბორების მოწყობა, რემონტი;
ბ) ახალი შენობების, სათბურების, თევზის ავზების და ტბორების აშენება, მოწყობა, რემონტი;
გ) ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკისა და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარებისა და სხვა შეძენა, მონტაჟი, რემონტი;
დ) შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნების და შენახვის სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი, რემონტი;
ე) წყლის ჭაბურღილის მოწყობა, წყლის, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის მოწოდების წყაროებზე და კანალიზაციაზე მიერთება;
ვ) შემდეგი შესაფუთი მასალების წარმოება:
ვ.ა) ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის შესანახი და გადასაადგილებელი ხის, მუყაოსა და პლასტმასის ყუთები;
ვ.ბ) ალკოჰოლური სასმელების ჩამოსასხმელი მინისა და თიხის ბოთლები, საცობები;
ვ.გ) საკონსერვო და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქციისთვის მინის, თუნუქის, მუყაოს ასეპტიკური და პლასტმასის ტარა, ხუფები;
ზ) საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეც-ტექნიკისა და მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლისა და სხვა) შეძენა, რემონტი;
თ) სანაშენე და მაღალპროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის, თევზის, ძვირფასბეწვიანი ცხოველების, ფუტკრის ოჯახის შეძენა. მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში, სააგენტო შეიმუშავებს ყიდვა-გაყიდვის პროცედურას;
ი) მრავალწლიანი კულტურების გაშენება, მოვლა-მოყვანა და აღდგენა, მათ შორის:
ი.ა) ვაზის საღვინე, საქიშმიშე და სუფრის ჯიშები;
ი.ბ) ხილის კურკოვანი და თესლოვანი ჯიშები;
ი.გ) კაკლოვანი კულტურები;
ი.დ) კენკროვანი კულტურები;
ი.ე) ციტრუსოვნები და სხვა სუბტროპიკული კულტურები;
ი.ვ) ჩაი, დაფნა და სხვა ტექნიკური კულტურები;
ი.ზ) მრავალწლიანი ყვავილები;
ი.თ) მერქნის მომცემი და სწრაფადმზარდი მცენარეების სახეობები;
კ) საჩითილეებისა და სანერგეების მოწყობა;
ლ) სარწყავი სისტემების მოწყობა;
მ) მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) რემონტი;
ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტროღობე);
ო) მემცენარეობისთვის და მეცხოველეობისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა.
8. დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:
ა) მიწის შეძენა;
ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების, სათბურების და სხვა შეძენა;
გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) შეძენა, რემონტი;
დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების შეძენა, რემონტი;
ე) მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა.
9. ამ კომპონენტით შესაძლებელია, დაფინანსდეს ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები.
10. „საგრანტო პროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტების (მათ შორის, პარალელური სესხების) მოცულობებს, საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსების პროპორციებს, მიზნობრიობას (მათ შორის, ისეთ მიზნობრიობას, რომელიც არ არის ამ მუხლით განსაზღვრული ან აკრძალული) და ტრანშების გაცემის ვადებს განსაზღვრავს საგრანტო პროექტი.
11. ამ კომპონენტით დაფინანსდებიან საწარმოები, რომლებიც გადაამუშავებენ ადგილობრივ ნედლეულს და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაზე და არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.
12. დასაშვებია მიმდინარე სესხის რეფინანსირება, თუ აღნიშნული სესხი გაცემულია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში.
13. დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.
14. რესტრუქტურიზებული სესხის საგრანტო თანადაფინანსება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია პროექტის ფარგლებში და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება, ან სააგენტოს ვალდებულების ჯამური თანხა რესტრუქტურიზებულ სესხში არ აღემატება წინა სესხით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამურ თანხას.
15. ამ კომპონენტით სასესხო თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი დოლარში) 600 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარში), ვადა − არაუმეტეს 84 თვისა.
16. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი დოლარში) 30 000 აშშ დოლარის (ან ეკვივალენტი ლარში) ჩათვლით. | არაუმეტეს 15%-ისა |
| 30 001 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში | არაუმეტეს 14%-ისა |
| 100 001 აშშ დოლარიდან 200 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში | არაუმეტეს 13%-ისა |
| 200 001 აშშ დოლარიდან 600 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში | არაუმეტეს 12%-ისა. |
17. სააგენტოს მონაწილეობა:
ა) საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების საგრანტო თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის პარალელურად;
ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობების ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული) სესხის (გარდა საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული სესხებისა) ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ საგარანტიო წერილით. მეორადი უზრუნველყოფა ძალაშია სესხის არანაკლებ 30%–ით პირველადი უზრუნველყოფის შემთხვევაში. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%–ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 50%–ის ოდენობით.
18. კრედიტის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 50 000 ლარამდე − 0.5%-ს;
ბ) 50 001 ლარი ან მეტი − 0.2%-ს.
19. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, კლიენტს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არ წარმოეშვება წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.
20. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს კლიენტს ჯარიმა. ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
21. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.
22. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით, შემოსავლების სტრუქტურიდან გამომდინარე. საშეღავათო პერიოდს, როგორც ძირითად თანხაზე, ასევე პროცენტზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.
23. სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებთან და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
24. სააგენტოს თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა შეწყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) სესხის სრულად დაფარვა;
ბ) მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, ვადაგადაცილების დროს საგრანტო თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან საგრანტო თანადაფინანსება წყდება, ხოლო მეორადი უზრუნველყოფა რჩება ძალაში;
გ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება;
დ) ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამოდ პარალელური სესხების გაცემა;
ე) სესხის გაცემისას მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სააგენტოსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობა;
ვ) მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, მიზნობრიობის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ძირითადი საშუალებებისთვის აღებული სესხის თანხის ათვისება განხორციელდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნობრიობათა ჩამონათვალის ფარგლებში;
ზ) როდესაც ძირითადი საშუალებების დაფინანსებისთვის აღებული სესხით ხდება საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ბენეფიციარს შეუწყდება სააგენტოს თანადაფინანსება სესხის თანხის იმ ნაწილზე, რომელიც გამოიყენა საბრუნავი საშუალებებისთვის და მოეთხოვება თანადაფინანსების სახით გადახდილი თანხის სააგენტოსთვის დაბრუნება. ამ შემთხვევაში, მეორადი უზრუნველყოფა რჩება ძალაში სესხის მხოლოდ მიზნობრივად ათვისებულ ნაწილზე. აღნიშნული არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ბენეფიციარებზე.
25. თანადაფინანსებისა და მეორადი უზრუნველყოფის შეწყვეტის თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
26. საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის განსაზღვრული სესხების გაცემისთვის სპეციალური (დამატებითი ან/და შეცვლილი) პირობები მტკიცდება სააგენტოს გამგეობის მიერ, ცალკე დოკუმენტის სახით. ძირითადი საშუალებების კომპონენტსა და სპეციალურ პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სპეციალურ პირობებს.
მუხლი 9. შეღავათიანი აგროკრედიტისა და აგროლიზინგის სპეციალური პირობები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის
1. შეღავათიანი აგროკრედიტის და აგროლიზინგის სპეციალური პირობები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისათვის მიზნად ისახავს მხოლოდ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის დაფინანსებას, როგორც შეღავათიანი საბანკო სესხით, ასევე შეღავათიანი სალიზინგო პირობებით.
2. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო საწარმო − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო;
ბ) თვითმმართველი ერთეულის საწარმო − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა თვითმმართველი ერთეული;
გ) სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო − სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოს შვილობილი საწარმო, ან სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრებით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებული საწარმოები, სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მეშვეობით დაფინანსებული საწარმოები. ასევე სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოები, რომლებიც მართვის უფლებით გადაცემულია მესამე პირებზე.
3. ბენეფიციარები არიან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოპოვებული ექნებათ საგრანტო თანადაფინანსება.
4. ერთი განსახილველი პროექტის ღირებულება არ უნდა იყოს 200 000 აშშ დოლარზე ნაკლები.
5. სესხის/ლიზინგის გასაცემად დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
ა) სესხების/ლიზინგების მაქსიმალური მოცულობა (მათ შორის, პარალელური სესხების/ლიზინგების გაცემის შემთხვევაში) არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ჯამური ღირებულების 50 (ორმოცდაათი)%-ს, ამავდროულად, სესხების/ლიზინგების მაქსიმალური მოცულობა (მათ შორის, პარალელური სესხების/ლიზინგების გაცემის შემთხვევაში) შეადგენს მაქსიმუმ 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარს ან ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;
ბ) გაცემულ სესხზე/ლიზინგზე ვადა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმუმ 84 თვეს;
გ) საშეღავათო პერიოდი ძირითადი საშუალებების შესაძენ სესხზე/ ლიზინგზე არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები საპროცენტო განაკვეთზე და 24 თვეზე ნაკლები ძირითად თანხაზე, ხოლო საბრუნავი საშუალებების შესაძენად გაცემულ სესხზე − არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები საპროცენტო განაკვეთზე და 18 თვეზე ნაკლები ძირითად თანხაზე, თუ ბანკი და მეწარმე სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.
6. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით/ აგროლიზინგით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის/ სალიზინგო კომპანიის პირობებს და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.
7. შეღავათიანი აგროკრედიტის/აგროლიზინგის გაცემა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:
ა) ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;
ბ) თევზის გადამუშავება, თევზპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;
გ) რძის გადამუშავება; რძის პროდუქტების წარმოება;
დ) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;
ე) კაკლის, თხილის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;
ვ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;
ზ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
თ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
ი) ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);
კ) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);
ლ) თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება.
8. სესხები/ლიზინგი არ გაიცემა შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოებზე:
ა) მეღვინეობა (ღვინის წარმოება);
ბ) სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება;
გ) ხორბლის წისქვილი (ხორბლის ფქვილის წარმოება).
9. სესხი/ლიზინგი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული მიწის (მათ შორის, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების) შესაძენად, ხოლო სესხის თანხით შენობა-ნაგებობების შეძენა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისგან.
10. ამ კომპონენტით დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი აშშ დოლარში) 30 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში | არაუმეტეს 15%-ისა |
| 30 001 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში | არაუმეტეს 14%-ისა |
| 100 001 აშშ დოლარიდან 200 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში | არაუმეტეს 13%-ისა |
| 200 001 აშშ დოლარიდან 500 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში | არაუმეტეს 12%-ისა. |
11. ეკვივალენტი თანხა იანგარიშება სესხის დამტკიცების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
12. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად.
13. ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 15%-ს.
14. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება განისაზღვრება ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 12%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ.
15. სესხის ან ლიზინგის გამცემის მიერ სესხის/ლიზინგის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ახალი საწარმოს მიერ შექმნილი და/ან შეძენილი ნებისმიერი აქტივით (ძირითადი საშუალებები, სასაქონლო მარაგები და სხვა). მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია, ბანკის მიერ მოთხოვნილ იქნეს დამატებითი გირაო.
მუხლი 10. შეღავათიანი აგროლიზინგი
1. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
| ა) ლიზინგი
| ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისთვის განსაზღვრული ქონების ხელშეკრულებაში დათქმული ვადით სარგებლობაში გადაცემა, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ლიზინგის მიმღების მიერ დადგენილი პერიოდულობით საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამო-ქალაქო კოდექსის 576-ე მუხლით; |
| ბ) ლიზინგის გამცემი
| პროექტში მონაწილე სალიზინგო კომპანია, რომელთანაც სააგენტო გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას; |
| გ) ლიზინგის მიმღები | ნებისმიერი მეწარმე ფიზიკური პირი ან მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ლიზინგის მიმღებს სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და რომელიც აკმაყოფილებს შეღავათიანი აგროლიზინგის მოთხოვნებს; |
| დ) ლიზინგის ხელშეკრულება | ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულება, ყველა დანართით, ცხრილებით, ცვლილებებითა და დამატებებით; |
| ე) ლიზინგის საგანი
| ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგის ხელშეკ-რულების საფუძველზე გადაცემული ქონება; |
| ვ) ლიზინგის ვადა | ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის შეთანხმებული ვადა, რომლითაც ლიზინგის გამცემი ლიზინგის საგანს გადასცემს ლიზინგის მიმღებს; |
| ზ) მომწოდებელი | ლიზინგის საგნის მომწოდებელი; |
| თ) შეღავათიანი აგროლიზინგის გაცემის კრიტე- რიუმები | სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტე-რიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სააგენტო მოახდენს ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის არსებული ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის თანადაფინანსებას; |
| ი) ლიზინგის საგ- ნის ღირებულება | ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ლიზინგის საგნის ხელშეკ-რულებით დადგენილი ღირებულება; |
| კ) ლიზინგის მიმ- ღების თანამო- ნაწილეობა | ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებიდან ავანსად გადასახდელი თანხა; |
| ლ) ლიზინგის გამ- ცემის ინვესტი- ცია | ლიზინგის გამცემის მიერ დაფინანსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ის ნაწილი, რომელსაც დაერიცხება წლიური სარგებელი; |
| მ) სალიზინგო საზღაური | ლიზინგის მიმღების მიერ პერიოდულად გადასახდელი თანხები, ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით; |
| ნ) დარიცხული სარგებელი | ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე დარიცხული წლიური სარგებელი; |
| ო) მიზნობრივი თანადაფინან- სება | სააგენტოს მიერ ლიზინგის მიმღებისთვის გადასახდელი სალიზინგო საზღაურის თანადაფინანსების თანხა; |
| პ) საგრანტო პროექტი | სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანა-დაფინანსების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სააგენტო; |
| ჟ) გრანტი | სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანა-დაფინანსების პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ გაცემული თანმხვედრი დაფინანსება. |
2. აგროლიზინგის კომპონენტი ემსახურება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეღავათიანი აგროლიზინგის დაფინანსებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ქმნიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა), ან ეწევიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნებისმიერი სახით გადამუშავებას (შენახვა, დაფასოება, გადამუშავება), ან აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთ მასალებს, ასევე ის საწარმოები, რომელთაც საგრანტო პროექტის ფარგლებში დამტკიცებული აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსება.
3. აგროლიზინგის კომპონენტი დაფინანსდება შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის ბიუჯეტიდან (არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე).
4. სააგენტო უზრუნველყოფს სალიზინგო საზღაურის ნაწილის თანადაფინანსებას ლიზინგის მიმღებთან შეთანხმების საფუძველზე.
5. სააგენტო, ლიზინგის გამცემთან გააფორმებს ხელშეკრულებებს და დაადგენს ლიზინგის გამცემისთვის შესაბამისობის კრიტერიუმებს, ვადებსა და პირობებს, რომლებიც ამ უკანასკნელმა უნდა დააკმაყოფილოს სააგენტოს თანამონაწილეობის სანაცვლოდ.
6. პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო განახორციელებს შეღავათიანი აგროლიზინგის მიმღების (ბენეფიციარის) მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე.
7. შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა).
8. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროლიზინგით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ლიზინგის გამცემის მიერ ასეთი ტიპის ლიზინგის გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.
9. ამ კომპონენტით ისარგებლებენ ის სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რომლებიც გადაამუშავებენ ადგილობრივ ნედლეულს და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს.
10. ამ კომპონენტით გათვალისწინებულია ახალი და არსებული სასოფლო–სამეურნეო საწარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვის დაფინანსება, მათ შორის:
ა) გადამამუშავებელი საწარმოები:
ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;
ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება;
ა.გ) ჩაის, დაფნის წარმოება და დაფასოება;
ა.დ) ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;
ა.ე) ციტრუსის გადამუშავება;
ა.ვ) კაკლისა და თხილის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;
ა.ზ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;
ა.თ) მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;
ა.ი) თამბაქოს წარმოება;
ა.კ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
ა.ლ) სასაკლაოს მოწყობა;
ა.მ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;
ა.ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება;
ა.ო) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა), მხოლოდ საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული აგროლიზინგის შემთხვევაში;
ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:
ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;
ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;
ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;
ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;
ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;
ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის;
გ) პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოები:
გ.ა) მეცხოველეობის ფერმა;
გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;
გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;
გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;
გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;
გ.ვ) თევზის წარმოება;
გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;
გ.თ) საჩითილეები და სანერგეები;
გ.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა.
11. შეღავათიანი აგროლიზინგით შესაძლებელია, დაფინანსდეს ლიზინგის გამცემის მიერ:
ა) ახალი და/ან მეორადი მანქანა-დანადგარების იმპორტი;
ბ) საქართველოში უცხოური ან ადგილობრივი წარმოების ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა;
გ) ლიზინგის გამცემის ბალანსზე არსებული მეორადი მანქანა-დანადგარების ლიზინგის მიმღებზე გადაცემა იმ პირობით, რომ ლიზინგის საგანი არ არის შეძენილი ლიზინგის მიმღებისგან ან მასთან დაკავშირებული პირისგან.
12. ამ კომპონენტის ფარგლებში დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის ლიზინგი:
ა) მიწის ლიზინგი;
ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების ლიზინგი;
გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) ლიზინგი;
დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების ლიზინგი;
ე) საოფისე ფართის ლიზინგი.
13. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაზე ან არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.
14. ერთ ბენეფიციარზე ლიზინგის გამცემის ინვესტიციის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 20 000 ლარით (ან ეკვივალენტი დოლარში) და არაუმეტეს 600 000 აშშ დოლარით (ან ეკვივალენტი ლარში), ხოლო ლიზინგის მაქსიმალური ვადა − 84 თვით, ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, მაქსიმალური თანხა განისაზღვრება 500 000 აშშ დოლარით (ან ეკვივალენტი ლარში).
15. შეღავათიანი აგროლიზინგის ერთი პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია გაიცეს რამდენიმე ლიზინგი. აღნიშნულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის ინვესტიციების ჯამური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 20 000 ლარი (ან ეკვივალენტი აშშ დოლარში) და არაუმეტეს 600 000 აშშ დოლარი (ან ეკვივალენტი ლარში), ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ლარში.
16. პროექტის ფარგლებში დასაშვებია ერთ ბენეფიციარზე ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტისა და შეღავათიანი აგროლიზინგის თანადაფინანსება, იმ პირობით, რომ ამგვარი ლიზინგ(ებ)ისა და სესხ(ებ)ის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 600 000 აშშ დოლარს (ან ეკვივალენტი ლარში, ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარს (ან ეკვივალენტი ლარში).
17. ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 15%-ს.
18. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება განისაზღვრება ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 12%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ.
19. შეღავათიანი აგროლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი სალიზინგო საზღაურის 4%-ს. ხოლო სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, შეღავათიანი აგროლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში − სალიზინგო საზღაურის 2%-ს.
20. ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემისთვის აღნიშნულის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
21. ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, დაარიცხოს ლიზინგის მიმღებს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული სალიზინგო საზღაურის არაუმეტეს 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
22. სალიზინგო საზღაურის გადახდა ხდება ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის, ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით.
23. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსებული სალიზინგო ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო უფლებამოსილია, ჩაატაროს ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მონიტორინგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარკვევის მიზნით. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
24. მიზნობრივი თანადაფინანსება ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე დარიცხული სარგებლის 12%-ის ოდენობით, სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, გაიცემა მას შემდეგ, რაც ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ხელი მოეწერება ლიზინგის ხელშეკრულებას და ლიზინგის მიმღები განახორციელებს სალიზინგო საზღაურის გადახდას.
25. თუ ლიზინგის გამცემი გადაწყვეტს რომელიმე სალიზინგო პროექტის განხილვას, მას შეუძლია, სააგენტოს მიმართოს თხოვნით, მიიღოს ინფორმაცია იმის თაობაზე, ხომ არ განიხილება მსგავსი პროექტი სხვა საფინანსო ინსტიტუტის ან ლიზინგის გამცემის მიერ, მაგრამ ამავდროულად, ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს თავისი პროექტის შესახებაც. ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არ გასცეს ლიზინგი სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.
26. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება შეწყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის მთლიანი ფასის სრულად გადახდა;
ბ) ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ვადაგადაცილების დროს მიზნობრივი თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის გამოთხოვის შემთხვევაში – წყდება;
გ) ლიზინგის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად იზრდება სააგენტოს მიერ დადგენილი ლიზინგის მაქსიმალური ვადა და/ან მიზნობრივი თანადაფინანსების თანხა;
დ) ლიზინგის გამცემის მიერ დარღვეულ იქნა სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. ასეთ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია, ლიზინგის გამცემს დააკისროს პირგასამტეხლო და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
ე) საგრანტო პროექტის ფარგლებში აგროლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში საწარმოს შეეცვალა პროფილი. პროფილის შენარჩუნება გულისხმობს საგრანტო პროექტის ფარგლებში შესაბამისი ბიზნესგეგმით გათვალისწინებული საწარმოო გეგმის შესრულებას;
ვ) ლიზინგის გაცემისას დარღვევების დაფიქსირება. ასეთ დროს საფინანსო ინსტიტუტს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
27. საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების მიმართ სააგენტოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ლიზინგის გამცემი ვალდებულია, თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა გადასცეს სააგენტოს.
28. სააგენტო უფლებამოსილია, თავად მოახდინოს ლიზინგის საგნის რეალიზაცია, 27-ე პუნქტში მითითებული პირობის დაცვით. აღნიშნული მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, განათავსოს ლიზინგის საგნის რეალიზაციის თაობაზე ინფორმაცია საკუთარ (ან კონტრაქტორი პირის) ვებგვერდზე, სალიზინგო კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული ფასით.
29. საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება საშეღავათო პერიოდი, რომელიც უნდა შეადგენდეს:
ა) მომსახურების წლიური სარგებლის თანხაზე − არანაკლებ 12 თვეს, თუ ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან;
ბ) აგროლიზინგის ძირითად თანხაზე − არანაკლებ 24 თვეს, თუ ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.
30. დაუშვებელია ამ მუხლის 29-ე პუნქტში მითითებული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ლიზინგის გამცემის მიერ გადასახდელი თანხის კაპიტალიზაციის წესით დაანგარიშება.
31. საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ლიზინგის მიმღებს დამატებითი უზრუნველყოფის წარმოდგენა.
32. საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის განსაზღვრული ლიზინგების გაცემისთვის სპეციალური (დამატებითი ან/და შეცვლილი) პირობები მტკიცდება სააგენტოს გამგეობის მიერ, ცალკე დოკუმენტის სახით. შეღავათიანი აგროლიზინგის პირობებსა და სპეციალურ პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სპეციალურ პირობებს.
მუხლი 11. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ II თავით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტებისთვის სესხი გაიცემა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პირობებით.